ვლადიმერ პუტინი - რუსეთის ჯარმა მიიღო საჭირო ბრძანება შეიარაღებული ამბოხის ორგანიზატორების ნეიტრალიზაციის შესახებ - ვინც მოღალატეობის გზას დაადგა, პასუხს აგებს!

რუსეთის ჯარმა უკვე მიიღო საჭირო ბრძანება შეიარაღებული ამბოხის ორგანიზატორების ნეიტრალიზაციის შესახებ, - ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.

რუსეთის მოქალაქეებისადმი მიმართვაში პუტინმა ასევე აღნიშნა, რომ სიტუაცია დონის როსტოვში მძიმე რჩება.

მისი თქმით, რუსეთის ჯარმა უკვე მიიღო საჭირო ბრძანება შეიარაღებული ამბოხის ორგანიზატორების ნეიტრალიზაციის შესახებ.

„ვინც შეგნებულად მოღალატეობის გზას დაადგა, კანონის და ხალხის წინაშე პასუხს აგებს“, - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

ამასთან, რუსეთის პრეზიდენტის განცხადებით, დამატებითი ანტიტერორისტული ხასიათის ზომები მიიღება მოსკოვში, მოსკოვის ოლქში და სხვა რეგიონებში. ასევე, როგორც პუტინმა აღნიშნა, მიიღება ზომები დონის როსტოვში სიტუაციის დასტაბილურებისთვის, სადაც მისივე თქმით, ვითარება მძიმე რჩება, ფაქტობრივად დაბლოკილია სამოქალაქო და სამხედრო მართვის ორგანოების მუშაობა.

„სიტუაცია დონის როსტოვში მძიმე რჩება, ფაქტობრივად, დაბლოკილია მართვის ორგანოების მუშაობა, მაგრამ ყველა ზომა იქნება მიღებული იმისთვის, რომ ეს მდგომარეობა დასტაბილურდეს“, - განაცხადა პუტინმა.

ვახტანგ ძაბირაძე - ოპოზიციურად განწყობილმა ელექტორატმა არ უნდა თქვას უარი არჩევნებში მონაწილეობაზე, რადგან არჩევნებში არ მონაწილეობა პოლიტიკურ ბრძოლაზე უარის თქმას ნიშნავს
დავით გეფერიძე - აფხაზეთში საერთაშორისო ფრენების განხორციელება ეწინააღმდეგება საერთაშორისო საჰაერო სამართლის ძირითად პრინციპებსა და ნორმებს, თან მგზავრებისთვის საფრთხის შემცველიცაა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.06.2025
„მაკდონალდსის“ 27-ე ახალი რესტორანი გაიხსნა
Homer-მა შენობაში, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, სათავო ოფისი გახსნა და ახალი საცხოვრებელი პროექტი წარადგინა
ყაზახეთი-საქართველოს ბიზნეს ფორუმი 2025 ჩატარდა
ბუნებასთან ჰარმონიაში - საგურამოსთან ახლოს სააგარაკე დასახლება „შინვუდი“ შენდება