თემურ ჯანაშია პრემიერს - უკვე, მეორედ გისვამთ შეკითხვას - პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის 2013 წლის განკარგულებებს სდსს-თვის თანხის გამოყოფის თაობაზე, „გრიფს“ რატომ არ ხსნით?

უკვე, მეორედ გისვამთ შეკითხვას - პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის 2013 წლის განკარგულებებს სდსს-თვის თანხის გამოყოფის თაობაზე, „გრიფს“ რატომ არ ხსნით? - ამ კითხვით „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა თეიმურაზ ჯანაშიამ პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს მიმართა, რომელმაც პარლამენტში წლიური ანგარიში წარადგინა.

ჯანაშიას თქმით, „ქართული ოცნების“ მთავრობის პირობებში პრეზიდენტის მიერ გაწეულ ზუსტად ამავე ტიპის ხარჯების ამსახველ დოკუმენტაციას "გრიფს" არ ხსნიან.

„ძალიან კონკრეტული საკითხია და კონკრეტულ პასუხს ვითხოვ. მოგეხსენებათ, პრეზიდენტს პოლიტიკურად დევნით პიჯაკების შეძენის გამო, ბაიდენის გამასპინძლების გამო, ამ ყველაფერს არ ჩამოვთვლი, ძირითადად, წარმომადგენლობითი ხარჯებია. ამის პარალელურად „გრიფს“ არ ხსნით „ქართული ოცნების“ მთავრობის პირობებში პრეზიდენტის მიერ გაწეულ ზუსტად ამავე ტიპის ხარჯების ამსახველ დოკუმენტაციას, არათუ „გრიფს“ არ ხსნით, საიდუმლოდ ყოფნის ვადასაც აგრძელებთ. შეგახსენებთ, რომ 2013 წელს არის ესენი გაცემული და წელს, უკვე მესამედ მოგიწევთ ამ დოკუმენტებზე „გრიფის“ გახანგრძლივება. ვთვლი, ამ დოკუმენტს საზოგადოებას თუ ვაჩვენებთ, აბსოლუტურად ჩამოიშლება ეს ბრალდება და ყველა ნახავს იმ პოლიტიკური დევნის ნათელ მაგალითს, რაც მიხეილ სააკაშვილზე მიმდინარეობს“, - განაცხადა ჯანაშიამ.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს