ლევან შენგელია - სრულიად უმართავი პროცესები არც ხელისუფლებას უნდა აწყობდეს, მაგრამ ზღვარი ძნელი დასადგენია, ამაში ბევრი ხელისუფლება შემცდარა და ეს  ცუდად დამთავრებულა არა მხოლოდ მათთვის, მთელი ქვეყნისთვის

საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ ანთროპოლოგს, საქართველოს პარლამენტის მე-4 მოწვევის დეპუტატს, ლევან შენგელიას ესაუბრა.

- ბატონო ლევან, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის პარლამენტში გაკეთებული ანგარიშის, შემდეგ ანგარიშის ირგვლივ გამართულ დებატებსა და კამათზე გვინდა გესაუბროთ.

ამ თემებზე უამრავი მოსაზრება კი გამოითქვა, მაგრამ, ალბათ დამეთანხმებით, რომ ამ საკითხებზე კიდევ დიდხანს იმსჯელებს საზოგადოება.

პირდაპირ ვიტყვი, ინტერესით ვუსმენდი პრემიერის ანგარიშს. ბევრი რამ, რაც გაკეთებულ საქმეებს ეხებოდა, შეუძლებელია არ გამხარებოდა. მართალია, შემდეგ გაირკვა, რომ არა ახალი 250 ათასი სამუშაო ადგილი, არამედ 66 ათასი სამუშაო ადგილი შექმნილა, ისიც, როგორც ბევრი ამტკიცებს იმის გამო, რომ რუსმა „ტურისტებმა“ დაიწყეს აქტიურად ქვეყანაში სხვადასხვა სფეროებში დამკვიდრება.

არადა, ეს ყველაფერი ხდება იმის ფონზე, როცა საკმაოდ მაღალია იმათი რიცხვი, ვინც ქვეყნიდან მიდის. 10%-იანი ეკონომიკური ზრდა, რითაც თავს იწონებს ხელისუფლება სამომხმარებლო კალათის ფასებს არ ეტყობა. არც ხელფასები გაზრდილა, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენივე სახ.სტატი ირწმუნება, რომ ამ კუთხით ვითარება გაუმჯობესებულია.

დარჩა შთაბეჭდილება, რომ პარლამენტში გამართული დებატები ხელისუფლებისა და ოპოზიციის პროპაგანდისტული გზავნილების ომს დაემსგავსა.

„ინტერპრესნიუსთან“ წინა ინტერვიუში გაქვთ ნათქვამი - „პროცესი იმდენად ღრმად არის წასული და იმდენად აშკარაა თავის ყველა გამოვლინებაში, რომ გაოცების და მოულოდნელობის ადგილს აღარ ტოვებს.“ ჩვენს შიდა პროცესებზე იგივე აზრის ხართ? თუ კი, რატომ?

- დიახ, იგივე აზრის ვარ იმიტომ, რომ როგორც თქვენ სწორად აღნიშნეთ, საპარლამენტო დებატებიც და მთლიანად შიდაპოლიტიკური პროცესი მხოლოდ პროპაგანდისტული გზავნილების ომად გადაიქცა. ეს პროპაგანდა ისეთ ფაზაშია შესული, რომ ადგილი აღარ რჩება ობიექტური მსჯელობისთვის, მშვიდი ანალიზისთვის.

პოლიტიკურმა კლასმა „მოახერხა“ და ისეთ მდგომარეობაში ამყოფებს მოსახლეობას, რომ არგუმენტების მაგივრად დარჩა მხოლოდ ყვირილი, აგრესია, ზიზღი. მმართველმა ძალამ მიაგნო საზოგადოების ზომბირების ეფექტიან ფორმებს. ფორმულას „აბა, ომი გინდათ?!“

პოლიტიკურმა კლასმა „მოახერხა“ და ისეთ მდგომარეობაში ამყოფებს მოსახლეობას, რომ არგუმენტების მაგივრად დარჩა მხოლოდ ყვირილი, აგრესია, ზიზღი. მმართველმა ძალამ მიაგნო საზოგადოების ზომბირების ეფექტიან ფორმებს. ფორმულა „აბა, ომი გინდათ?!“

