უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილე - ზელენსკი ნატო-ს ვილნიუსის სამიტზე არ წავა თუ ლიდერებს „სიმამაცის დეფიციტი” ექნებათ

ზელენსკი ნატო-ს ვილნიუსის სამიტზე არ წავა თუ ლიდერებს „სიმამაცის დეფიციტი” ექნებათ, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილემ და ზელენსკის დიპლომატიურმა მრჩეველმა, იგორ ჟოვკვამ Reuters-თან ინტერვიუში განაცხადა.

კითხვაზე პასუხისას თუ რა არის მინიმალური მოთხოვნები რათა ზელენსკი ვილნიუსში ნატო-ს სამიტს დაესწროს, ჟოვკვამ უკრაინის პრეზიდენტის უმაღლეს რადაში გამოსვლა მოიყვანა მაგალითად, რომელშიც ზელენსკი თანამედროვე მსოფლიოში სიმამაცის მნიშვნელობაზე საუბრობდა.

„პრეზიდენტი არ წავა… სამიტზე, თუ ლიდერები სიმამაცის დეფიციტის დემონსტრირებისკენ იქნებიან მიდრეკილნი ან ამის დემონსტრირებას მოახდენენ, მაშინ როდესაც უკრაინა მთელი სიმამაცით, ნებით, ძალით და მაღალი საბრძოლო სულისკვეთებით იბრძვის რუსული აგრესიის წინააღმდეგ“, - განაცხადა ჟოვკვამ.

ასევე, მან დაამატა, რომ უკრაინის პრეზიდენტს ვილნიუსის სამიტზე “წასასვლელად აზრი და დრო არ ექნება,” თუ იქ „შედეგი არ იქნება“.

ჟოვკვამ აღნიშნა, რომ უკრაინა ახლა უფრო ახლოს არის ალიანსში მოწვევის მიღებასთან, ვიდრე “ნახევარი წლის წინ”.

ვიტალი ბალა - რუსეთი სულაც არ არის დაუმარცხებელი და ისეთი საშიში, როგორც აქამდე ამერიკელებს და ევროპელების ნაწილს ეგონა
ისრაელის ელჩი - ჩვენი სტრატეგიაა, რომ „ჰამასმა“ ვეღარ გააკონტროლოს ღაზას სექტორი, რადგან ეს იმის გამეორებას გამოიწვევს, რაც უკვე გვინახავს - სამწუხაროდ, გაერო თანამშრომლობს „ჰამასთან“, Amnesty International-ი, Human Rights Watch-ი მუშაობს „ჰამასის“ სასარგებლოდ
ქართული პრესის მიმოხილვა 02.06.2025
„ერთად მეტი შეგვიძლია“ – „მაკდონალდს საქართველო“ McHappy Day-ს საქველმოქმედო კამპანიას იწყებს
„დომინოს“ 10 წლის იუბილე – გაარემონტე ერთი ამოსუნთქვით
BESPOKE AI WindFree™ - ჭკვიანი კონდიციონერები ინოვაციური გაგრილებით