ნიკა ვაშაკიძე - კრიტიკულ ვითარებაში ხელისუფლებას არანაირი მითითება და იმპულსი არ ჰქონდა მიღებული რუსეთიდან, ამიტომ იყო იგი გაურკვეველ ვითარებაში და უმოქმედო

რუსეთში გართულებული ვითარების პირობებში, სავარაუდოდ, როგორ უნდა მოქმედებდეს ქართული მხარე, „ინტერპრესნიუსი“ საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილ მოადგილეს, ნიკა ვაშაკიძეს ესაუბრა.

- ბატონო ნიკა, 24 ივნისს „პრიგოჟინის ბუნტის“ მიზნებსა და მიზეზებზე, ასევე შედეგებზე რუსეთში, დანარჩენ მსოფლიოში და რა თქმა უნდა, ჩვენთან საქართველოშიც კიდევ დიდხანს იმსჯელებენ, მაგრამ მაშინ როცა ვითარება აშკარად კრიტიკული იყო, ჩვენი ხელისუფლების ქცევამ, უფრო სწორად უმოქმედობამ ბევრი კითხვა გააჩინა.

მას შემდეგ, რაც რუსეთში ვითარება თითქოს ჩაწყნარდა, პრეზიდენტი პუტინი არ, თუ ვერ იღებეს ზომებს იმათ წინააღმდეგ ვისაც სულ ცოტა ხნის წინ მოღალატეები უწოდა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ პუტინს კრემლში შეუქცევადად აქვს დაკარგული პოზიციები და ომში ჩაბმული ქვეყანა ინერციით იმართება. ფაქტია, რომ რუსეთში ასე ვითარება დიდხანს ვერ გაგრძელდება, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ახლა ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებაზე მეტად უნდა ვიფიქროთ.

რუსეთში მიმდინარაე პროცესების კრიტიკულ საათებში პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ხელისუფლებას უშიშროების საბჭოს მოწვევისკენ მოუწოდა. მას შემდეგ რაც ყველაფერი ჩაწყნარდა, ხელისუფლების წარმომადგენლებისაგან საკმაოდ კრიტიკული შეფასებები მოვისმინეთ.

მოდით საუბარი იმაზე მსჯელობითა და შეფასებებით დავიწყოთ, რუსეთში „პრიგოჟინის ბუნტის“ ფონზე როგორ იმოქმედა თუ საერთოდ არ უმოქმედია საქართველოს ხელისუფლებას?

- როდესაც ხელისუფლების ქცევაზე ვსაუბრობთ, ერთი რამ უნდა გავითვალისწინოთ, რა ტიპის ხელისუფლება გვყავს და როგორია ხელისუფლებაში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების ალგორითმი.

კლასიკურ შემთხვევაში, როდესაც რეალური იერარქია ოფიციალურს ზუსტად შეესაბამება და მართლა კონსტიტუციური მეთოდებით იმართება ქვეყანა, ბუნებრივია რომ ასეთ დროს საკონსტიტუციო ორგანოები და სტრუქტურები შესაბამისად უნდა მოქმედებდნენ. სახიფათო ვითარებაში უშიშროების საბჭოს გამართვა ლოგიკური და სწორი ნაბიჯი იქნებოდა,მაგრამ, ჩვენ ხომ ვიცით, რომ სამწუხაროდ ამ რეალობაში არ ვცხოვრობთ.

შეგვიძლია ვივარაუდოთ დაახლოებითი ალგორითმი უსაფრთხოების სფეროში როგორ მიიღება უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებები. არსებობს ორი სამი ფიგურა, რომელიც მჭიდრო კავშირშია ქვეყნის არაფორმალურ მმართველთან და ასეთ დროს თავად ეს არაფორმალური მმართველები იღებენ რაღაც მითითებებს. საიდან და ვისგან იღებენ ამ იმპულსებს, ეს ცალკე საკითხია. ზემოდან ჩამოდის მითითება და ნარატივები ოფიციალურ პირებზე და იმათზე, ვინც სახელისუფლებო პოზიციებს ახმოვანებს და უწევს ტირაჟირებას.

უშიშროების საბჭო, რომელიც ქვეყანაში ფორმალურად არსებობს არ არის ის ფორმატი, რომელიც რეალურად შეიკრიბება, პრობლემურ საკითხებზე იმსჯელებს და გადაწყვეტილებებს მიიღებს, რომელიც შემდეგ ცხოვრებაში გატარდება. ეს სპეციფიკაა გასათვალისწინებელი. სალომე ზურაბიშვილი ამ კონკრეტულ შემთხვევაში ფორმალურად სწორი და მართალი იყო, მაგრამ, რეალობა სხვა გვაქვს.

