პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსი ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარეს შეხვდა

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსი, ლელა ჯანაშვილი ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარეს, ნინო ზამბახიძეს და ასოციაციის დირექტორს თამარ თორდიას შეხვდა.

როგორც პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, შეხვედრას პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე, ოთარ ჩახუნაშვილი, მოადგილე, გელა გელაშვილი, უწყების სხვა თანამშრომლები და ფერმერთა ასოციაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

„ლელა ჯანაშვილმა სტუმრებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის მანდატი, ფუნქციები და საქმიანობა გააცნო. შეხვედრაზე საუბარი შეეხო კერძო სექტორში პერსონალური მონაცემების დამუშავების კუთხით არსებულ გამოწვევებს და იდენტიფიცირებულ პრობლემებს. ასევე, კომპანიების მხრიდან იმ ორგანიზაციული და ტექნიკური ზომების მიღების საკითხს, რომელიც მათ კანონმდებლობით აქვთ დაკისრებული, ხაზი გაესვა კერძო დაწესებულებებში მონაცემთა დაცვის კულტურის დანერგვის მნიშვნელობასაც.

ფერმერთა ასოციაციის ხელმძღვანელთან და სხვა წარმომადგენლებთან შეხვედრაზე დაიგეგმა სამომავლო თანამშრომლობის საკითხებიც. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური გამოთქვამს მზაობას, საკონსულტაციო რეჟიმში ასოციაციას სრული დახმარება გაუწიოს. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური მსგავს ფორმატში შეხვედრებს მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს”, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ოლექსი რეზნიკოვი - რუსეთი სინამდვილეში ქაღალდის ვეფხვია
ქართული პრესის მიმოხილვა 05.06.2025
კახა გოგოლაშვილი - ხელისუფლების მხრიდან საქმე გვაქვს ავტორიტარიზმის კონსოლიდაციასთან, მცდელობასთან, რომ ქვეყანაში დემოკრატია საბოლოოდ დასრულდეს და მოხდეს საქართველოს აზერბაიჯანიზაცია
„ვისოლის“ გათამაშებაში მეორე წყვილი ავტომობილი BMW X1 თბილისში მოიგეს
Heineken და „ზედაზენი“ - ახალი სტრატეგიული თანამშრომლობა საქართველოს ბაზარზე
Samsung Bespoke AI - ინოვაციური ტექნოლოგიებით აღჭურვილი მაცივარი
STEAM Challenge Georgia - ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ისტორიის გაცოცხლება - „კარფური“ უნიკალურ პროექტს ახორციელებს