პარლამენტთან, სადაც სამოქალაქო აქტივისტები აქციას მართავენ, სავარაუდოდ, ორი პირი დააკავეს

პარლამენტთან, სადაც სამოქალაქო აქტივისტები აქციას მართავენ, სავარაუდოდ, ორი პირი დააკავეს. აღნიშნული პირები "ნაციონალური მოძრაობის" წევრები არიან. ისინი მას შემდეგ დააკავეს, რაც მათ აქციის სხვა მონაწილეებთან ერთად პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მისამართით კონკრეტული სიტყვის სკანდირება დაიწყეს.

მანამდე კი, აქციის მონაწილეებთან საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე სერგი ბზიშვილი სამართალდამცველებთან ერთად მივიდა და სთხოვა, კონკრეტული სიტყვის სკანდირება შეეწყვიტათ, რადგან, მისი შეფასებით, ის უცენზურო შინაარსისაა.

„იმ შინაარსის სიტყვები, რასაც აქციის მონაწილეები სკანდირებენ, არის შეურაცხმყოფელი. მოგმართავთ აქციის მონაწილეებს, დაიცავით კანონი, ჩვენ არ დავუშვებთ, რომ საზოგადოების შეკრების ადგილზე მსგავსი უცენზურო სიტყვები იყოს. გაფრთხილებთ ყველას!” - განაცხადა სერგი ბზიშვილმა.

მას შემდეგ რაც, აქციის მონაწილეებმა კითხვით მიმართეს საპატრულო პოლიციის ერთ-ერთ ხელმძღვანელ პირს, თუ რომელი სიტყვა იყო შეურაცხმყოფელი, სერგი ბზიშვილმა ასე უპასუხა: „მე იმ სიტყვას შეგნებულად არ გავიმეორებ. გაგაფრთხილეთ, რომ უცენზურო შინაარსის სიტყვები და რეპლიკები არ გამოხატოთ. მშვიდობიანად და ყოველგვარი კანონის დარღვევის გარეშე ჩაატარეთ აქცია… მაგ სიტყვებს არ გავიმეორებ”, - განაცხადა სერგი ბზიშვილმა.

„ყაველაშვილი რომ გვაგინებს არაა ცენზურა?“ „უკაცრავად, მარტო პრემიერს ჰქვია ირაკლი?” - მიმართეს აქციის მონაწილეებმა სერგი ბზიშვილს.

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x

ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„ხალიკ ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში