აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, დავით გაბაიძემ მუსლიმ მრევლს ყურბან-ბაირამის დღესასწაული მიულოცა

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, დავით გაბაიძემ მუსლიმ მრევლს უდიდესი საღვთო დღესასწაული - ყურბან-ბაირამი მიულოცა.

ინფორმაციას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე, ბათუმის ორთა ჯამეში, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძესთან და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად მივიდა და სადღესასწაულო ლოცვას დაესწრო.

ყურბან-ბაირამი მუსლიმანური სამყაროს უდიდესი დღესასწაულია. იგი მოძრავია და მარხვის დასრულებიდან 70-ე დღეს აღინიშნება. ამ დღეს მორწმუნეები ღმერთს პირუტყვს სწირავენ და ხორცს ქველმოქმედების მიზნით არიგებენ.

ოლექსი რეზნიკოვი - რუსეთი სინამდვილეში ქაღალდის ვეფხვია
ქართული პრესის მიმოხილვა 05.06.2025
კახა გოგოლაშვილი - ხელისუფლების მხრიდან საქმე გვაქვს ავტორიტარიზმის კონსოლიდაციასთან, მცდელობასთან, რომ ქვეყანაში დემოკრატია საბოლოოდ დასრულდეს და მოხდეს საქართველოს აზერბაიჯანიზაცია
„ვისოლის“ გათამაშებაში მეორე წყვილი ავტომობილი BMW X1 თბილისში მოიგეს
Heineken და „ზედაზენი“ - ახალი სტრატეგიული თანამშრომლობა საქართველოს ბაზარზე
თბილისში მასშტაბური საფეხბურთო ფორუმი ჩატარდება