პრეზიდენტი - ძალადობა არის შიშის და სისუსტის პირველი ნიშანი - არ შეიძლება გავუსწორდეთ ერთმანეთს, არ შეიძლება ვერ მოისმინო სხვისი კრიტიკა - თუ ვერ მოისმენ, გაატარე!

ერთ-ერთი სერიოზული გამოწვევაა ის, რაც დღევანდელ დღეს ხდება - ძალადობა არის პირველი ნიშანი შიშის და სისუსტის, - ამის შესახებ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მედიასთან შეხვედრისას ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებზე დასმული შეკითხვის პასუხად განაცხადა.

მისი თქმით, ეს არის გამოწვევა იდენტობის წინააღმდეგ.

„ერთ-ერთი სერიოზული გამოწვევაა ის, რაც დღევანდელ დღეს ხდება. მინდა გამოვეხმაურო ამ საკითხს, რომ ყოველივე ძალადობა არის სრულიად მიუღებელი, როცა ქვეყანას, როგორც ახსენეთ, გააჩნია ევროპული წარსული, ტოლერანტობის თავის უძველესი ტრადიცია და ევროპული მომავალი, რისიც მჯერა და ამაში ვერავინ, ვერანაირ ეჭვს ვერ შეიტანს. ამიტომ მიმაჩნია, რომ ეს არის ჩვენთვის გლობალურად უკადრისი საქციელი. არ შეიძლება ამ ფორმით გავუსწორდეთ ერთმანეთს, არ შეიძლება ერთიმეორეს აუტანლობა, არ შეიძლება ვერ მოისმინო სხვისი კრიტიკა, ზოგჯერ მძაფრი, ზოგჯერ გაუმართლებელი, ზოგჯერ უხეში, მაგრამ მოსმენა ყოველთვის შეიძლება, ან გატარება, ამიტომ გაატარე თუ ვერ მოისმენ. ეს არის გამოწვევა ჩვენი ქართველობის, ჩვენი იდენტობის წინააღმდეგ, ბევრს მოაქვს თავი, რომ კულტურას წარმოადგენენ. კულტურა საქართველოსი იყო ზრდილობა და უნდა იყოს ზრდილობა, ამით მოვედით აქამდე, რომ შეგვეძლო ეს ზრდილობა, თუნდაც ზოგჯერ მტერთან როცა იყო ქვეყანაში. ეს ყველაფერი არის ჩვენი ძალა. ძალადობა არის პირველი ნიშანი შიშის და სისუსტის“,- განაცხადა ზურაბიშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - ოპოზიციურად განწყობილმა ელექტორატმა არ უნდა თქვას უარი არჩევნებში მონაწილეობაზე, რადგან არჩევნებში არ მონაწილეობა პოლიტიკურ ბრძოლაზე უარის თქმას ნიშნავს
დავით გეფერიძე - აფხაზეთში საერთაშორისო ფრენების განხორციელება ეწინააღმდეგება საერთაშორისო საჰაერო სამართლის ძირითად პრინციპებსა და ნორმებს, თან მგზავრებისთვის საფრთხის შემცველიცაა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.06.2025
„მაკდონალდსის“ 27-ე ახალი რესტორანი გაიხსნა
Homer-მა შენობაში, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, სათავო ოფისი გახსნა და ახალი საცხოვრებელი პროექტი წარადგინა
ყაზახეთი-საქართველოს ბიზნეს ფორუმი 2025 ჩატარდა
ბუნებასთან ჰარმონიაში - საგურამოსთან ახლოს სააგარაკე დასახლება „შინვუდი“ შენდება