ხატია დეკანოიძე შალვა პაპუაშვილს - როცა ოპოზიციიდან კოლეგის საუბარი არ მოგწონთ, ამაზე გუნდის წევრსაც შეგიძლიათ მიუთითოთ - დეპოლარიზაციის კონტექსტში, ყველაზე უფრო ზიზღის შემცველი სახელისუფლებო ენა იყო

ბოლო ორი დღის წინანდელი მოვლენების დროს, რაც ოკუპანტ ქვეყანაში ხდებოდა, გამოჩნდა, რომ ხელისუფლება სტატუს-კვოს გულშემატკივრობდა - სტატუს-კვოს გულშემატკივრობა ნიშნავს, ვუგულშემატკივროთ იმ მძიმე მოცემულობას, რომელიც უკრაინაშია, - ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, თავად გულშემატკივრობს ყველაფერ იმას, რაც რუსეთს დაასუსტებს.

„მოვისმინე ბევრი მითითება, რომ ვინმე ვინმეს გულშემატკივრობდა ბოლო ორი დღის წინანდელი მოვლენების დროს, რაც ოკუპანტ ქვეყანაში ხდებოდა. რაც ყველაზე მყარად გამოჩნდა ისაა, რომ ხელისუფლება გულშემატკივრობდა სტატუს-კვოს. სტატუს-კვოს გულშემატკივრობა ნიშნავს, ვუგულშემატკივროთ იმ მძიმე მოცემულობას, რომელიც უკრაინაშია. პუტინი დასუსტდა, ძალიან სერიოზული პრობლემები აქვს. მთელი ორომტრიალი და სამოქალაქო დაპირისპირება რუსეთში აუცილებლად მოხდება, ამიტომ, მე ვგულშემატკივრობ ყველაფერ იმას, რაც რუსეთს დაასუსტებს და ეს ძალიან მალე მოხდება. ამიტომ, ვფიქრობ, იმაზე უნდა იფიქროთ, რომ თქვენ სიჩუმეში სტატუს-კვოს გულშემატკივრობა გამოჩნდა“,- განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

გარდა ამისა, დეკანოიძემ დეპოლარიზაციასა და ამ კონტექსტში ხელისუფლების ენაზე ისაუბრა. მან პაპუაშვილს მიმართა, რომ როდესაც ოპოზიციის საუბარი არ მოსწონს, უმრავლესობიდან თავის კოლეგებსაც მიუთითოს.

„ყველას მივმართავ და მათ შორის თქვენც, ბატონო შალვა - როდესაც დეპოლარიზაციაზე ვსაუბრობთ და ოპოზიციიდან კოლეგის საუბარი არ მოგწონთ, ვფიქრობ, ამაზე გუნდის წევრსაც შეგიძლიათ მიუთითოთ - რამდენიმე წუთის წინ ამ დარბაზში მძიმე ეპითეტები მოვისმინეთ კოლეგების მიმართ. ამიტომ, სამართლიანობა მოითხოვს, აღვნიშნო, რომ დეპოლარიზაციის კონტექსტში, ყველაზე უფრო ზიზღის შემცველი მთელი ამ პერიოდის განმავლობაში სახელისუფლებო ენა იყო, მათ შორის ოპოზიციას მიმართ. ამიტომ, როდესაც დეპოლარიზაციის კონტექსტში ოპოზიციას ენა არ მოგწონთ, თქვენივე კოლეგას უნდა მიუთითოთ“,- განაცხადა დეკანოიძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა