ირაკლი ღარიბაშვილი - პანდემიის დროს მთავრობის ვალი 60%-ს გადასცილდა და წელს უკვე თითქმის 38%-მდე ჩამოვა, რაც ორი წლის განმავლობაში სერიოზული შედეგია

საკმაოდ ეფექტური ნაბიჯები გადავდგით ამ წლის დასაწყისში და შედეგად გვაქვს 1,5% ინფლაცია. მაისის თვეში ჩვენ გვქონდა 1,5% ინფლაცია და ჩვენი მოლოდინია, რომ წელს ინფლაცია დაგეგმილზე ნაკლები იქნება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში, წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, პანდემიის დროს მთავრობის ვალი 60%-ს გადასცილდა და წელს უკვე თითქმის 38%-მდე ჩამოვა, რაც ორი წლის განმავლობაში სერიოზული შედეგია.

„2021-2022 წლებში ფისკალური კონსოლიდაცია მოსალოდნელზე გაცილებით სწრაფი ტემპებით წარიმართა; ბიუჯეტის დეფიციტი 9.3 პროცენტიდან ჩამოვიდა 3.1 პროცენტამდე. რეკორდულად მცირე, 2-წლიან პერიოდში შემცირდა; მოგეხსენებათ ჩვენი ეკონომიკური თავისუფლების აქტით განსაზღვრული ლიმიტი 3 პროცენტია. წელს ბიუჯეტის დეფიციტი დაგეგმილია 2.8 პროცენტზე.

ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა, რაც იყო შარშან, ჯერ პანდემიის დროს, პოსტპანდემიურ პერიოდში, ომის დაწყებიდან, ეს იყო მაღალი ინფლაცია და ფასების ზრდა. ინფლაცია გამოწვევა იყო მთელი მსოფლიოსთვის და ჯერ კიდევ რჩება ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად. ინფლაციასთან საბრძოლველად რიგმა ძლიერმა ეკონომიკებმა სერიოზული ზომები მიიღეს. ჩვენც ანალოგიურად, საკმაოდ ეფექტური ნაბიჯები გადავდგით ამ წლის დასაწყისში და შედეგად გვაქვს 1,5% ინფლაცია. მაისის თვეში ჩვენ გვქონდა 1,5% ინფლაცია და ჩვენი მოლოდინია, რომ წელს ინფლაცია დაგეგმილზე ნაკლები იქნება. გასულ წელს მთავრობის ვალი ჩამოვიდა პანდემიამდელ დონეზე. ჩვენ ველით ვალის კლების ტენდენციის შენარჩუნებას. პანდემიის დროს მთავრობის ვალი 60%-ს გადასცილდა და წელს უკვე თითქმის 38%-მდე ჩამოვა, რაც ორი წლის განმავლობაში სერიოზული შედეგია. რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, შემცირდა შემოსავლების უთანასწორობაც; ე.წ ჯინის კოეფიციენტი ასევე ისტორიულ მინიმუმზეა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მაჩვენებელია, რადგან, მოგეხსენებათ, რაც უფრო დაბალია ჯინის კოეფიციენტი, მით უფრო თანაბრადაა გადანაწილებული საზოგადოებაში შემოსავალი“, - განაცხადა პრემიერმა.

ვიტალი ბალა - რუსეთი სულაც არ არის დაუმარცხებელი და ისეთი საშიში, როგორც აქამდე ამერიკელებს და ევროპელების ნაწილს ეგონა
ისრაელის ელჩი - ჩვენი სტრატეგიაა, რომ „ჰამასმა“ ვეღარ გააკონტროლოს ღაზას სექტორი, რადგან ეს იმის გამეორებას გამოიწვევს, რაც უკვე გვინახავს - სამწუხაროდ, გაერო თანამშრომლობს „ჰამასთან“, Amnesty International-ი, Human Rights Watch-ი მუშაობს „ჰამასის“ სასარგებლოდ
ქართული პრესის მიმოხილვა 02.06.2025
„ერთად მეტი შეგვიძლია“ – „მაკდონალდს საქართველო“ McHappy Day-ს საქველმოქმედო კამპანიას იწყებს
„დომინოს“ 10 წლის იუბილე – გაარემონტე ერთი ამოსუნთქვით
BESPOKE AI WindFree™ - ჭკვიანი კონდიციონერები ინოვაციური გაგრილებით