მე როგორც ვგრძნობ და ვატყობ, ჩვენი ამჟამინდელი მდგომარეობის ყველაზე არასასიამოვნო და სახიფათო მომენტი ისაა, რომ ხელისუფლების რამდენიმე პირი შესულია ურთიერთობაში რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებთან. ადგილი აქვს საეჭვო გარიგებებს და ის, რაც რუსეთ-საქართველოს ეკონომიკურ ურთიერთობებში ახლა ხდება, სწორედ ასეთი ურთიერთობების შედეგია.

ჩვენი ამჟამინდელი მდგომარეობის ყველაზე არასასიამოვნო და სახიფათო მომენტი ისაა, რომ ხელისუფლების რამდენიმე პირი შესულია ურთიერთობაში რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებთან. ადგილი აქვს საეჭვო გარიგებებს და ის, რაც რუსეთ-საქართველოს ეკონომიკურ ურთიერთობებში ახლა ხდება, სწორედ ასეთი ურთიერთობების შედეგია

რუსეთთან ამ ტიპის ეკონომიკური ურთიერთობა სახიფათო იმითაა, რომ რუსეთი ცდილობს საქართველოს მასზე მაქსიმალურად მიბმას, რომ შემდეგ უკვე ქვეყანას დამოუკიდებლად ნაბიჯის გადადგმის საშუალება არ ჰქონდეს.

იმისთვის, რომ რუსეთი არ გააღიზიანონ და პრობლემები არ შეიქმნან, ჩვენი ხელისუფლება დამოუკიდებელ ნაბიჯებს არ დგამს. როგორც ჩანს, კრიტიკულ ვითარებაში ხელისუფლებას არანაირი მითითება და იმპულსი არ ჰქონდა მიღებული რუსეთიდან, ამიტომ იყო ხელისუფლება გაურკვეველ ვითარებაში და უმოქმედო.

როგორც ჩანს, კრიტიკულ ვითარებაში ხელისუფლებას არანაირი მითითება და იმპულსი არ ჰქონდა მიღებული რუსეთიდან, ამიტომ იყო ხელისუფლება გაურკვეველ ვითარებაში და უმოქმედო

- მას შემდეგ, რაც ყველაფერი დასრულდა, ამ თემაზე ჩვენ მოვისმინეთ მმართველი პარტიის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადება - „ჩვენი საქმე არ არის რუსეთის შიდა პოლიტიკა“.

თუმცა, საქართველოს მხრიდან პრევენციული ზომების მიღება რატომ უნდა ჩათვლილიყო რუსეთის საშინაო საქმეებში ჩარევა, გაუგებარია.

მმართველი პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა კახა კალაძემ ამ თემაზე განაცხადა - „არაფერი განსაკუთრებული არ ხდებოდა, რაც ხდებოდა რუსეთის შიდა საქმეა... ვინც ამ თემაზე აქტიურობდა მტრის წისქვილზე ასხამდა წყალს, რადგან ხელს უწყობდა დაპირისპირებას და ომისკენ მოუწოდებდა ხალხს.“.

ირაკლი კობახიძე და კახა კალაძე ცენტრალური ხელისუფლების აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები არ არიან. რას შეიძლება ნიშნავდეს ის, რომ რუსეთის თემაზე განცხადებები პრემიერმა და პარლამენტის თავმჯდომარემ კი არა, მმართველი გუნდის პარტიის თავმჯდომარემ და ამავე პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა გააკეთეს?

- ეს არაადეკვატურობას ნიშნავს. კრიტიკულ სიტუაციაში მმართველი პარტიის ხელმძღვანელობა არ უნდა აკეთებდეს განცხადებებს. ასეთ დროს თუ რამ სათქმელი აქვთ უსაფრთხოების სამსახურებისა და სტრუქტურების წარმომადგენლები უნდა აქტიურობდნენ. პარტიის თავმჯდომარისა და პარტიის აღმასრულებელი მდივნის საქმე არ არის საფრთხის სიტუაციაში კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა.

კრიტიკულ სიტუაციაში მმართველი პარტიის ხელმძღვანელობა არ უნდა აკეთებდეს განცხადებებს. ასეთ დროს თუ რამ სათქმელი აქვთ უსაფრთხოების სამსახურებისა და სტრუქტურების წარმომადგენლები უნდა აქტიურობდნენ

თავად რიტორიკაც ალოგიკურია, რადგან, მმართველი გუნდის ხელმძღვანელობა სერიოზულად არიან თავისი პარტიული პროპაგანდის ტყვეობაში. ხომ არ შეიძლება ყოველთვის თემა შემოატრიალო და გამოიყენო ოპონენტების ლანძღვის საბაბად.

- იმ ვითარებაში, რაც რუსეთში ხდებოდა და ახლაც ხდება, ისევ იმაზე საუბარი, რომ „ქვეყნის მტრებს ქვეყნის ომში ჩართვა უნდათ“, როგორც მინიმუმ, გაუგებარია... მეორე ფრონტი კრემლს „გლობალურმა ძალებმა“ კი არა, თანამებრძოლებმა გაუხსნეს...

- ეს პასაჟი აშკარად არალოგიკურია, მაგრამ, მმართველი გუნდის ლიდერები ისე არიან დაჩვეული ამ კლიშეებით საზოგადოებასთან საუბარს, მზად არიან ეს ნარატივები მუდმივად იმეორონ.

რა შუაშია „რუსეთის საშინაო საქმეებში ჩარევა“, როცა მეზობელ რუსეთში, ძალიან პრობლემურ ქვეყანაში, შექმნილია ძალიან სახიფათო ვითარება, ჩვენმა სახელმწიფომ უსაფრთხოების ზომები საკუთარი თავის დაცვის თვალსაზრისით უნდა მიიღოს. ეს კი არანაირ კავშირში არაა რუსეთის საშინაო საქმეებში ჩარევასთან.

როცა მეზობელ რუსეთში, ძალიან პრობლემურ ქვეყანაში, შექმნილია ძალიან სახიფათო ვითარება, ჩვენმა სახელმწიფომ უსაფრთხოების ზომები საკუთარი თავის დაცვის თვალსაზრისით უნდა მიიღოს. ეს კი არანაირ კავშირში არაა რუსეთის საშინაო საქმეებში ჩარევასთან

- ყველაფერს რომ თავი დავანებით, პრიგოჟინისვაგნერელები“ კაცმა არ იცის ახლა სად დაბოდიალობენ. სულაც არაა გამორიცხული, ვიღაცამ საქართველოში დასვენება მოინდომოს... ჩვენ რომ სპეცსამსახურები გვყავდეს „ვაგნერელების“ თუ სრული სია არა, ნაწილის სიები მაინც უნდა გვქონდეს...

რატომ ვიქცევით ასე უპასუხისმგებლოდ გაუგებარია, რადგან ჩვენმა ასეთმა დამოკიდებულებამ ე.წ. „რუსი ტურისტების“ მიმართ ქვეყნის სტაბილურობას შეიძლება შეუქმნას პრობლემები?

- ვითარებაში, როცა რუსეთში არეული სიტუაციაა, მშვენივრად ვიცით რომ ამ ქვეყანას ჩვენთან მიმართებაში სასიკეთო მიზნები არ აქვს, ამ დროს ჩვენ ფართოდ გვაქვს გაღებული კარი უზარმაზარი ნაკადისთვის, რომელიც ქვეყანაში შეუფერხებლად შემოდის.

პერიოდულად ვიღებთ ინფორმაციას, რომ საქართველოში ყველას არ უშვებენ, ქართველი მესაზღვრეები ვიღაცას აკავებენ და უკან აგზავნიან, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს ის ხალხია, რომლებიც უფრო ოპოზიციურად არიან განწყობილი რუსეთის ხელისუფლების მიმართ.

მათ უკან გაბრუნებას ის საფუძველი კი არ აქვს, რომ მათ აქ პრობლემები არ შექმნან საქართველოს, არამედ ოპოზიციონერების შემოშვებით არ გააღიზიანონ რუსეთის ხელმძღვანელობა. როგორც ჩანს, რიგ შემთხვევაში თავად რუსეთიდან გვთხოვენ ქვეყანაში პუტინის ოპონენტების არშემოშვებას. ასეთ გართულებულ სიტუაციაში რუსეთიდან მოქალაქეების ისეთი დიდი ნაკადების უკონტროლოდ შემოშვება, როგორც ჩვენს შემთხვევაში ხდება, ჩვენი ქვეყნისთვის საფრთხეა.

