კოკა კაციტაძე სოსო გოგაშვილის საქმეზე შს მინისტრის გამოკითხვაზე - ექსპერტიზის დასკვნების მიღების შემდეგ დავგეგმავთ საგამოძიებო მოქმედებებს - არავის გამოკითხვა არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს

სოსო გოგაშვილის საქმეზე ექსპერტიზის დასკვნებს ველოდებით. მას შემდეგ, რაც ექსპერტიზის დასკვნებს მივიღებთ, დავგეგმავთ შემდეგ საგამოძიებო მოქმედებებს. არავის გამოკითხვა არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს, ვინც არ უნდა იყოს ეს, თუ შეკითხვები არსებობს, ყველა გასცემს პასუხს გამოძიების წინაშე, - ამის შესახებ საგამოძიებო სამსახურის უფროსმა, კოკა კაციტაძემ განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, არის თუ არა შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის საქმეზე გამოკითხული.

როგორც კაციტაძემ განმარტა, აღნიშნულ საქმეზე, უამრავი სამართალდამცავია გამოკითხული და 1 წლის განმავლობაში ძალიან დიდი სამუშაო ჩატარდა.

“სოსო გოგაშვილის საქმეზე პირველივე დღეებიდან გამჭვირვალედ ვაწარმოეთ გამოძიება. სოსო გოგაშვილი, მისი ადვოკატი, სრულად იყო ინფორმირებული, თუ რას ვაკეთებდით. მათ წვდომა აქვთ ჩვენს მიერ ჩატარებულ გამოძიებაზე, ყველა მასალაზე. საქმე გავაცანით წინა სახალხო დამცველს და მოვისმინეთ მათი მოსაზრებები. დასამალი არაფერია, გამოძიება მაქსიმალურად გამჭვირვალედ მიმდინარეობს, დაველოდოთ შედეგებს. უამრავი სამართალდამცავია გამოკითხული. ამ საქმეზე ექსპერტიზის დასკვნებს ველოდებით. მას შემდეგ, რაც ექსპერტიზის დასკვნებს მივიღებთ, დავგეგმავთ შემდეგ საგამოძიებო მოქმედებებს. არავის გამოკითხვა არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს, ვინც არ უნდა იყოს ეს, თუ შეკითხვები არსებობს, ყველა გასცემს პასუხს გამოძიების წინაშე. ამ 1 წლის განმავლობაში ძალიან დიდი სამუშაო ჩატარდა”, - აღნიშნა კაციტაძემ.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.07.2025
ევექსი იცავს საერთაშორისო სტანდარტის შესაბამის მაღალ ხარისხს