კოკა კაციტაძე - ადამიანი თუ ამბობს, რომ მოწამლეს, გამოძიებას უნდა მიაწოდოს რა ვერსიები აქვს, რატომ თვლის, რომ ასე მოხდა - ადვოკატის მეშვეობით შეთავაზება გავუკეთეთ სააკაშვილს, მაგრამ დღემდე პასუხი არ დაუბრუნებიათ

ადამიანი თუ ამბობს, რომ მოწამლეს, მან გამოძიებას უნდა მოგვაწოდოს, თუ რა ვერსიები აქვს, რატომ თვლის, რომ ასე მოხდა - ადვოკატის მეშვეობით შეთავაზება გავუკეთეთ [მიხეილ სააკაშვილს], მაგრამ დღემდე არ დაუბრუნებიათ პასუხი, აქვთ თუ არა გამოკითხვის სურვილი, - ამის შესახებ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელმა, კოკა კაციტაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, საგამოძიებო სამსახური კვლავ სწავლობს, რამდენად ადეკვატური მკურნალობა გაეწია მიხეილ სააკაშვილს.

„ადამიანი თუ ამბობს, რომ მოწამლეს, მან გამოძიებას უნდა მიგვაწოდოს, თუ რა ვერსიები აქვს, რატომ თვლის, რომ ასე მოხდა. მისი ადვოკატის მეშვეობით შეთავაზება გავუკეთეთ, მაგრამ დღემდე არ დაუბრუნებიათ პასუხი, აქვთ თუ არა გამოკითხვის სურვილი. ბოლო ფაქტზე ექსპერტიზა შევთავაზეთ მოწამვლის ფაქტის დასადგენად, როგორც ფრჩხილზე, ისე სისხლის ნიმუშზე და ამაზეც უარი გვითხრეს, თუმცა გამოძიება მაინც ყველა ბერკეტს იყენებს და ყველა მოქმედებას ვატარებთ.

რაც შეეხება არასათანადო მოპყრობის ფაქტებს, არაერთი საგამოძიებო მოქმედება გვაქვს ჩატარებული და მსგავსი რამ გამოკვეთილი ამ ეტაპზე არ არის. ვსწავლობთ, რამდენად ადეკვატური მკურნალობა გაეწია“, - განაცხადა კაციტაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე -  ხელისუფლება ღიად საუბრობს, რომ მას საქართველოში არ უნდა ევროპული არჩევნების ჩატარება, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების ასეთ განცხადებებს ოპოზიციურ ელექტორატში ადეკვატური რეაქცია არ აქვს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
Skillwill-ის კოლეჯს ავტორიზაცია მიენიჭა - პროფესიული განათლების ახალი ეტაპი საქართველოში
„სილქნეტის“ და „თიბისის“ ერთობლივი შეთავაზება - დაიბრუნე გადახდილი თანხის 30% ულიმიტო ინტერნეტის გააქტიურებისას
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში 24 ივნისს თბილისის პირველი საერთაშორისო კიბერუსაფრთხოების კონფერენცია გაიმართება