თამარ კორძაია პრემიერს - ჩემი თხოვნაა, დადგეთ სტატუსის სიმაღლეზე, გადააბიჯოთ საკუთარ თავს და პარლამენტის ტრიბუნიდან თქვათ: „ადამიანს, რომელიც პრემიერს სიტყვით თავს დაესხმება - ეს არის სიტყვის თავისუფლება, რაც დაცული უნდა იყოს და არ გაეკაროს არცერთი პოლიციელი“

ჩემი თხოვნაა, დადგეთ თქვენი სტატუსის სიმაღლეზე, გადააბიჯოთ საკუთარ თავს, პარლამენტის ტრიბუნიდან გამოხვიდეთ და თქვათ, რომ ნებისმიერი ახალგაზრდა, ნებისმიერი ადამიანი, რომელიც პერსონალურად პრემიერ-მინისტრს ვერბალურად, სიტყვით თავს დაესხმება - იქნება ეს ცარიელი ფურცელი თუ სხვა გამონათქვამი - ეს არის სიტყვის თავისუფლება, უნდა იყოს დაცული და არ გაეკაროს არცერთი პოლიციელი, - ამ მოწოდებით მიმართა პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს პარლამენტის ოპოზიციონერმა წევრმა თამარ კორძაიამ.

როგორც კორძაიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სწორედ ეს იქნება პრემიერის რეალური გამოსვლა ძალადობის წინააღმდეგ.

“ის რაც დღეს კასპში ხდება თუ არ გაგონებთ იმას, რაც 2011 წელს ხდებოდა, ძალიან ვწუხვარ. 2011 წელს საზოგადოება თქვენს მხარეს იყო, რადგან ძალადობა არ მოსწონდა. დღეს იგივე ხდება და თქვენ ამ ძალადობას ამ ტრიბუნიდან ახალისებთ.

თქვენ ამბობთ, რომ ძალადობას ემიჯნებით - გამიჯვნა არის სხვა! თქვენ ამბობთ, რომ უნდა დაგმოთ ძალადობა, მაგრამ მომავალში დაგმობა არა! ჩემი თხოვნაა, დადგეთ თქვენი სტატუსის სიმაღლეზე, გადააბიჯოთ საკუთარ თავს, პარლამენტის ტრიბუნიდან გამოხვიდეთ და თქვათ, რომ ნებისმიერი ახალგაზრდა, ნებისმიერი ადამიანი, რომელიც პერსონალურად პრემიერ-მინისტრს ვერბალურად, სიტყვით თავს დაესხმება - იქნება ეს ცარიელი ფურცელი თუ სხვა გამონათქვამი - ეს არის სიტყვის თავისუფლება, უნდა იყოს დაცული და არ გაეკაროს არცერთი პოლიციელი“, - მიმართა კორძაიამ ირაკლი ღარიბაშვილს.

ოლექსი რეზნიკოვი - რუსეთი სინამდვილეში ქაღალდის ვეფხვია
ქართული პრესის მიმოხილვა 05.06.2025
კახა გოგოლაშვილი - ხელისუფლების მხრიდან საქმე გვაქვს ავტორიტარიზმის კონსოლიდაციასთან, მცდელობასთან, რომ ქვეყანაში დემოკრატია საბოლოოდ დასრულდეს და მოხდეს საქართველოს აზერბაიჯანიზაცია
„ვისოლის“ გათამაშებაში მეორე წყვილი ავტომობილი BMW X1 თბილისში მოიგეს
Heineken და „ზედაზენი“ - ახალი სტრატეგიული თანამშრომლობა საქართველოს ბაზარზე
თბილისში მასშტაბური საფეხბურთო ფორუმი ჩატარდება