შალვა პაპუაშვილი პრეზიდენტზე - ხომ არ შეიძლება ზოგიერთი ე.წ. ექსპერტის უადგილოდ ნათქვამ რაღაც იდეებს იყოს აყოლილი ესა თუ ის სახელმწიფო ინსტიტუტი? - რა დამოკიდებულებაა, სხვა ორგანოს უთხრა, თათბირი გამართოს თავისი სათათბირო ორგანოსთან

ხომ არ შეიძლება ზოგიერთი ე.წ. უსაფრთხოების ექსპერტის უადგილოდ ნათქვამ რაღაც იდეებს იყოს აყოლილი ესა თუ ის სახელმწიფო ინსტიტუტი? - რა დამოკიდებულებაა, სხვა ორგანოს უთხრა, თათბირი გამართოს თავისი სათათბირო ორგანოსთან, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ პრემიერისთვის უსაფრთხოების საბჭოს მოწვევისკენ მოწოდებას.

ამასთან, როგორც პაპუაშვილმა განაცხადა, უსაფრთხოების საბჭო პრემიერის სათათბირო ორგანოა და თავად გადაწყვეტს, როდის სჭირდება თათბირის გამართვა.

„უნდა დავფიქრდეთ, რაზეა საუბარი, არასერიოზულია ამდენჯერ გამეორება. ხომ არ შეიძლება ზოგიერთი ე.წ. უსაფრთხოების ექსპერტის უადგილოდ ნათქვამ რაღაც იდეებს იყოს აყოლილი ესა თუ ის სახელმწიფო ინსტიტუტი? უსაფრთხოების საბჭო პრემიერის სათათბირო ორგანოა. ჯერ ერთი, რა დამოკიდებულებაა, რომ სხვა ორგანოს უთხრა, თათბირი გამართოს თავისი სათათბირო ორგანოსთან - თავად გადაწყვეტს, როდის სჭირდება თათბირის გამართვა და მეორე - იქნებ ყველამ ნახოს, ვინ შედის უსაფრთხოების საბჭოს შემადგენლობაში. შედის შინაგან საქმეთა მინისტრი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, დაზვერვის სამსახურის უფროსი, ფინანსთა მინისტრი, საგარეო საქმეთა მინისტრის. ვინმეს ჰგონია, რომ პრემიერს ყოველდღიურად არ აქვს ამ ადამიანთან კომუნიკაცია და ყოველდღიურად არ განიხილავს იმ საკითხებს, რაც მნიშვნელოვანია? ასე რომ, ესეც ნებსით თუ უნებლიედ ისეთ განცხადებებს წარმოადგენს, რომელიც რეალობასაა აცდენილი. თუ დავაკვირდებით ზოგიერთი ე.წ. უსაფრთხოების ექსპერტის მოსაზრებას, ისინი ჩამოყალიბდნენ საფრთხეების შექმნის ექსპერტებად. ვისმენდით ე.წ. უსაფრთხოების ექსპერტების რაღაც მოსაზრებებს, რომლებიც საზღვრების ჩაკეტვიდან დაწყებული, შეიარაღებული გადაადგილებების მოწყობით დამთავრებული, სხვა არაფერს აკეთებდნენ და საფრთხის შექმნის რეცეპტებს სთავაზობდნენ ჩვენს საზოგადოებას. უნდა დავაკვირდეთ, რომ განსაკუთრებით წელიწად ნახევარი, რაც ომი მიმდინარეობს, ეს არ არის პირველი შემთხვევა საქართველოს წინააღმდეგ ჰიბრიდული ომის ტაქტიკების გამოყენების - პანიკის შექმნის მცდელობა, საზოგადოების დეზორიენტაციის მცდელობა. ყოველ ჯერზე დადასტურდა, რომ საქართველოს ხელისუფლება, მთავრობა, პრემიერ-მინისტრი სწორად მოქმედებს, ხოლო ე.წ. მრჩევლები არასწორ აზრებს ავითარებენ. შემდეგი ჯერი რომ დადგება და შემდეგ წრეზე რომ წავლენ ექსპერტები, ოპოზიცია, „ენჯეოები“, ისევ იტყვიან - შემოვიღოთ ვიზა, ჩავკეტოთ საზღვრები, ფრენა, ყველამ უნდა გაიხსენოს, როგორ ჩაფლავდა მათი ეს ექსპერტული აზრები“,- განაცხადა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, რუსეთში ამბოხის შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პრემიერს უსაფრთხოების საბჭოს მოწვევისკენ მოუწოდა.როგორც პრეზიდენტმა ბრიფინგზე განაცხადა, საკითხები, რომელიც საბჭოზე უნდა განეხილათ, საზღვრის კონტროლის გამკაცრება და სავიზო რეჟიმის გადახედვა, ასევე საზღვარზე სანქცირებული პირების სიების გამოყენება უნდა ყოფილიყო.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო