საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაციის მხარდაჭერით, ლაშქრობის გლობალური პროექტი HIGHLANDER მეორედ ტარდება

20-22 ივლისს, მესტიაში, საერთაშორისო ლაშქრობის ფესტივალი Highlander Adventure Georgia გაიმართება.

ინფორმაციას ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, ლაშქრობა ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან პარტნიორობით, ევროკავშირის, შვედეთის, ავსტრიის, USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მხარდაჭერით, სვანეთის დანიშნულების მართვის ორგანიზაცია "დმო შან-ლანდის" მასპინძლობითა და HIGHLANDER Adventure Georgia-სთან თანამშრომლობით მოეწყობა.

სვანეთში დაგეგმილი ლაშქრობის შესახებ ორბეთში, სათიბეში, ღონისძიების წარდგენა და პრესკონფერენცია მოეწყო, სადაც მონაწილეობდა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე.

„ჩვენ მოხარულები ვართ, რომ უკვე მეორედ იმართება მასშტაბური პროექტი HIGHLANDER GEORGIA, რომელიც გრძელ დისტანციაზე ლაშქრობის გლობალური პროექტის ნაწილია და შესაძლებლობას გვაძლევს წარმოვაჩინოთ საქართველოს სათავგადასავლო ტურიზმის პოტენციალი. როგორც იცით პროექტში ჩართულია სხვადასხვა ქვეყანა, დონორი ორგანიზაცია, ლაშქრობაში ძალიან ბევრი უცხოელი იღებს მონაწილეობას, რაც ვფიქრობ ძალიან კარგი საშუალებაა ჩვენი რეგიონების, ტურისტული პროდუქტების, სალაშქრო ბილიკების პოპულარიზაციისთვის, წარმატებს ვუსურვებ პროექტს და მოვუწოდებ ყველას 20-22 ივლისს შევიკრიბოთ მესტიაში და მონაწილეობა მივიღოთ ლაშქრობაში“, - განაცხადა მაია ომიაძემ.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცნობით, პრეზენტაციის მიზანია ეკოლოგიურად სუფთა სათავგადასავლო ტურიზმის ფარგლებში პარტნიორების წვლილის ჩვენება და რეგისტრაციის მე-2 ტალღის წახალისება.

„ღონისძიების ფარგლებში სტუმრებს საშუალება ჰქონდათ მოესმინათ "ჰაილენდერის" შესახებ პრეზენტაცია, დასწრებოდნენ პრესკონფერენციას, დარეგისტრირებულიყვნენ "ჰაილენდერის" მთავარ ღონისძიებაზე და შემდეგ მონაწილეობა მიეღოთ მცირე ლაშქრობაში ორბეთში.

Highlander Adventure Georgia არის ლიცენზირებული საერთაშორისო ლაშქრობის ფესტივალი, ბილიკები საგულდაგულოდ არის შერჩეული ადგილობრივი გამყოლების მიერ, რათა უზრუნველყონ უნიკალური გამოცდილება მონაწილეებისთვის.

პროექტის პარტნიორები ასევე არიან: საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, მესტიის მუნიციპალიტეტი. მთის ტრასები სააგენტო, დანიშნულების მართვის ორგანიზაცია "შან-ლენდ", სპორტის, ტურიზმის და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდი, "პუმა", "სტეპენი", "ვორლდ კლასი", "ისთ ფოინთი", "ბილიკი", "ტერმინალი", "მარკეტერი", Spend 4 Seasons in Georgia. დამატებითი ინფორმაცია ბმულზე: https://highlanderadventure.com/en-us/svaneti“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ოლექსი რეზნიკოვი - რუსეთი სინამდვილეში ქაღალდის ვეფხვია
ქართული პრესის მიმოხილვა 05.06.2025
კახა გოგოლაშვილი - ხელისუფლების მხრიდან საქმე გვაქვს ავტორიტარიზმის კონსოლიდაციასთან, მცდელობასთან, რომ ქვეყანაში დემოკრატია საბოლოოდ დასრულდეს და მოხდეს საქართველოს აზერბაიჯანიზაცია
„ვისოლის“ გათამაშებაში მეორე წყვილი ავტომობილი BMW X1 თბილისში მოიგეს
Heineken და „ზედაზენი“ - ახალი სტრატეგიული თანამშრომლობა საქართველოს ბაზარზე
Samsung Bespoke AI - ინოვაციური ტექნოლოგიებით აღჭურვილი მაცივარი
STEAM Challenge Georgia - ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ისტორიის გაცოცხლება - „კარფური“ უნიკალურ პროექტს ახორციელებს