პაატა მანჯგალაძე არჩილ თალაკვაძეს - ეს თქვენ ლოცულობდით პუტინის გამარჯვებისთვის - ჩვენ არა პრიგოჟინს, არამედ რუსეთის დამარცხებას და დასუსტებას ვგულშემატკივრობდით

ეს თქვენ ლოცულობდით პუტინის გამარჯვებისთვის - ჩვენ არა პრიგოჟინს, არამედ რუსეთის დამარცხებას და დასუსტებას ვგულშემატკივრობდით,- ასე უპასუხა „სტრატეგია აღმაშენებლის“ გენერალურმა მდივანმა პაატა მანჯგალაძემ საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, არჩილ თალაკვაძის განცხადებას, რომ „რადიკალური ოპოზიცია პრიგოჟინის იმედადაა“.

მანჯგალაძის თქმით „ქართული ოცნების“ ლიდერები პროპაგანდისტულ რიტორიკას ცვლიდნენ იმის მიხედვით, როგორც უახლოვდებოდა პრიგოჟინი მოსკოვს.

„ჩვენ შორის განსხვავება ნამდვილად არის. დიახ, ჩვენ ვგულშემატკივრობთ რუსეთის, როგორც ბოროტების იმპერიის ჩამოშლას და დამარცხებას, მაგრამ უბედურება იმაშია, რომ თქვენ საქართველოს მომავალი პუტინს და რუსეთს დაუკავშირეთ. დასაცინები თქვენ ხართ, როგორ იცვლებოდა თქვენი და თქვენი პროპაგანდის დამოკიდებულება დღის განმავლობაში, რაც უფრო უახლოვდებოდა პრიგოჟინი მოსკოვს. ცოტა გაკლდათ და გამოაცხადებდით, მისი უდიდებულესობა პრიგოჟინი მოსკოვში შებრძანდაო. ხოლო ჩვენთვის მანამდეც, იმ დღესაც და ახლაც მტერია პუტინიც და პრიგოჟინიც.

ეს თქვენ ლოცულობდით პუტინის გამარჯვებისთვის. ჩვენ არა პრიგოჟინს, არამედ რუსეთის დამარცხებას და დასუსტებას ვგულშემატკივრობდით.

სამარცხვინოები თქვენ ხართ, ვითომ ჭეშმარიტების საქადაგებლად ისე, რომ სკამს რამე საფრთხე არ შეექმნას, სპეციალური ჯგუფი „ხალხის ძალა“ შექმენით. თუ მართლა გჯერა „ხალხის ძალის“ ამერიკასთან, „მაკდონალდსთან“, „კოკა-კოლასთან“ დაკავშირებით გავრცელებული სისულელეების, თავად შენ რატომ არ აწერ ხელს ამ განცხადებებს?“ - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

ცნობისთვის, პარლამენტის ვიცე- სპიკერის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, „რადიკალური ოპოზიცია რომ საზოგადოებას პრიგოჟინის გარშემო სთავაზობს გაერთიანებას, მიუთითებს, რომ ზედაპირული წარმოდგენა აქვთ ეროვნულ ინტერესებზე“. მისივე თქმით, ხელისუფლება სწორ რეაგირებას ახდენს ქვეყნის გარეთ არსებულ რისკებზე.

ოლექსი რეზნიკოვი - რუსეთი სინამდვილეში ქაღალდის ვეფხვია
ქართული პრესის მიმოხილვა 05.06.2025
კახა გოგოლაშვილი - ხელისუფლების მხრიდან საქმე გვაქვს ავტორიტარიზმის კონსოლიდაციასთან, მცდელობასთან, რომ ქვეყანაში დემოკრატია საბოლოოდ დასრულდეს და მოხდეს საქართველოს აზერბაიჯანიზაცია
„ვისოლის“ გათამაშებაში მეორე წყვილი ავტომობილი BMW X1 თბილისში მოიგეს
Heineken და „ზედაზენი“ - ახალი სტრატეგიული თანამშრომლობა საქართველოს ბაზარზე
Samsung Bespoke AI - ინოვაციური ტექნოლოგიებით აღჭურვილი მაცივარი
STEAM Challenge Georgia - ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ისტორიის გაცოცხლება - „კარფური“ უნიკალურ პროექტს ახორციელებს