საკრებულოს თავმჯდომარე საბა ბუაძეს  - ეტყობა, ბატონო საბა, პრემიერის გამოსვლა ძალიან მოგხვდათ გულზე, რადგან საუბარი სიმართლეზეა

ეტყობა, ბატონო საბა, პრემიერის გამოსვლა ძალიან მოგხვდათ გულზე, რადგან საუბარი სიმართლეზეა, - ასე მიმართა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძემ საკრებულოში პარტია“ლელოს” წარმომადგენელს, საბა ბუაძეს, მისი სიტყვით გამოსვლის დროს.

როგორც გიორგი ტყემალაძემ აღნიშნა, დღეს პარლამენტში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ანგარიშის წარდგენა ოპოზიციონერებს არ ესიამოვნათ, რადგან სიმართლეს უსმენდნენ.

“საბა, მიკროფონს გაგითიშავთ! როგორც კი ნებისმიერი წევრი კორექტულობას გადადის, მე ვთხოვ, რომ შეინარჩუნონ სიმშვიდე, მაგრამ თქვენგან ყოველთვის შეძახილებს ვიღებთ. ნუ გექნებათ მოლოდინი, რომ ადამიანებს შეურაცხყოფას მიაყენებთ და ამას ჩვენ მოვუსმენთ. ბევრი რამ არ მოგვწონს და გისმენთ, მაგრამ როგორც კი უზრდელობაზე გადახვალთ, ასე არ იქნება. ეტყობა, ბატონო საბა, პრემიერის გამოსვლა ძალიან მოგხვდათ გულზე, რადგან საუბარი სიმართლეზეა”, - აღნიშნა გიორგი ტყემალაძემ.

რაც შეეხება საბა ბუაძის სიტყვით გამოსვლას, მან პრემიერის ანგარიშის წარდგენას სამარცხვინო, ხოლო თავად პრემიერ-მინისტრს თანამდებობისთვის შეუფერებელი უწოდა.

როგორც საბა ბუაძემ აღნიშნა, “ქართულ ოცნებას” ძალადობრივი პოლიტიკა” აქვს, რომლის სულისჩამდგმელიც ირაკლი ღარიბაშვილია.

“დღეს მინდოდა მხოლოდმუნიციპალური საკითხებით შემოვფარგლულიყავი, სანამ სამარცხვინო პრემიერ-მინისტრის განცხადებას მოვისმენდი. თანამდებობისთვის შეუფერებელი და აღზევებული ადამიანია. ეს სრულიად სამარცხვინო განცხადება იყო. მესმის, რომ არ მოგწონთ, მაგრამ ამის მოსმენა მოგიწევთ.

ყველაზე კრიზისულპირობებში, როცა ქვეყნის სამშვიდობოზე გასასვლელად განსაკუთრებული ნაბიჯებია საჭირო, ჩვენ გვყავს პრემიერ-მინისტრი, რომელმაც რეალობას აცდენილი მოხსენება წარმოადგინა. რამდენიმე დღის წინ ევროკომისარ ვარჰეის შეფასება მოვისმინეთ, რომ საქართველოში 12 რეკომენდაციიდან მხოლოდ 3 პუნქტი ჩაითვალა შესრულებულად. ის ძალადობრივი კამპანია, რომელიც მიმდინარეობს, “ქართული ოცნების” საბოტაჟის ნაწილია, ხოლო თავად საბოტაჟის სულისჩამდგმელი ირაკლი ღარიბაშვილია”, - განაცხადა საბა ბუაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 14 დეკემბერს პარლამენტის ეზო და შემოგარენი გადაჭედილი იქნება საპატრულო პოლიციით და რობოკოპებით, მაგრამ, ძალოვნები იქნებიან თუ არა აგრესიულები, ეს იქნება გადამწყვეტი
ქართული პრესის მიმოხილვა 12.12.2024
„ბიბლუსში“ საახალწლო კოლექციაზე 50%-იანი ფასდაკლება დაიწყო
როგორ შეიძლება კრიპტოს ყიდვა ყველაზე მარტივად დამწყებთათვის? - საბანკო ბარათის გამოყენებით
“თეთრმა კვადრატმა” მონაწილეობა მიიღო ვაშინგტონში გამართულ კონფერენციაში, ამერიკა-საქართველოს ბიზნეს ურთიერთობების გაღრმავების მიზნით
დიდი საახალწლო შეთავაზებები, დაბალი საახალწლო ფასები - „კარფური“ გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს
კახა ოქრიაშვილი - ყაველაშვილი არის დე-ფაქტო, არალეგიტიმური „პრეზიდენტის პოსტზე“ დანიშვნის პროცესში, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს სჭირდება და წაართვეს პირდაპირი საპრეზიდენტო არჩევნები!
Samsung-ის საახალწლო ფასდაკლებები დაიწყო - აჩუქე ის, რაც სულ ემახსოვრება
Skillwill – პირველი ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმა, რომელსაც სახელმწიფომ სრული აღიარება მიანიჭა