ამ პროცესის ნამდვილ შინაარსს გამოხატავს აი, რატომ - ის მარტივი ჭეშმარიტება, რომ უსაფრთხოება, პროგრესი და კეთილდღეობა მხოლოდ ძალების უკიდურესი დაძაბვით, ეროვნული მიზნების გარშემო საზოგადოების კონსოლიდაციით და მობილიზებით, მაქსიმალურად აქტიური მოქმედებებით მიიღწევა რაც ხანდახან რისკსაც გულისხმობს, დღეს საკამათოდ გამხდარა.

საზოგადოების საკმაო ნაწილი დააჯერეს, რომ სრული უმოქმედობა, ერთგვარი თავის მომკვდარუნება, სიცოცხლის ნებისმიერ ნიშან-წყალზე უარის თქმა გადარჩენის ერთადერთი საშუალებაა, რომ სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე ნებისმიერი მოქმედება ქვეყნის მყისიერ ტოტალურ ფიზიკურ განადგურებას გამოიწვევს.

საზოგადოების საკმაო ნაწილი დააჯერეს, რომ სრული უმოქმედობა, ერთგვარი თავის მომკვდარუნება, სიცოცხლის ნებისმიერ ნიშან-წყალზე უარის თქმა გადარჩენის ერთადერთი საშუალებაა, რომ სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე ნებისმიერი მოქმედება ქვეყნის მყისიერ ტოტალურ ფიზიკურ განადგურებას გამოიწვევს

ხელისუფლების ამ სრულიად ნეგატიურ პოლიტიკას ოპოზიციამ დიდი ვერაფერი დაუპირისპირა. ისიც იგივე „ხალიჩაზეა“ და თვითონაც პროპაგანდით ცდილობს წინააღმდეგობის გაწევას.

- არადა, უკრაინა-რუსეთის ომის გამო იმდენად შეცვლილია მსოფლიო პოლიტიკა, მათ შორის ჩვენს ირგვლივ რეგიონში არსებული ვითარება, იყო მოლოდინი, რომ პრემიერის ანგარიში სწორედ იმ დღის წესრიგს შესთავაზებდა პოლიტიკურ კლასს, რაც, წესით საშინაო და საგარეო პოლიტიკის მთავარი თემები უნდა იყოს.

სამწუხაროდ, ამის მსგავსი არაფერი მომხდარა. ეგ კი არა, ევროკომისიამ გვითხრა, რომ 12 რეკომენდაციიდან მხოლოდ სამი გვაქვს შესრულებული, პრემიერმა კი თქვა, რომ 12 რეკომენდაციიდან 11 რეკომენდაცია შესრულებული გვაქვს.

დარჩენილი ერთი პუნქტი კი ეხება დეპოლარიზაციას, მაგრამ ამ პუნქტის შეუსრულებლობაში მან ოპოზიცია დაადანაშაულა, რომელსაც „განადგურებული და დეგრადირებული“ უწოდა. აქამდე ხელისუფლება ამტკიცებდა, რომ ოპოზიცია მხოლოდ „რადიკალური“ გვყავდა.

პრემიერის პასუხებმა ოპოზიციის კითხვებზე, ისეთი თემებზე ყურადღების გამახვილებამ, როგორიცაა რუსეთის მხრიდან ბირთვული საფრთხე, ლგბტ-პროპაგანდა, დამკვირვებელთა ნაწილის მისცა იმის მტკიცების საბაბი და საფუძველი რომ ეფიქრა - „ქართულმა ოცნებამ“ უკვე დაიწყო 2024 წლის საარჩევნო კამპანია.

თუ თქვენც ასეთი შთაბეჭდილება დაგრჩათ, რა შეიძლება იყოს მიზეზი იმისა, რომ მმართველმა გუნდმა ასე ადრე დაიწყო საარჩევნო კამპანია?

- დიახ, მმართველმა გუნდმა კარგა ხანია დაიწყო საარჩევნო კამპანია და აი, რატომ -

საზოგადოდ, ნებისმიერი წინასაარჩევნო კამპანია ორ ურთიერთდაკავშირებულ მიზანს ისახავს - პარტიის ცნობადობის უზრუნველყოფა-მხარდაჭერა და მისი პოზიტიური იმიჯის ფორმირება-პოპულარიზაცია ელექტორატში.

არჩევნებში მონაწილე პარტია (სახელისუფლებოც და ოპოზიციურიც) ელექტორატს სთავაზობს თავის ხედვებს, იძლევა დაპირებებს და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი ხდება მოწინააღმდეგე პარტიის (პარტიების) პროგრამებთან შედარებით საკუთარის უკეთესობის მტკიცებით და მოწინააღმდეგეთა კრიტიკით და შავი პიარითაც.

ამ რეჟიმში ისედაც ცხოვრობს ნებისმიერი პარტია არჩევნებიდან არჩევნებამდე, მაგრამ წინასაარჩევნო პერიოდში ეს პროცესი უფრო მძაფრდება, დამატებით რესურსებს (ფინანსურს, ორგანიზაციულს, სააგიტაციოს და ა.შ. ) მოითხოვს. წინასაარჩევნო პერიოდი საქართველოს კანონმდებლობით იწყება არჩევნებამდე 60 დღით ადრე.

მაგრამ, დღეს ჩვენთან თვისებრივად განსხვავებული სიტუაციაა და სწორია აზრი, რომ წინასაარჩევნო კამპანია უკვე დაწყებულია. ამას თავისი სერიოზული მიზეზი აქვს. დღეს საქართველოში მიმდინარეობს არა კლასიკური ბრძოლა ხელისუფლებისთვის, როცა კამათი არის ხოლმე მხოლოდ იმაზე, თუ რომელი პოლიტიკური ძალა უკეთ გაუძღვება ქვეყანას იმ მიზნებისკენ, რაზეც საზოგადოება, ელექტორატი პრინციპში შეთანხმებულია, არამედ ეს არის ბრძოლა რადიკალურად განსხვავებულ მსოფლმხედველობებს, ძირეულ, სასიცოცხლო მნიშვნელობის ორიენტაციებს შორის.

სწორია აზრი, რომ წინასაარჩევნო კამპანია უკვე დაწყებულია. ამას თავისი სერიოზული მიზეზი აქვს. დღეს საქართველოში მიმდინარეობს არა კლასიკური ბრძოლა ხელისუფლებისთვის, როცა კამათი არის ხოლმე მხოლოდ იმაზე, თუ რომელი პოლიტიკური ძალა უკეთ გაუძღვება ქვეყანას იმ მიზნებისკენ, რაზეც საზოგადოება, ელექტორატი პრინციპში შეთანხმებულია, არამედ ეს არის ბრძოლა რადიკალურად განსხვავებულ მსოფლმხედველობებს, ძირეულ, სასიცოცხლო მნიშვნელობის ორიენტაციებს შორის

თუ, ამა თუ იმ პარტიის, ვთქვათ, სოციალური ან ეკონომიკური პროგრამების ავ-კარგში გარკვევა და არჩევანის გაკეთება ელექტორატს თავისუფლად შეუძლია ორი თვის განმავლობაში, აქ და დღეს ამოცანა სხვაგვარად დგას - ელექტორატის უმრავლესობამ არჩევანი უნდა გააკეთოს რადიკალურად განსხვავებულ ადამიანურ, პირად, სოციალურ და კულტურულ, მორალურ, ინტელექტუალურ, პოლიტიკურ ღირებულებათა შორის.

ახალი ღირებულებების დანერგვას კი დიდი დრო სჭირდება. ამ თვალსაზრისით ამოცანა რევოლუციურია და მმართველი პარტია ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან ამიტომაც ასე დაბეჯითებით ცდილობს ძირეულად შეცვალოს ღირებულებათა სისტემა ქართველ საზოგადოებაში.

