გია ვოლსკი პრეზიდენტის ვეტოზე - საბოტაჟის საფრთხე არსებობს, თუ რადიკალური ოპოზიციის კანდიდატებს ავირჩევთ - არ უნდა მივცეთ, განვითარების საშუალება იმ მავნებლურ მოსაზრებას, რომელიც, მათ შორის, პრეზიდენტს გააჩნია

საბოტაჟის საფრთხე არსებობს, თუ რადიკალური ოპოზიციის კანდიდატებს ავირჩევთ - არ უნდა მივცეთ, განვითარების საშუალება იმ მავნებლურ მოსაზრებას, რომელიც, მათ შორის, პრეზიდენტს გააჩნია, - ასე გამოეხმაურა ჟურნალისტებთან პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი პრეზიდენტის ვეტოს, რომელიც მან საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებებს დაადო.

ვოლსკი აღნიშნავს, რომ არსებობს ისეთი საარჩევნო კოდექსი, რომლის მიხედვით არჩევნებს გაყალბება ვერ დაემუქრება, მაგრამ საბოტაჟის საფრთხე არსებობს.

„არსებობს თუ არა საბოტაჟის საფრთხე - დიახ, არსებობს საბოტაჟის საფრთხე, თუ რადიკალური ოპოზიციის მოსაზრებებს გავყვებით, მათ კანდიდატურებს განვიხილავთ და ავირჩევთ ამ შემადგენლობაში! ამას თავი უნდა ავარიდოთ ყველა რესურსით, არ უნდა მივცეთ, მათ შორის, განვითარების საშუალება იმ მავნებლურ მოსაზრებას, რომელიც, მათ შორის, პრეზიდენტს გააჩნია”, - გამაცხადა ვოლსკიმ.

პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე საარჩევნო კანონმდებლობასა და რეგლამენტში განხორციელებულ ცვლილებებზე, რომლის საფუძველზეც ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და წევრების არჩევის წესი იცვლება, პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების განხილვა მიმდინარეობს.

პრეზიდენტს ვეტოს მისი საპარლამენტო მდივანი გიორგი მსხილაძე წარადგენს. პრეზიდენტის შეფასებით, პარლამენტის მიერ მიღებული საკანონმდებლო ცვლილებებით, პრეზიდენტის როლი იზღუდება და მიღებული კანონპროექტი უკან გადადგმული ნაბიჯია წინა წლებში მიღწეულ პროგრესთან მიმართებით. სალომე ზურაბიშვილი პარლამენტს კანონმდებლობის შემდეგი ვერსიით მიღებას სთავაზობს: ერთის მხრივ, ცესკოს თავმჯდომარისა და შვიდი წევრის არჩევის მიზნით საკონკურსო კომისიის შექმნისა და კანდიდატთა შერჩევა/წარდგენის პროცედურა პრეზიდენტის უფლებამოსილების ფარგლებში დარჩება, როგორც ამას კანონის ჯერ კიდევ მოქმედი რედაქცია ითვალისწინებს. მეორეს მხრივ, მათ ასარჩევად 2/3-იანი უმრავლესობა, პარლამენტის სრული შემადგენლობის სამი მეხუთედის უმრავლესობით შემცირდება. პრეზიდენტის პროექტის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტისთვის წარდგენილი კანდიდატი სამი მეხუთედის უმრავლესობის ხმებს ვერ მიიღებს, 6-თვის ვადით იქნება არჩეული, როგორც ამას მოქმედი კანონმდებლობა ითვალისწინებს.

ვახტანგ ძაბირაძე - ოპოზიციურად განწყობილმა ელექტორატმა არ უნდა თქვას უარი არჩევნებში მონაწილეობაზე, რადგან არჩევნებში არ მონაწილეობა პოლიტიკურ ბრძოლაზე უარის თქმას ნიშნავს
სოფიო ხორგუანი - საქართველოს ხალხმა უნდა დავიჯეროთ, რომ ჩვენი სამშობლოსთვის თანამედროვე სახელმწიფოს აშენება შეგვიძლია
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში
„მაკდონალდსის“ 27-ე ახალი რესტორანი გაიხსნა
Homer-მა შენობაში, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, სათავო ოფისი გახსნა და ახალი საცხოვრებელი პროექტი წარადგინა
ყაზახეთი-საქართველოს ბიზნეს ფორუმი 2025 ჩატარდა
ბუნებასთან ჰარმონიაში - საგურამოსთან ახლოს სააგარაკე დასახლება „შინვუდი“ შენდება