ირაკლი კობახიძე - უმთავრესი ამოცანაა, ხელოვნურად არავის მივცეთ ცესკო-ში ინსტიტუციური კრიზის შექმნის მცდელობა - რაც შეეხება 19 აპრილის შეთანხმებას, ხელმოწერილ იქნა საბოტაჟის და შანტაჟის ქვეშ, მოხდა ანულირება, მას არავითარი აზრი არ აქვს

ჩვენ პასუხისმგებელი ვართ იმაზე, რომ შემდეგი საპარლამენტო არჩევნები, 2024 წლის ოქტომბერში ჩატარდეს ისეთივე მაღალ დონეზე, როგორც ჩატარდა ბოლო თვითმმართველობის არჩევნები. აქედან გამომდინარე, ჩვენი უმთავრესი ამოცანაა, ხელოვნურად არავის მივცეთ ცესკო-ში ინსტიტუციური კრიზის შექმნის მცდელობა“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ორ წელიწადზე მეტია, რაც ცესკო-ს წინა თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ თანამდებობა დატოვა. შესაბამისად, ორ წელიწადზე მეტია ცესკოს არ ჰყავს სრულფასოვნად არჩეული თავმჯდომარე. ირაკლი კობახიძის განმარტებით, არის მხოლოდ 6 თვით არჩეული თავმჯდომარე, ასევე არის 6 თვით არჩეული ორი წევრი, რომლებსაც უფლებამოსილების ვადა გაუხანგრძლივდათ მხოლოდ იმის გამო, რომ სხვა წევრები არ არიან არჩეული და სხვა თავმჯდომარე არ არის არჩეული.

„ეს არის არაჯანსაღი მდგომარეობა, ხელოვნურად არის შექმნილი ერთგვარი კრიზისული ვითარება ცესკო-ში და ვითარება აუცილებლად გამოსასწორებელია. შეგახსენებთ, რომ თავის დროზე პრეზიდენტმა კონკურსის წესით შეარჩია ცესკო-ს თავმჯდომარე და, ასევე, ცესკო-ს 2 წევრი, წარუდგინა პარლამენტს და ამ კანდიდატებმა პარლამენტის მხარდაჭერა მიიღეს, მათ შორის იყვნენ ოპოზიციონერები, რომლებიც შესაბამის კანდიდატებს მხარს უჭერდნენ. ამის შემდეგ პრეზიდენტს მათი წარმოდგენის საშუალება კიდევ ერთხელ ჰქონდა, თუმცა მიუხედავად იმისა, რომ ისინი საუკეთესო კანდიდატები იყვნენ, პრეზიდენტმა პარლამენტისთვის მათ წარდგენაზე უარი თქვა ერთადერთი იმ მიზეზით, რომ ამ კანდიდატებს მხარს არ უჭერდა „ნაც.მოძრაობა“, ვაშაძე, „ლელო“ და ა.შ. ბუნებრივია, ეს არგუმენტი ვერ იქნება, თუ კონკურსი ტარდება, განმსაზღვრელი უნდა იყოს კონკურსი. შესაბამისად, პრეზიდენტმა დაარღვია სამართლიანობის პრინციპი და იმის მიუხედავად, რომ ეს ადამიანები კონკურსის პრინციპით საუკეთესოები იყვნენ, ამ სამმა ადამიანმა უმაღლეს დონეზე ჩაატარა, როგორც თვითმმართველობის ისე შუალედური არჩევნები, პრეზიდენტმა მათ წარდგენაზე უარი თქვა. შესაბამისად, ჩვენ აშკარად ვხედავთ ნიშნებს, რომ ცესკოში კრიზისის შექმნის მცდელობა ხელოვნურად არის, რასაც ჩვენ უნდა დავუპირისპირდეთ და რა თქმა უნდა, ის კანონი, რომელიც ჩვენ მიერ იქნა მიღებული და რომელთა დაკავშირებითაც დღეს ვეტო დაიძლევა ემსახურება სწორედ ასეთი ინსტიტუციური კრიზისის პრევენციას“, -განაცხადა კობახიძემ.

ამასთან მან ისაუბრა 19 აპრილის შეთანხმების ხელმოწერაზე.

„19 აპრილის შეთანხმება ხელმოწერილ იქნა საბოტაჟის და შანტაჟის ქვეშ. აქედან გამომდინარე, შემდეგ როდესაც ოპოზიცია ამ შეთანხმებას არ შეუერთდა, მოხდა მისი ანულირება. ბუნებრივია, ჩვენთვის ამ ყველაფრის გათვალისწინებით, 19 აპრილის შეთანხმებას არავითარი აზრი არ აქვს, მათ შორის იმის გამოც, რომ 19 აპრილის შეთანხმებაში ჩადებული იყო ისეთი პუნქტები, რომელიც ევროპულ პრაქტიკასთან წინააღმდეგობაში იყო“, - აცხადებს კობახიძე.

ზაზა ფირალიშვილი - დღეს ჩვენი მოსახლეობის კრიტიკულად დიდმა ნაწილმა იცის, რომ 26 ოქტომბერს ჩვენი შვილებისა და ქვეყნის ბედი წყდება
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მივმართავ ჩვენს პარტნიორებს, დასანქცირდნენ მოძალადეები, მივმართავ პროკურატურას - მოხდეს იდენტიფიცირება და გამოიძიონ ამომრჩეველზე ზეწოლის საქმეები
„აპარტ ჯგუფი“ მილიონობით ინვესტიციითა და საერთაშორისოდ აღიარებული პროექტებით, საქართველოს უძრავი ქონების სექტორში ახალ სტანდარტებს ქმნის - კომპანიის წარმატებული პროექტები და სამომავლო გეგმები
„ამბასადორი ბათუმი აილენდის“ ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის სამშენებლო ნებართვა სსიპ „ტექნიკურმა და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ“ გასცა
როგორ განვახორციელოთ გონივრული ინვესტიცია ქართულ უძრავ ქონებაში - სახლებში, ბინებსა და მიწის ნაკვეთებში
კერხერის მტვერსასრუტები - ინოვაციური გადაწყვეტა სივრცის წმენდისთვის
„ბიქეი ქონსთრაქშენმა“, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, პირველი პროექტი წარმატებით, ვადაზე ადრე დაასრულა
კახა ოქრიაშვილი - მოდით არჩევნებზე 26 ოქტომბერს და ერთად გავთავისუფლდეთ ცრუ ოცნებებისგან
5G მაგთისგან – მაგთიკომი აბონენტებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს
ახალი „ქემრი“ - დახვეწილი სედანი „ტოიოტასგან“ საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია
„ქეითერინგი - აგროჰაბის ახალი მიმართულება“ - სიახლე, რომელსაც ყველა ელოდა