სხვა ამბავია, რომ ის ღირებულებები და ორიენტაციები, რომელსაც ნერგავს მმართველი ძალა, შეფუთულია როგორც ტრადიციული, ქრისტიანული, ეროვნული - ეს კარგად დაგეგმილი და მოფიქრებული ტექნოლოგიაა და გარკვეულ წარმატებასაც აღწევენ ამ საქმეში.

ის ღირებულებები და ორიენტაციები, რომელსაც ნერგავს მმართველი ძალა, შეფუთულია როგორც ტრადიციული, ქრისტიანული, ეროვნული - ეს კარგად დაგეგმილი და მოფიქრებული ტექნოლოგიაა და გარკვეულ წარმატებასაც აღწევენ ამ საქმეში

- რადგან თქვენც თვლით, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ასე ადრე დაიწყო საარჩევნო კამპანია, აქტუალური თემაა, სავარაუდოდ, როგორი იქნება მმართველი გუნდის საარჩევნო კამპანია.

დამკვირვებელთა საკმაოდ დიდი ნაწილი თვლის, რომ „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანია ხაზგასმულად იქნება ორიენტირებული საზოგადოებაში არა შიშის, არამედ შიშების გაჩენაზე, დასავლეთის დემონიზებაზე. მმართველი გუნდის მხრიდან იმის მტკიცება იქნება აქტუალური, რომ არა „ქართული ოცნება“, უკრაინის მსგავსად საქართველოც ომის ალში იქნებოდა გახვეული.

ფაქტი კი ისაა, რომ არა რუსული აგრესიის წინააღმდეგ უკრაინელი ხალხის თავგანწირული ბრძოლა, სულაც არაა გამორიცხული კრემლს ომი საქართველოს მიმართულებაზე თავად გაეხსნა.

რამდენად წარმატებული შეიძლება აღმოჩნდეს მმართველი გუნდის მხრიდან შიშით პოლიტიკური პროცესების მართვა? და იმის მტკიცება, რომ არა „ქართული ოცნება“ ჩვენც ომში ვიქნებოდით?

- ვფიქრობ, არჩევნების მოახლოების კვალდაკვალ პროცესების მართვის სტილი არ შეიცვლება. ის მხოლოდ გამძაფრდება. „ქართული ოცნების“ წარმატება მაინც იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ რამდენად ეფექტიანად და აშკარად მიაღწევს წარმატებას უკრაინა რუსეთთან ომში.

არჩევნების მოახლოების კვალდაკვალ პროცესების მართვის სტილი არ შეიცვლება. ის მხოლოდ გამძაფრდება. „ქართული ოცნების“ წარმატება მაინც იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ რამდენად ეფექტიანად და აშკარად მიაღწევს წარმატებას უკრაინა რუსეთთან ომში

ეს თავად მმართველი ძალის არჩევანია, მათი ძალისხმევით მოხდა ისე, რომ საქართველოში შიდაპოლიტიკური რეალობა მაქსიმალურად იყოს განპირობებული რუსეთ-უკრაინის ომის შედეგით.

თუმცა, ხელისუფლება გააგრძელებს ორმაგ თამაშს, ანუ რუსეთისკენაც და ევროპისკენაც - მათ ინტერესებში, ჩემი აზრით, არის ასეთი მდგომარეობის მიღწევა - საქართველოს შემდგომი ინტეგრაცია დასავლეთში, ოღონდ ისე, რომ მიღწეულ იქნას „უნგრეთის ეფექტი“.

ხელისუფლება გააგრძელებს ორმაგ თამაშს, ანუ რუსეთისკენაც და ევროპისკენაც - მათ ინტერესებში, ჩემი აზრით, არის ასეთი მდგომარეობის მიღწევა - საქართველოს შემდგომი ინტეგრაცია დასავლეთში, ოღონდ ისე, რომ მიღწეულ იქნას „უნგრეთის ეფექტი''

ამაში მე ვგულისხმობ ისეთ მდგომარეობას, როცა დასავლეთი უარს არ ამბობს ჩვენს ინტეგრაციაზე, მაგრამ ეგუება საქართველოს შიგნით „სუვერენული დემოკრატიის“ არსებობას. ანუ, საქართველო იღებს სტატუსს, მაგრამ ქვეყნის შიგნით დღევანდელი ხელისუფლება ინარჩუნებს ავტოკრატიული სტილის ძალაუფლებას.