ასეთ გართულებულ სიტუაციაში რუსეთიდან მოქალაქეების ისეთი დიდი ნაკადების უკონტროლოდ შემოშვება, როგორც ჩვენს შემთხვევაში ხდება, ჩვენი ქვეყნისთვის საფრთხეა

ასეა, რადგან დიდია იმის ალბათობა, რომ რუსეთის მშვიდობიან მოსახლეობასთან ერთად ბევრი საეჭვო პირია შემოსული და ალბათ კიდევ შემოდის. სამწუხარო ისაა, რომ საქართველოს ხელისუფლებას ასეთი პოლიტიკა აქვს აღებული და მას ვხედავთ, რომ თანმიმდევრულად და მიზანმიმართულად ატარებს.

- ამ თემებზე მსჯელობისას ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა კახა კალაძემ განაცხადა - „არ გვერიდება მკაფიოდ თქმა, რომ ეკონომიკურ სანქციებს არ შეუერთდებით“.

უცნაური ისაა, რომ რუსეთისთვის დაწესებული სანქციების მიერთებას არც არავინ მოითხოვს ჩვენგან. გვეუბნებიან ისეთი საქონელი არ მიაწოდოთ, რომ რუსეთმა სამხედრო მრეწველობისთვის გამოიყენესო....

- როგორც ჩანს, იმ სიტუაციაში, რომელიც პუტინის წინააღმდეგ დაწყებულმა ამბოხმა მოიტანა, მმართველი გუნდის ლიდერებმა ვერ შეძლეს გონებაში იმის გადალაგება, რაც ახლა ხდება, რომ მათი კომენტარები მეტ-ნაკლებად რელევანტური იყოს.

იმ სიტუაციაში, რომელიც პუტინის წინააღმდეგ დაწყებულმა ამბოხმა მოიტანა, მმართველი გუნდის ლიდერებმა ვერ შეძლეს გონებაში იმის გადალაგება, რაც ახლა ხდება, რომ მათი კომენტარები მეტ-ნაკლებად რელევანტური იყოს

სამწუხაროდ, ისინი აგრძელებენ მათთვის დამახასიათებელი პროპაგანდისტული კლიშეების გამოყენებას.

- ისეთი პირი უჩანს, დაწყებული პროცესი რუსეთში მარტივად არ დასრულდება. ეს კი იმას ნიშნავს, კრიტიკულ ვითარების რეჟიმი ამ ქვეყანაში. საუბარია იმ ქვეყანაზე, რომლიდანაც ტურისტები უპრობლემოდ შემოდიან და ქვეყნებს შორის ფრენები აღდგენილია.

იმ საფრთხეების გათვალისწინებით, რომელიც ქვეყანას რუსეთიდან შეიძლება ჰქონდეს, თქვენ რა ურჩევდით ჩვენს ხელისუფლებას, თუნდაც, ზემო ლარზე რუსი ტურისტების ნაკადის გადაადგილებასთან და სხვა თემებთან დაკავშირებით, რომელიც რუსეთს უკავშირდება?

- ძალიან მიჭირს ამ ხელისუფლებისთვის რჩევების მიცემა, რადგან ძალიან სპეციფიკური და უცნაური ხელისუფლებაა. როცა ხელისუფლება მართლა სუვერენული, დამოუკიდებელი და ეროვნული ინტერესების გამომხატველია, მათთვის კონკრეტული რჩევების მიცემა შეიძლება. როგორც ჩანს, ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლები სხვა ცენტრებიდან იღებენ რეკომენდაციებს და მათთვის რაიმე რჩევების მიცემას აზრი არ აქვს.

როგორც ჩანს, ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლები სხვა ცენტრებიდან იღებენ რეკომენდაციებს და მათთვის რაიმე რჩევების მიცემას აზრი არ აქვს

- მაშინ კითხვას ასე დავსვამდი - კრიტიკულ ვითარებაში, სავარაუდოდ, როგორ უნდა ვიქცეოდეთ, რომ რუსეთში ვითარების გართულებამ ქვეყნის სტაბილურობას პრობლემები არ შეუქმნას?

- ჩვენ ახლა უნდა ვმსჯელობდეთ გრძელვადიან პერსპექტივაში ზოგადად საფრთხეების, მათ შორის რუსული საფრთხეებს თავიდან აცილება როგორ შეიძლება.

იმ ვითარების გამო, რაც ახლა რუსეთში ხდება უნდა მიმდინარეობდეს ინტენსიური და დეტალური მუშაობა ქვეყნის უსაფრთხოების სისტემის განმტკიცებაზე, ძალოვანი სტრუქტურების რეალური ორიენტირება რეალურ ამოცანებზე. სამწუხაროდ, ეს არ ხდება. ამიტომაცაა, რომ სწორი ხედვის ჩამოყალიბება ვერ ხერხდება.

იმ ვითარების გამო, რაც ახლა რუსეთში ხდება უნდა მიმდინარეობდეს ინტენსიური და დეტალური მუშაობა ქვეყნის უსაფრთხოების სისტემის განმტკიცებაზე, ძალოვანი სტრუქტურების რეალური ორიენტირება რეალურ ამოცანებზე. სამწუხაროდ, ეს არ ხდება. ამიტომაცაა, რომ სწორი ხედვის ჩამოყალიბება ვერ ხერხდება

ეს ეხება გრძელვადიან და კონკრეტულ საქმიანობას. ჩემი აზრით, ქვეყნის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხების პრობლემაც ამაშია. მყისიერი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა მნიშვნელოვანია, მაგრამ ისინი უნდა ეფუძნებოდეს მყარ საფუძველს.

- ნატოს ვილნიუსის სამიტი ახლოვდება და ჩვენ ნაცვლად იმია, რომ ქვეყნის ატლანტიკურ მომავალზე ვსაუბრობდეთ, გვიწევს ერთი შეხედვით, ისეთ პრობლემებზე მსჯელობა, რომელთა გადაწყვეტა, საკმაოდ მარტივად და ეფექტურადაა შესაძლებელი....

- სამწუხაროდ, დღეს ისეთ მდგომარეობამდე ვართ მისული, რომ საქართველოს ნატოში შემდგომი ინტერგარციის თემა დღეისთვის სერიოზულად და რეალურად არ დგას.

ეს ასეა ისევ ჩვენი ხელისუფლების პოლიტიკიდან გამომდინარე. შესაბამისად, სალაპარაკოც ბევრი არც არაფერია. სამწუხაროდ, ამ რეალობაში ვართ.

- დამკვირვებელთა უმეტესობა თანხმდება, რომ „პრიგოჟინის ბუნტით“ რუსეთი დაწყებული პროცესი ასე მალე არ დასრულდება და გაგრძელებები ექნება.

ჩვენ ისღა დაგვრჩენია ამ პროცესს მხოლოდ შორიდან ვადევნოთ თვალი და არც არაფერი გავაკეთოთ?

- გეთანხმებით იმაში, რომ ეს ვითარება რუსეთში ასე დიდხანს ვერ გაგრძელდება. თავად პუტინის პოზიცია და სიტუაციის კონტროლის უნარი მასზე დაქვემდებარებულ პირებზე და უწყებებზე საგრძნობლად შემცირებულია.

რუსეთზე დაკვირვება საჭიროა, მაგრამ პასიურად დაკვირვება არაა სწორი. მაქსიმალურად უნდა ხდებოდეს საფრთხეების ზუსტი განსაზღვრა, ამის შემდეგ ჩვენი უსაფრთხოების სისტემის შესაბამისი ორიენტირება და გაძლიერება

შეგვიძლია ის დასკვნა გამოვიტანოთ, რომ რუსეთში გარკვეული უწყებები და პირები თავისი მიზნებიდან გამომდინარე მოქმედებენ. საქართველოს არ აქვს იმის რესურსი რომ ამ პროცესებში ჩარიოს. ამ თემაზე საუბარიც კი სასაცილოა.

მაგრამ, რუსეთზე დაკვირვება საჭიროა, მაგრამ პასიურად დაკვირვება არაა სწორი. მაქსიმალურად უნდა ხდებოდეს საფრთხეების ზუსტი განსაზღვრა, ამის შემდეგ ჩვენი უსაფრთხოების სისტემის შესაბამისი ორიენტირება და გაძლიერება.

ინტერპრესნიუსი

კობა ბენდელიანი

ვახტანგ ძაბირაძე - 14 დეკემბერს პარლამენტის ეზო და შემოგარენი გადაჭედილი იქნება საპატრულო პოლიციით და რობოკოპებით, მაგრამ, ძალოვნები იქნებიან თუ არა აგრესიულები, ეს იქნება გადამწყვეტი
ქართული პრესის მიმოხილვა 12.12.2024
კახა ოქრიაშვილი - ყაველაშვილი არის დე-ფაქტო, არალეგიტიმური „პრეზიდენტის პოსტზე“ დანიშვნის პროცესში, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს სჭირდება და წაართვეს პირდაპირი საპრეზიდენტო არჩევნები!
Samsung-ის საახალწლო ფასდაკლებები დაიწყო - აჩუქე ის, რაც სულ ემახსოვრება
Skillwill – პირველი ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმა, რომელსაც სახელმწიფომ სრული აღიარება მიანიჭა