ბადრი ჯაფარიძე - „ქართული ოცნების“ ლიდერების განცხადებები პირდაპირ წამახალისებელია ძალადობრივი აქტების - ეს ქმნის დიდ საფრთხეს, რომ შეიძლება ეს ყველაფერი გადაიზარდოს სამოქალაქო დაპირისპირებაში

„ქართული ოცნების“ ლიდერების განცხადებები პირდაპირ წამახალისებელია ძალადობრივი აქტების - ეს ქმნის ძალიან დიდ საფრთხეს, რომ შეიძლება ეს ყველაფერი გადაიზარდოს სამოქალაქო დაპირისპირებაში, - ამის შესახებ პარტია „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც გუშინ „ფორმულას“ ერთ-ერთ დამფუძნებელზე, მიშა მშვილდაძეზე და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სამეურნეო განყოფილების თანამშრომლის მიმართ განხორციელებულ ფიზიკურ თავდასხმასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას უპასუხა.

ჯაფარიძის თქმით, ყოველი ასეთი ქმედება საზოგადოების მხრიდან „ქართული ოცნებისთვის“ უკუშედეგს გამოიწვევს და აღნიშნავს, რომ ძალადობა ვერასოდეს გახდება ხელისუფლების შენარჩუნების საფუძველი ამ ქვეყანაში.

„ქართული ოცნების“ ლიდერების განცხადებები პირდაპირ წამახალისებელია ძალადობრივი აქტების. თვითონაც შეურაცხმყოფელ, აღვირახსნილ ტერმინოლოგიას იყენებენ ოპონენტების გასალანძღად, მათ დასამცირებლად. ეს ქმნის ძალიან დიდ საფრთხეს, რომ შეიძლება ეს ყველაფერი გადაიზარდოს სამოქალაქო დაპირისპირებაში, ამიტომ ჩვენ ყველანი წინ უნდა აღვუდგეთ „ქართული ოცნების“ ქვეყნის წინააღმდეგ მიმართულ მცდელობებს, რომ დათესოს ძალადობრივი ქმედებები, შეუწყნარებლობა განსხვავებული აზრის მიმართ. ამას ჩვენ უნდა დავუპირისპიროთ საზოგადოების ერთიანობა, საზოგადოების მობილიზაცია და ყველა, თითოეული ფაქტი უნდა ვამხილოთ, მაქსიმალურად გამოვიტანოთ სააშკარაოზე. ინფორმირებული უნდა იყოს ჩვენი საზოგადოება, ჩვენი მეგობრები. სამწუხაროდ, როგორც ჩანს, იმ დარჩენილ პერიოდში არჩევნებამდე, სანამ „ქართული ოცნება“ არის ხელისუფლებაში, მათ მხრიდან იქნება ეს მცდელობები საზოგადოების დაშინების, განსხვავებული აზრის გამო ადამიანების დევნის, მაგრამ ყველა ასეთი ქმედება „ქართული ონების“ მიერ და მის მიერ წახალისებული ძალადობრივი ჯგუფების მიერ, აუცილებლად გამოიწვევს პირიქით რეაქციას - სრულ წინააღმდეგობას საზოგადოების მხრიდან და მოიტანს უკუშედეგს „ქართული ოცნებისთვის“. ეს არის ცალსახა, იმიტომ, რომ ძალადობა ვერასოდეს ვერ გახდება ხელისუფლების შენარჩუნების საფუძველი ამ ქვეყანაში,“ - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

კახა გოგოლაშვილი - ხელისუფლების მხრიდან საქმე გვაქვს ავტორიტარიზმის კონსოლიდაციასთან, მცდელობასთან, რომ ქვეყანაში დემოკრატია საბოლოოდ დასრულდეს და მოხდეს საქართველოს აზერბაიჯანიზაცია
ქართული პრესის მიმოხილვა 05.06.2025
„ვისოლის“ გათამაშებაში მეორე წყვილი ავტომობილი BMW X1 თბილისში მოიგეს
Heineken და „ზედაზენი“ - ახალი სტრატეგიული თანამშრომლობა საქართველოს ბაზარზე
Samsung Bespoke AI - ინოვაციური ტექნოლოგიებით აღჭურვილი მაცივარი
STEAM Challenge Georgia - ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ისტორიის გაცოცხლება - „კარფური“ უნიკალურ პროექტს ახორციელებს
კომპანია PSP ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს (EUGBC) წევრი გახდა
სილქნეტი: „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ წლის დასაწყისიდან 48 ბენეფიციარს დახმარება გაუწია
„ვისოლ ჯგუფმა“ ერთ დღეში თბილისში 4 ამერიკული რესტორანი გახსნა
„საქკაბელის“ ციფრული ტრანსფორმაცია: ERP სისტემის დანერგვა BDO Digital-თან ერთად