ბექა ლილუაშვილი უმრავლესობას - კატა-თაგვობანას თამაში და ბავშვობაა, რომ კანდიდატები, მათი უმაღლესი კომპეტენციის მიუხედავად, იმის გამო უნდა „ჩააგდოთ“, რომ პრეზიდენტის საქციელი არ მოგეწონათ

ძალიან კარგად ვიცით, რას ნიშნავს კონსულტაციები „ქართული ოცნების“ „მერკებით“! - ეს განცხადება “საქართველოსთვის“ დეპუტატმა ბექა ლილუაშვილი პარლამენტის ორი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე მას შემდეგ გააკეთა, რაც მმართველმა გუნდმა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრების კანდიდატები “ჩაგდების“ გადაწყვეტილება იმ არგუმენტით ახსნა, რომ მათ წარდგენამდე პრეზიდენტს ზურაბიშვილს პარლამენტთან წინასწარი კონსულტაციები არ გაუმართავს.

როგორც ლილუაშვილმა განმარტა, უმრავლესობას კანდიდატების ჩაგდება იმის გამო აქვს განზრახული, რომ პრეზიდენტმა არ გააკეთა ის, რაც მას კანონითა და კონსტიტუციით არ ევალება.

„თუკი ინსტიტუციებს სცემთ პატივს, ეროვნული ბანკი ერთ-ერთი ყველაზე დამოუკიდებელი ინსტიტუციაა და ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობას ეცით პატივი.

კატა-თაგვობანას თამაში და ბავშვობაა, რომ კანდიდატები, მათი უმაღლესი კომპეტენციის მიუხედავად, იმის გამო უნდა “ჩააგდოთ“, რომ პრეზიდენტის საქციელი არ მოგეწონათ. ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებად წარმოდგენილი ადამიანების კომპეტენცია კითხვის ქვეშ არ დგას და ამაში ეჭვი არავის ეპარება“, - განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.

პარლამენტის ორმა კომიტეტმა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ ეროვნული ბანკის საბჭოში წარდგენილ კანდიდატებს მხარი არ დაუჭირა.

ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის თანამდებობაზე ასარჩევად შეთავაზებულ დიმიტრი ჯაფარიძესა და გიორგი ბაქრაძეს საფინანსო-საბიუჯეტო და დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე მოუსმინეს, მათ ხედვებს გაეცნენ, თუმცა მხარდაჭერაზე უარი ითქვა.

კენჭისყრის დროს კანდიდატების მხარდასაჭერად ხელი მხოლოდ ოპოზიციონერმა დეპუტატებმა - ბექა ლილუაშვილმა და რომან გოცირიძემ ასწიეს.

როგორც პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ პაატა კვიჟინაძე განაცხადა, თუკი არსებობს სურვილი იმისა, რომ პარლამენტში ეროვნული ბანკის საბჭოს წევრების არჩევის საკითხი გავიდეს, წარდგენამდე წინასწარი კონსულტაციები უნდა გაიმართოს.

მირიან მირიანაშვილი - ახლა ჩვენს თვალწინ იხსნება კვანძი - საუბარი ევროპასთან ინტეგრაციაზეც არ არის, ეს პროცესის თანმდევი ნაწილია, საუბარია იმაზე, საქართველო იურიდიულად გაფორმდება თუ არა რუსეთის სატელიტად
ქართული პრესის მიმოხილვა 02.12.2024
ხათუნა ბურკაძე - გულანთებული მოქალაქეები საქართველოს ევროპული მომავლისათვის იბრძვიან, ხელისუფლებამ ხალხის ხმა უნდა გაიგოს
„ავერსში“ გრანდიოზული, 60%-იანი ფასდაკლება და ჩეკის განულება იწყება
დაიცავით თქვენი შვილი ზამთრის ინფექციებისგან: ჯანმრთელობის შენარჩუნების საიდუმლო, „ფაგიოს“ დახმარებით