პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრა გამართა

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ინფორმაციით, შეხვედრა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსმა ლელა ჯანაშვილმა, გაეროს განვითარების პროგრამის დემოკრატიული მმართველობის გუნდის ხელმძღვანელმა გიგი ბრეგაძემ და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ შოთა რეხვიაშვილმა გახსნეს.

„ღონისძიება ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით გაიმართა.

ლელა ჯანაშვილმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ფუნქციებისა და საქმიანობის შესახებ ისაუბრა, ხაზი გაუსვა პერსონალურ მონაცემთა დაცვის კუთხით საზოგადოების ცნობიერების ამაღლების აუცილებლობას და ეთნიკური უმცირესობების საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებთან სამომავლო თანამშრომლობის მნიშვნელობას.

ღონისძიებაზე სამსახურის წარმომადგენლებმა დამსწრე აუდიტორიას დეტალურად მიაწოდეს ინფორმაცია ისეთ საკითხებზე, როგორიცაა, მონაცემთა დამუშავების სამართლებრივი საფუძვლები, მონაცემთა დამუშავების პრინციპები, მონაცემთა უსაფრთხოება, მონაცემთა სუბიექტის უფლებები, შრომითი ურთიერთობის ფარგლებში მონაცემების დამუშავება და ა.შ. გაუზიარეს კონკრეტული პრაქტიკული შემთხვევებიც.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა დამსწრე საზოგადოებას მიზნობრივ აუდიტორიასთან გასავრცელებლად საინფორმაციო ბუკლეტებიც გადასცა, რომელიც ეთნიკური უმცირესობების (სომხურ და აზერბაიჯანულ) ენებზე ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით დაიბეჭდა.

მიღებული ცოდნა ადამიანის უფლებების საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციებს დაეხმარება შემდგომი საქმიანობის პროცესში უზრუნველყონ პერსონალური მონაცემების მარეგულირებელი კანონმდებლობის სავარაუდო დარღვევის ფაქტების გამოვლენა და პრევენცია.

შეხვედრის მონაწილეებმა დასვეს კითხვები და გამოთქვეს მოსაზრებები მათთვის აქტუალურ საკითხებზე. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური მსგავს ფორმატში შეხვედრებს მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - ოპოზიციურად განწყობილმა ელექტორატმა არ უნდა თქვას უარი არჩევნებში მონაწილეობაზე, რადგან არჩევნებში არ მონაწილეობა პოლიტიკურ ბრძოლაზე უარის თქმას ნიშნავს
სოფიო ხორგუანი - საქართველოს ხალხმა უნდა დავიჯეროთ, რომ ჩვენი სამშობლოსთვის თანამედროვე სახელმწიფოს აშენება შეგვიძლია
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში
„მაკდონალდსის“ 27-ე ახალი რესტორანი გაიხსნა
Homer-მა შენობაში, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, სათავო ოფისი გახსნა და ახალი საცხოვრებელი პროექტი წარადგინა
ყაზახეთი-საქართველოს ბიზნეს ფორუმი 2025 ჩატარდა
ბუნებასთან ჰარმონიაში - საგურამოსთან ახლოს სააგარაკე დასახლება „შინვუდი“ შენდება