პარლამენტის კულტურის კომიტეტი მეორე მოსმენით - მუხლობრივად „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს იხილავს

პარლამენტის კულტურის კომიტეტი მეორე მოსმენით - მუხლობრივად „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს იხილავს.

საკანონმდებლო ინიციატივა მმართველ უმრავლესობის დეპუტატებს ეკუთვნით, რომელთა განმარტებით, პროექტი დაეფუძნა სამ პრინციპს - გამჭვირვალობა, კარგი მმართველობა და ანგარიშვალდებულება.

ინიციატორთა განმარტებით, კანონპროექტის მიზანია საქართველოში საავტორო უფლებების კოლექტიური მართვის საკანონმდებლო და ინსტიტუციური ჩარჩოს გაუმჯობესება და მისი ევროკავშირის ქვეყნების კანონმდებლობასთან დაახლოება.

კანონის პროექტის მიღების შედეგად ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის შექმნის წესები და პირობები გაიწერება.

ინერგება კოლექტიური მართვის ორგანიზაციის აკრედიტაციის, მისი საქმიანობის გამჭვირვალობის უზრუნველმყოფი, სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ახლებური მექანიზმი, ჰონორარის სამართლიანი განაწილებისა და ტარიფების დადგენის პრინციპები, რაც პროექტის ავტორთა განმარტებით, ხელს შეუწყობს საავტორო და მომიჯნავე უფლებათა მფლობელების უფლებათა ეფექტურ და ეფექტიან განხორციელებას ქონებრივ უფლებათა კოლექტიური მართვის სფეროში.

ინიციატორთა ინფორმაციით, პროექტის შემუშავებისას გათვალისწინებულია ევროკავშირის წევრი ქვეყნების პრაქტიკა და გამოცდილება საავტორო და მომიჯნავე უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მართვასთან დაკავშირებით.

საკანონმდებლო პაკეტი "ქართული ოცნების" დეპუტატების: - ბაია კვიციანის, ირაკლი მეზურნიშვილის, ელისო ბოლქვაძის, ბექა ოდიშარიასა და ქეთევან დუმბაძის მიერ არის ინიცირებული.

ემილ ავდალიანი - მოლოდინი იმისა, რომ ტრამპის პრეზიდენტობისას არაბული ქვეყნები აშშ-ის მხარეს იდგებიან, მცდარია, მათი მჭიდრო ურთიერთობები ჩინეთთან და რუსეთთან გაგრძელდება, როგორც ერთგვარი გეოპოლიტიკური საპირწონე
ქართული პრესის მიმოხილვა 12.12.2024
კახა ოქრიაშვილი - ყველას, ვისაც გვიყვარს ეს ქვეყანა და ვერასდროს შევეგუებით ძალადობას, ცხელი გულით და ცივი გონებით მოქმედება გვმართებს!
PSP ჯგუფი განცხადებას ავრცელებს