პრეზიდენტი - დღეს აქცენტი კეთდება ევროინტეგრაციაზე, რადგან აქ არის რეალური ფანჯარა, რაც უკრაინის ბრძოლის ფასად გაიხსნა, ეს ფანჯარა არ უნდა გავუშვათ ხელიდან - ნატო-სთან ასეთივე ფანჯარა დღეს ჩვენთვის არ არსებობს

ჩვენთვის მნიშვნელოვანი მომენტია, არავის დაავიწყდეს, რომ როდესაც ევროინტეგრაციაზე ვლაპარაკობთ, ეს ასევე გულისხმობს ნატო-ში ინტეგრაციას - მანამდე უნდა ვიაროთ გზაზე, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის, შიდა სტაბილურობისთვის საჭიროა და ბოლო მიზნამდე მიგვიყვანს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა თბილისის ქალთა საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში მედიასთან შეხვედრისას ნატო-ს სამიტთან დაკავშირებით მოლოდინებზე საუბრისას განაცხადა.

როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, ბუნებრივია, რომ დღეს აქცენტი ევროინტეგრაციაზე კეთდება, რადგან რეალური ფანჯარა აქაა, „ნატო-სთან კი ასეთივე ფანჯარა დღეს ჩვენთვის არ არსებობს“.

„დღეს აქცენტი კეთდება ევროინტეგრაციაზე და ეს ბუნებრივია, რადგან აქ არის რეალური ფანჯარა, რაც უკრაინის ბრძოლის ფასად გაიხსნა. ეს ფანჯარა არ უნდა გავუშვათ ხელიდან. ნატო-სთან ასეთივე ფანჯარა დღეს ჩვენთვის არ არსებობს. [ეს ფანჯარა] არსებობს უკრაინისთვის, რამეთუ იქ დღეს ლაპარაკია მათი უსაფრთხოების გარანტიებზე გამომდინარე სწორედ ამ ბრძოლიდან და მათ მიერ მიღწეული შედეგებიდან, რაც არის დღეს ნაწილობრივი გამარჯვება და მიდის გამარჯვებისკენ. ეს დაიმსახურეს. ჩვენთვის მნიშვნელოვანი მომენტია ის, რომ იქაც არ ჩამოვრჩეთ ბოლომდე და რომ არავის დაავიწყდეს, რომ ევროინტეგრაციაზე რომ ვლაპარაკობთ, ეს ასევე გულისხმობს ნატო-ში ინტეგრაციას, რადგან ევროპას ჯარი არ გააჩნია, ევროპა არის შექმნილი მშვიდობისთვის, ეკონომიკური განვითარებისთვის და თავისუფლებისთვის. ის არ არის შექმნილი იმისთვის, რომ ძლიერი დაცვის ორგანიზაცია იყოს. თუმცა ესეც ნელ-ნელა იცვლება და ნაბიჯი, რაც ევროპას აქამდე არ გადაუდგამს, რომ დაცვის რეჟიმში გადავიდეს, ასევე მოსალოდნელია. ყოველ შემთხვევაში, ნატო იქნება მთავარი ორგანიზაცია ევროპაში, საიდანაც შეიძლება უსაფრთხოება მივიღოთ. მთავრობა თავს იწონებს იმით, რომ მშვიდობას დაუმსახურებს ქვეყანას და თავის მოქალაქეებს - ერთადერთი რეალური მშვიდობა და უსაფრთხოება არის საბოლოო გაერთიანება ევროკავშირსა და ნატო-ში. იქ არის მშვიდობა, უსაფრთხოება. მანამდე უნდა ვიაროთ გზაზე, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის, შიდა სტაბილურობისთვის საჭიროა და ბოლო მიზნამდე მიგვიყვანს“, განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - ოპოზიციურად განწყობილმა ელექტორატმა არ უნდა თქვას უარი არჩევნებში მონაწილეობაზე, რადგან არჩევნებში არ მონაწილეობა პოლიტიკურ ბრძოლაზე უარის თქმას ნიშნავს
დავით გეფერიძე - აფხაზეთში საერთაშორისო ფრენების განხორციელება ეწინააღმდეგება საერთაშორისო საჰაერო სამართლის ძირითად პრინციპებსა და ნორმებს, თან მგზავრებისთვის საფრთხის შემცველიცაა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.06.2025
„მაკდონალდსის“ 27-ე ახალი რესტორანი გაიხსნა
Homer-მა შენობაში, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, სათავო ოფისი გახსნა და ახალი საცხოვრებელი პროექტი წარადგინა
ყაზახეთი-საქართველოს ბიზნეს ფორუმი 2025 ჩატარდა
ბუნებასთან ჰარმონიაში - საგურამოსთან ახლოს სააგარაკე დასახლება „შინვუდი“ შენდება