ჩემი ეს მოსაზრება გამომდინარეობს იქიდან, რომ ხელისუფლებას არ შეიძლება არ ესმოდეს, რომ რუსეთი აუცილებლად დამარცხდება ამ ომში, მაგრამ ვაჭრობს, რათა შეინარჩუნოს ძალაუფლება დასავლეთის გეოპოლიტიკური ინტერესის - საქართველოს დასავლურ წიაღში ინტეგრაციის სანაცვლოდ.

- ვითარებაში, როცა პასუხგაუცემელი რჩება კითხვა თუ ვის გულისხმობს ხელისუფლება იმ „გლობალურ ძალებში“, რომელთა გამო, ახლა ომია უკრაინის ფრონტებზე, რა შემთხვევაში შეიძლება არ დაიჯეროს ქართულმა საზოგადოებამ, რომ არა „ქართული ოცნება“, საქართველო ახლა ომის ქარცეცხლში იქნებოდა გახვეული?

- არ მგონია, რომ ეს კითხვა პასუხგაუცემელია. ხელისუფლება ამ „გლობალურ ძალებში“ გულისხმობს დასავლურ ლიბერალურ დემოკრატიებს, დასავლეთის ძირითად მმართველ ძალებს, რომელთა ინტერესია ომისშემდგომი რუსეთი აღარ იყოს (ვეღარ იყოს) საშიში ცივილიზებული სამყაროსთვის.

ხელისუფლებას არ შეიძლება არ ესმოდეს, რომ რუსეთი აუცილებლად დამარცხდება ამ ომში, მაგრამ ვაჭრობს, რათა შეინარჩუნოს ძალაუფლება დასავლეთის გეოპოლიტიკური ინტერესის - საქართველოს დასავლურ წიაღში ინტეგრაციის სანაცვლოდ

თუმცა, ის იმედის თვალით შეჰყურებს ორბანის მსგავს ე.წ. კონსერვატორებს, რომლებიც მხარს დაუჭერენ „სუვერენული დემოკრატიის“ მქონე საქართველოს შემდგომ ინტეგრაციას. ამაში ისინი საკუთარ ინტერესს ხედავენ.

რაც შეეხება იმას, რას დაიჯერებს და რას არა ჩვენი საზოგადოება, მიჭირს რაიმეს თქმა, რადგან დღეს ქვეყანაში პრაქტიკულად ვერ ვხედავ ისეთ პოლიტიკურ ძალას, რომელიც შეძლებს რაციონალური აზროვნების კალაპოტში დააბრუნოს პოლიტიკური პროცესი. ამდენად, როგორც ჩანს, ყველაფერი მაინც ომის შედეგმა უნდა გადაწყვიტოს.

- პარლამენტში გამართულმა პრემიერის ანგარიშმა და განხილვამ გვანახა, რომ ხელისუფლება ოპოზიციის მიმართ არა მხოლოდ შეტევაზეა გადასული. ოპოზიციის კრიტიკული აზრი ხელისუფლების პროპაგანდისტულ ლოზუნგებში იკარგება.

ვიდრე თქვენ დაგიკავშირდებოდით, სოციალურ ქსელს გადავხედე. საზოგადოების ნაწილი პარლამენტში ოპოზიციონერ ქალბატონებს აკრიტიკებს, მეორე ნაწილი ცდილობს საგარეო და საშინაო გამოწვევებზე ხელისუფლებისა და ოპოზიციის ხედვებიდან დასკვნა გამოიტანოს. არადა, პოლიტიკურ ძალებს შორის ამ დისკუსიიდან ქვეყნისათვის სასარგებლო აზრის გამოტანა სულ რომ უფრო ჭრის, ფაქტია.

ამ პროცესების ფონზე სავარაუდოდ, როგორ გამოიყურება ხელისუფლების პოლიტიკური ოპოზიცია?

