პრემიერი - დღევანდელ მსოფლიოში და საქართველო გლობალიზაციის ნაწილია, ძალიან ბევრი საცდურია ჩვენი ახალგაზრდებისთვის, სჭირდება თავიდანვე სწორი ორიენტირების განსაზღვრა - სკოლებში შევიტანეთ სამხედრო სწავლება, ბაღებშიც აუცილებელია ამ ელემენტის შეტანა

ჯარის მნიშვნელობა და ზოგადად, ჩვენი საამაყო ჯარის როლი ჩვენი საზოგადოების განვითარებაში ძალიან დიდია. მიმაჩნია, რომ აუცილებელია ჩვენი ახალგაზრდების თავიდანვე, სკოლებიდან ჩართულობა, ის კი არა, ბაღებშიც უნდა შევიტანოთ [სამხედრო] სწავლება - ძალიან ბევრი საცდურია ჩვენი ახალგაზრდებისთვის, ამიტომ ახალგაზრდას სჭირდება თავიდანვე სწორი ორიენტირების განსაზღვრა,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ახალი პროექტის - „ჯარის ბანაკის“ გახსნის ღონისძიებაზე განაცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, სწორი ღირებულებების და ოჯახის ღირებულებების პოპულარიზაცია ბაღებიდან და სკოლებიდან უნდა დაიწყოს.

„ჯარის მნიშვნელობა და ზოგადად, ჩვენი საამაყო ჯარის როლი ჩვენი საზოგადოების განვითარებაში ძალიან დიდია. მიმაჩნია, რომ აუცილებელია ჩვენი ახალგაზრდების თავიდანვე, სკოლებიდან ჩართულობა, ის კი არა, ბაღებშიც უნდა შევიტანოთ [სამხედრო] სწავლება. მეტი ინფორმაცია შევიტანოთ, რომ ახალგაზრდებში ინფორმირებულობა და ცნობიერება ამაღლდეს.

თავად გაიგონ, თუ როგორ იმართება ჯარი. გექნებათ უნიკალური შანსი, გაეცნოთ სამხედრო საქმიანობას, მონაწილეობა მიიღოთ. ამით ხელს შევუწყობთ ინტერესის გაზრდას ჯარის მიმართ. პირადად შეხვდებით ჩვენს გმირ ჯარისკაცებს, ცოცხალ გმირებს შეხვდებით, რომლებიც მოგიყვებიან ჩვენი ჯარის საგმირო საქმეებს, არამხოლოდ წარსულში ჩადენილ საგმირო საქმეებს, არამედ აწმყოში. ამას გარდა, მიმაჩნია, რომ ეს ბანაკი ხელს შეუწყობს ახალგაზრდებში სწორი ღირებულებების პოპულარიზაციას. დღევანდელ მსოფლიოში და ბუნებრივია საქართველო ამ გლობალიზაციის ნაწილია, ძალიან ბევრი საცდურია ჩვენი ახალგაზრდებისთვის, ამიტომ, ახალგაზრდას სჭირდება თავიდანვე სწორი ორიენტირების განსაზღვრა. ამ პროცესში ჩვენი, სახელმწიფოს როლი ძალიან მნიშვნელოვანია. თავდაპირველად ოჯახი და შემდეგ სახელმწიფო. ვინაიდან, თქვენ დიდ დროს უთმობთ სკოლაში ყოფნას, ძალიან მნიშვნელოვანია განათლების სამინისტროს როლი და ჩართულობა.

ამას გარდა, მიმაჩნია, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია, სწორი ღირებულებების, ოჯახის ღირებულებების პოპულარიზაცია უნდა დავიწყოთ ბაღებიდან, სკოლებიდან. ჩვენ სკოლებში შევიტანეთ სამხედრო სწავლება „თავდაცვა და უსაფრთხოება“, რაც მიმაჩნია, რომ ძალიან სწორი გადაწყვეტილებაა. ძალიან ბევრი მოსწავლისგან გადმოცემით ვიცი, რომ იზრდება ინტერესი. ეტაპობრივად უნდა შევიდეთ ყველა სკოლაში, ბაღებშიც აუცილებელია ამ ელემენტის შეტანა“,- აღნიშნა პრემიერმა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია ახალგაზრდებში პატრიოტული სულისკვეთება გაიზარდოს.

„მნიშვნელოვანია ჩვენ გავზარდოთ პატრიოტული სულისკვეთება ჩვენს ახალგაზრდებში. მეტი ინფორმაციაა საჭირო. უნდა ვაჩვენოთ განსხვავება ჩვენ ახალგაზრდებს. მიმაჩნია, რომ ზოგადად, არამხოლოდ ოჯახის როლი, არამედ განათლების სამინისტროს, ჯარის, ეკლესიის როლი თქვენ აღზრდაში და სწორი ორიენტების განსაზღვრაში ძალიან მნიშვნელოვანია“,- აღნიშნა პრემიერმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო