კასპში, „ნაციონალური მოძრაობის“ შეხვედრების დროს მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება დაიწყო

კასპში, „ნაციონალური მოძრაობის“ შეხვედრების დროს მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.

კერძოდ, როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება 126-ე (ძალადობა) და 187-ე (ნივთის დაზიანება ან განადგურება) მუხლებით მიმდინარეობს.

ცნობისთვის, კასპში, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი დღეს მოსახლეობას ხვდებოდა, ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა.

„ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.

„ავტომობილი დაგვილეწეს, ქვებს ისროდნენ. ჩვენ ვსაუბრობთ საპენსიო ასაკის დაწევაზე, ესენი ქვებს ისვრიან. ჟურნალისტურ საქმიანობაში გიშლიან ხელს, თავს გესხმიან. მართლა ბოლო ჟამი აქვს რუსულ ოცნებას, სრული ისტერიკა აქვთ. „ზონდერები“ კი არ არიან, სუს-ის „ნასედკები“ არიან“, - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა „მთავარ არხთან“.

ოლექსი რეზნიკოვი - რუსეთი სინამდვილეში ქაღალდის ვეფხვია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.06.2025
დავით გეფერიძე - აფხაზეთში საერთაშორისო ფრენების განხორციელება ეწინააღმდეგება საერთაშორისო საჰაერო სამართლის ძირითად პრინციპებსა და ნორმებს, თან მგზავრებისთვის საფრთხის შემცველიცაა
თბილისში მასშტაბური საფეხბურთო ფორუმი ჩატარდება