“ვაგნერის“ ქვედანაყოფები ვორონეჟის ოლქის ტერიტორიას ნორმალურ რეჟიმში და ექსცესების გარეშე ტოვებენ, - რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ოლქის გუბერნატორმა, ალექსანდრე გუსევმა განაცხადა.
„ვორონეჟის ოლქის ტერიტორიაზე „ვაგნერის“ ქვედანაყოფების გადაადგილება მთავრდება. ის გადის ნორმალურ რეჟიმში და ექსცესების გარეშე", - წერს გუსევი.
გუბერნატორის თქმით, სიტუაციის საბოლოო მოგვარების შემდეგ ყველა შეზღუდვა მოიხსნება.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"