ბადრი ესებუას ადვოკატი - დადგმული სცენარით წარიმართა ყველაფერი - ვგეგმავთ, სტრასბურგის სასამართლოში წავიღოთ ეს საქმე

„საქართველოს ბანკის“ დაყაჩაღებაში მსჯავრდებული ბადრი ესებუას ადვოკატის, იოსებ ჯანაშიას განცხადებით, სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება მოულოდნელი არ ყოფილა. მისი თქმით, საქმეს საბოლოოდ სტრასბურგის სასამართლოში გაასაჩივრებენ.

„დაცვის მხარისთვის ეს გადაწყვეტილება მოულოდნელი არ იყო. ჩვენ ვფიქრობდით, რომ სასამართლო მიმდინარე პროცესის ფარგლებში ამას გააკეთებდა. დაცვის მხარეს აღარ მიეცა სამართლიანი სასამართლოს ჩატარების უფლება და ფაქტობრივად ყველა ის მტკიცებულება, რაც უნდა მოეპოვებინა დაცვის მხარეს, ჯერ ბრალდების მხარემ, შემდეგ სასამართლომ ხელი შეგვიშალა მათ მოპოვებაში. შედეგი რაც დადგა წინასწარ იყო გადაწყვეტილი და ფაქტობრივად, დადგმული სცენარით წარიმართა ყველაფერი. ცხადია, შესრულდა შინაგან საქმეთა სამინისტროს დაკვეთა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინტერესი იყო ეს, ამიტომაც ჩატარდა ყველა ექსპერტიზა შსს-ს დაქვემდებარებაში მყოფ საექსპერტო ბიუროებში. დაცვის მხარე ცდილობდა, რომ ჩატარებულიყო ალტერნატიული ექსპერტიზები, მაგრამ სასამართლომ ამის შესაძლებლობები ჩვენ არ მოგვცა. ჩვენ ყველა ინსტანცია უნდა გავიაროთ სასამართლოში, ჯერ საქართველოში. დაცვის მხარეს არა აქვს მოლოდინი, რომ სასამართლო რამეს შეცვლის, თუმცა ჩვენ ვგეგმავთ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში წავიღოთ ეს საქმე", - განაცხადა იოსებ ჯანაშიამ.

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ,,საქართველოს ბანკის“ დაყაჩაღებაში ბრალდებული ბადრი ესებუა დამნაშავედ სცნო და 13 წლით პატიმრობა შეუფარდა.

ვახტანგ ძაბირაძე - ოპოზიციურად განწყობილმა ელექტორატმა არ უნდა თქვას უარი არჩევნებში მონაწილეობაზე, რადგან არჩევნებში არ მონაწილეობა პოლიტიკურ ბრძოლაზე უარის თქმას ნიშნავს
სოფიო ხორგუანი - საქართველოს ხალხმა უნდა დავიჯეროთ, რომ ჩვენი სამშობლოსთვის თანამედროვე სახელმწიფოს აშენება შეგვიძლია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.06.2025
„მაკდონალდსის“ 27-ე ახალი რესტორანი გაიხსნა
Homer-მა შენობაში, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, სათავო ოფისი გახსნა და ახალი საცხოვრებელი პროექტი წარადგინა
ყაზახეთი-საქართველოს ბიზნეს ფორუმი 2025 ჩატარდა
ბუნებასთან ჰარმონიაში - საგურამოსთან ახლოს სააგარაკე დასახლება „შინვუდი“ შენდება