გიორგი მსხილაძის განცხადებით, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატების პარლამენტისთვის წარდგენის პროცესში პრეზიდენტს წინასწარი კონსულტაციების გამართვის ვალდებულება არ გააჩნია

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი გიორგი მსხილაძე ხაზგასმით აცხადებს, რომ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატების პარლამენტისთვის წარდგენის პროცესში პრეზიდენტს წინასწარი კონსულტაციების გამართვის ვალდებულება არ გააჩნია.

შესაბამისი განმარტება მსხილაძემ გააკეთა როგორც ჟურნალისტებთან, ასევე პარლამენტის ორი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე, სადაც ეროვნული ბანკის საბჭოში ასარჩევად სალომე ზურაბიშვილი მიერ წარდგენილი კანდიდატების მოსმენა მიმდინარეობს.

"კონსტიტუციის მიხედვით, პრეზიდენტი ვალდებულია კანდიდატები პარლამენტს წარუდგინოს. შერჩეულია ორი კვალიფიციური კანდიდატი - ბატონი გიორგი ბაქრაძე და დიმიტრი ჯაფარიძე.

კონსტიტუციაში არსებობს დათქმები, სადაც მართლაც რიგ საკითხებთან დაკავშირებით წინასწარი კონსულტაციები საჭიროა.

რაც შეეხება ეროვნულ ბანკს, არსად არ არის ჩანაწერი, რომ წინასწარი კონსულტაციები ვინმესთან უნდა ტარდებოდეს.

პრეზიდენტი ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატებს შეარჩევს და პარლამენტს წარუდგენს. შესაბამისად, პრეზიდენტმა გააკეთა ის, რაც კონსტიტუციურად იყო დაკისრებული და პარლამენტს კანდიდატები წარუდგინა", - განაცხადა გიორგი მსხილაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - საქართველო ახლა ცოტა ჰაერშია გამოკიდებული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.03.2026
FRESH GROUP: პორტატული ინფრასტრუქტურა
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით
სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს - სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად
საწვავის გაძვირების ფონზე, „სოკარში“ პროდუქტის ღირებულება ყველაზე ნაკლებად გაიზარდა
Shopify-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოსა და კავკასიის რეგიონში eCommerce 360 გახდა