პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დღეს პარლამენტს ყოველწლიური ანგარიშით მიმართავს. პრემიერის მოსმენა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართება.
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე იქნება დებატები და სიტყვით გამოსვლები.
რეგლამენტის გათვალისწინებით, პლენარულ სხდომაზე მისვლამდე, პრემიერმა პარლამენტს ყოველწლიურ მოხსენება წერილობითი ფორმით წარუდგინა.