კახა კალაძე - არ გვჭირდებოდა ემოციები, გვჭირდება ცივი გონება და სწორი ანალიზის მიღება - ჩვენ არ ვმალავთ და ყოველგვარი მიკიბ-მოკიბვის გარეშე ვსაუბრობთ, რომ სანქციებს არ ვუერთდებით

ძალიან ბევრი „ფეიკ“ ინფორმაცია ვრცელდებოდა და არ უნდა ავყვეთ ემოციებს. სამწუხაროდ, ჩვენს წარსულს და უახლეს ისტორიებს გადავხედავთ, ემოციებით მიღებული გადაწყვეტილებები ძალიან ბევრი გვაქვს, ამ გადაწყვეტილებებმა ჩვენი ქვეყანა ათეული წლით დახია უკან, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც რუსეთში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა და უპასუხა კითხვას, უნდა დამდგარიყო თუ არა დღის წესრიგში საზღვრების კონტროლის გამკაცრება.

მისივე თქმით, როდესაც ხდება უშიშროების საბჭოს მოწვევა, ან ნებისმიერი სხვა გადაწყვეტილების მიღება, ეს ხდება კონკრეტულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, რომელიც უტყუარია.

„დავიწყოთ იქიდან, რომ ძალიან ბევრი „ფეიკი“ ინფორმაცია ვრცელდებოდა. მერწმუნეთ, რომ ჩვენს შესაბამის სამსახურებს, გაცილებით მეტი ინფორმაცია აქვს, ვიდრე მე, თქვენ ან ნებისმიერ მოქალაქეს. როდესაც ხდება უშიშროების საბჭოს მოწვევა, ან ნებისმიერი სხვა გადაწყვეტილების მიღება, ეს არ ხდება კონკრეტულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, რომელიც უტყუარია. ძალიან ბევრი „ფეიკ“ ინფორმაცია ვრცელდებოდა და არ უნდა ავყვეთ ემოციებს, სამწუხაროდ, თუ ჩვენს წარსულს და უახლეს ისტორიებს გადავხედავთ, ემოციებით მიღებული გადაწყვეტილებები ძალიან ბევრი გვაქვს, ამ გადაწყვეტილებებმა ჩვენი ქვეყანა ათეული წლით დახია უკან. არ გვჭირდებოდა ემოციები, გვჭირდება ცივი გონება და სწორი ანალიზის მიღება“, - აღნიშნა კალაძემ.

მისივე თქმით, თუ უცხო ქვეყნის მოქალაქეს არ აქვს დარღვეული საქართველოს კანონი „ოკუპაციის შესახებ“, მათ შეუძლიათ ქვეყანაში შემოსვლა და არანაირი პრობლემა არ არსებობს.

„მნიშვნელოვანია ის მიდგომა, რაც საქართველოს ხელისუფლებას აქვს. ჩვენ არ ვმალავთ და ყოველგვარი მიკიბ-მოკიბვის გარეშე ვსაუბრობთ, რომ სანქციებს არ ვუერთდებით. აქ არის ჩვენი ქვეყნის და მოსახლეობის ინტერესები. შესაბამისად, თუ უცხო ქვეყნის მოქალაქეს არ აქვს დარღვეული საქართველოს კანონი „ოკუპაციის შესახებ“, მათ შეუძლიათ ქვეყანაში შემოსვლა, არანაირი პრობლემა არ არსებობს“,- აღნიშნა კალაძემ.

კალაძის თქმით, სანქციების გვერდის ავლით საქართველოს გამოყენება არ ხდება, ამას არცერთი ფაქტი არ ადასტურებს.

„ჩვენი ევროპელი მეგობრები და პარტნიორებიც საუბრობენ, რომ ასეთი ფაქტი არ დასტურდება“,- აღნიშნა კალაძემ.

ვიტალი ბალა - რუსეთი სულაც არ არის დაუმარცხებელი და ისეთი საშიში, როგორც აქამდე ამერიკელებს და ევროპელების ნაწილს ეგონა
ისრაელის ელჩი - ჩვენი სტრატეგიაა, რომ „ჰამასმა“ ვეღარ გააკონტროლოს ღაზას სექტორი, რადგან ეს იმის გამეორებას გამოიწვევს, რაც უკვე გვინახავს - სამწუხაროდ, გაერო თანამშრომლობს „ჰამასთან“, Amnesty International-ი, Human Rights Watch-ი მუშაობს „ჰამასის“ სასარგებლოდ
ქართული პრესის მიმოხილვა 02.06.2025
„ერთად მეტი შეგვიძლია“ – „მაკდონალდს საქართველო“ McHappy Day-ს საქველმოქმედო კამპანიას იწყებს
„დომინოს“ 10 წლის იუბილე – გაარემონტე ერთი ამოსუნთქვით
BESPOKE AI WindFree™ - ჭკვიანი კონდიციონერები ინოვაციური გაგრილებით