გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტს ეპაგის პროექტის - „დემოკრატიის საყრდენი“ მონაწილეები ესტუმრნენ

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის კრიმინალისტიკის ლაბორატორიას აშშ-ს მთავრობის გაცვლითი პროგრამების საქართველოს მონაწილეთა ასოციაციის (EPAG) პროექტის - „დემოკრატიის საყრდენი“ მონაწილეები ეწვივნენ.

ინფორმაციას გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ეპაგმა პროგრამისათვის 25 სტუდენტი შეარჩია, მათ შორის, 5 გრუნიდან.

„პროგრამის მიზანია ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს, დემოკრატიის, სახელმწიფოს ფუნქციონირების პრინციპებისა და ადამიანის უფლებების შესახებ სტუდენტთა ცნობიერების ამაღლება, რაც მათ აქტიურ მოქალაქეებად ჩამოყალიბებასა და კარიერულ განვითარებაში დაეხმარება.

პროგრამის ფარგლებში, თბილისის სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტების საბაკალავრო საფეხურის სტუდენტებისთვის ტრენინგი ჩატარდა და მათ ნაფიც მსაჯულთა იმიტირებულ სასამართლო პროცესში მონაწილეობის უნიკალური შანსი მიეცემათ.

სტუდენტები, ასევე, გადამზადდებიან თანასწორ-განმანათლებლებად და საქართველოს მასშტაბით მდებარე ამერიკულ სივრცეებში, EPAG-ის წევრებთან ერთად, ჩაატარებენ პრეზენტაციებს ადამიანის უფლებების, სამოქალაქო განათლებისა და პოზიტიური მოქალაქეობის შესახებ. სტუდენტთა მოსამზადებელ ტრენინგებს სამართლის სფეროში მოღვაწე პროფესიონალები გაუძღვებიან.

პროგრამა გრუნის კრიმინალისტიკის ლაბორატორიაში სტუმრობას ითვალისწინებდა. ვიზიტის ფარგლებში, ლაბორატორიის ხელმძღვანელმა, პროფესორმა, გია დეკანოზიშვილმა მონაწილეებს სასწავლო გარემო დაათვალიერებინა და კრიმინალისტიკის, როგორც მეცნიერების, შესახებ ლექცია ჩაატარა. მან კრიმინალისტიკის ტექნიკის, საგამოძიებო ტაქტიკისა და დანაშაულის გამოძიების მეთოდიკის თაობაზე ისაუბრა.

შეხვედრას სტრატეგიული განვითარებისა და მარკეტინგული კვლევის სამსახურის უფროსი მერი ლომია, სამართლის სკოლის დეკანის მოადგილე ქეთევან გაბრიჭიძე, რექტორის მრჩეველი, ეპაგის აღმასრულებელი საბჭოს წევრი ანა აბესაძე, ასოციაციის ბორდის წევრი და პროგრამის ასისტენტი, მარიამ ონიანი ესწრებოდნენ. უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა მონაწილეებს პროგრამაში გამარჯვება მიულოცეს და წარმატებები უსურვეს.

პროგრამის ფარგლებში გაიმართება კონფერენცია, რომელსაც 2023 წლის 13 ივლისს კვლავ გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი უმასპინძლებს,“ - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - ოპოზიციურად განწყობილმა ელექტორატმა არ უნდა თქვას უარი არჩევნებში მონაწილეობაზე, რადგან არჩევნებში არ მონაწილეობა პოლიტიკურ ბრძოლაზე უარის თქმას ნიშნავს
სოფიო ხორგუანი - საქართველოს ხალხმა უნდა დავიჯეროთ, რომ ჩვენი სამშობლოსთვის თანამედროვე სახელმწიფოს აშენება შეგვიძლია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.06.2025
„მაკდონალდსის“ 27-ე ახალი რესტორანი გაიხსნა
Homer-მა შენობაში, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, სათავო ოფისი გახსნა და ახალი საცხოვრებელი პროექტი წარადგინა
ყაზახეთი-საქართველოს ბიზნეს ფორუმი 2025 ჩატარდა
ბუნებასთან ჰარმონიაში - საგურამოსთან ახლოს სააგარაკე დასახლება „შინვუდი“ შენდება