ანჯეი დუდა - რუსეთი ჰგავს გარეულ მხეცს - თუ მხეცი ადამიანის ჭამას დაეჩვია, უნდა მოკლა

პოლონეთის პრეზიდენტის, ანჯეი დუდას განცხადებით, აუცილებელია რუსეთის რაც შეიძლება სწრაფად შეჩერება, რადგან მან შემდგომში, შეიძლება, უკრაინის მთელი ტერიტორიის დაპყრობა და ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებზე თავდასხმა მოინდომოს.

დუდამ, უკრაინულ მედია საშუალებებთან ინტერვიუში, რუსეთი შეადარა „გარეულ მხეცს, რომელიც ადამიანს ჭამს“.

„არ უნდა დავუშვათ, რომ რუსეთმა გაიმარჯვოს, რადგან ის გააგრძელებს წინსვლას. ეს იქნება მისი იმპერიალიზმის ხელშეწყობა. რუსეთი ჰგავს გარეულ მხეცს, რომელიც ადამიანს შეჭამს. თუ მხეცი ჭამს ადამიანს, მაშინ ჩვეულებრივ ამბობენ, რომ მას უბრალოდ უნდა მიაკვლიო და მოკლა, რადგან დაჩვეულია ადამიანის ხორცის ჭამას, ასეა რუსეთთან დაკავშირებითაც”, - განაცხადა დუდამ.

პოლონეთის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ როგორც კი რუსეთი გონს მოვა, ის უკრაინის დანარჩენ ტერიტორიას დაესხმევა თავს, შემდეგ კი პოლონეთზე, ბალტიის ქვეყნებსა და ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებზეც გადავა.

კახა გოგოლაშვილი - ხელისუფლების მხრიდან საქმე გვაქვს ავტორიტარიზმის კონსოლიდაციასთან, მცდელობასთან, რომ ქვეყანაში დემოკრატია საბოლოოდ დასრულდეს და მოხდეს საქართველოს აზერბაიჯანიზაცია
ქართული პრესის მიმოხილვა 05.06.2025
Samsung Bespoke AI - ინოვაციური ტექნოლოგიებით აღჭურვილი მაცივარი
STEAM Challenge Georgia - ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ისტორიის გაცოცხლება - „კარფური“ უნიკალურ პროექტს ახორციელებს
კომპანია PSP ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს (EUGBC) წევრი გახდა
სილქნეტი: „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ წლის დასაწყისიდან 48 ბენეფიციარს დახმარება გაუწია
„ვისოლ ჯგუფმა“ ერთ დღეში თბილისში 4 ამერიკული რესტორანი გახსნა
„საქკაბელის“ ციფრული ტრანსფორმაცია: ERP სისტემის დანერგვა BDO Digital-თან ერთად