- ფაქტია, რომ ოპოზიცია ვერ ქმნის პოლიტიკურ დღის წესრიგს. მისი მოქმედებები არ არის ეფექტიანი. ოპოზიციაში ვერ ხერხდება ისეთი იდეის გენერირება, რომელიც ჯერ თავად ოპოზიციას გააერთიანებდა, ხოლო შემდეგ საზოგადოებას დარაზმავდა მის გარშემო. მიზეზი მრავალია, ამაზე საუბარი შორს წაგვიყვანს.

ოპოზიცია ვერ ქმნის პოლიტიკურ დღის წესრიგს. მისი მოქმედებები არ არის ეფექტიანი. ოპოზიციაში ვერ ხერხდება ისეთი იდეის გენერირება, რომელიც ჯერ თავად ოპოზიციას გააერთიანებდა, ხოლო შემდეგ საზოგადოებას დარაზმავდა მის გარშემო

ცალკე აღნიშვნის ღირსია საქართველოს პრეზიდენტის პოზიცია და აქტივობები. ამან შეიძლება გარკვეული ძვრები გამოიწვიოს პოლიტიკურ ცხოვრებაში. რესურსები არის. ვნახოთ, როგორ მოახერხებს ამას პრეზიდენტი. ეს ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული.

- რადგან ძალადობის ფაქტები შესამჩნევად მომატებულია, გვერდს ვერ აუვლით იმას, რაც იმათ წინააღმდეგ ხდება, ვინც ხელისუფლებას საჯარო სივრცეში ოპონირებას უწევს.

ასეთ ფონზე უმრავლესობის წევრებისაგან პარლამენტში უცნაური ინიციატივებმაც კი გაიჟღერა. დეპუტატმა უმრავლესობიდან იკითხა - რატომ არ ხდება სისხლის სამართლის საქმეების აღძვრა გადატრიალების მოტივით? რატომ არ ხდება იმ ხალხის იზოლირება, ვინც ისარგებლეს ახალგაზრდების გულწრფელი გრძნობებით და 7-8 მარტს ქუჩაში გამოვიდნენ?

გითხრათ სიმართლე, ამგვარი მოწოდებები არ გამკვირვებია, რადგან „აგენტების შესახებ“ კანონი ხელისუფლებას არ მიუღია, მაგრამ ამის მიუხედავად, პოლიტიკურ ოპონენტებს „აგენტებად“ და „ხალხის მტრებად“ მოიხსენიებს.

საშინაო პოლიტიკაში პოლიტიკური ძალის დემონსტრირების მცდელობებს ისეთი დინამიკა აქვს მიღებული, არაა გამორიცხული ამ პროცესებმა უმართავი ხასიათი შეიძინონ.

მოვლენების ამგვარი სცენარით განვითარება რომ მხოლოდ ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი იქნება კმაყოფილი, ყველა დარწმუნებულია. თუ ეს ყველას კარგად ესმით, რა შეიძლება იყოს მიზეზი იმისა, რომ საჯარო სივრცეში ძალის გამოუყენებლობის წინააღმდეგ პრაქტიკულად არც არაფერი კეთდება?

- უფრო ვერ კეთდება, ვიდრე არ კეთდება მე უკვე ვთქვი, რომ ეს პროცესები კიდევ უფრო გამძაფრდება. ძალადობაც გახშირდება, რადგან თავად პროცესის ხასიათი ამას აუცილებლად განაპირობებს.

სადამდე მიგვიყვანს ეს, ძნელი სათქმელია. სრულიად უმართავი პროცესები არც ხელისუფლებას უნდა აწყობდეს, მაგრამ ზღვარი ძნელი დასადგენია. ამაში ბევრი ხელისუფლება შემცდარა და ეს ცუდად დამთავრებულა. არა მხოლოდ მათთვის, მთელი ქვეყნისთვის.

„ინტერპრესნიუსი“

კობა ბენდელიანი

გიორგი კაჭარავა - უკრაინა-რუსეთის ომის დასასრულებლად დაწყებული პროცესი რუსეთის პირობებზე ვერ წარიმართება
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
„სილქ როუდ ჯგუფის“ პრესსამსახურის განცხადება