ხატია დეკანოიძე - რა საარჩევნო ცვლილებები უნდა განვიხილოთ, როცა აღმოჩნდა, რომ უმრავლესობის დიდ ნაწილს და მათ შორის პრემიერ-მინისტრს წაკითხული არა აქვს „წითელქუდა“ და „ჩექმებიანი კატა“

არ ვიცი, რა „საარჩევნო კოდექსზეა“ საუბარი და რა საარჩევნო ცვლილებები უნდა განვიხილოთ, როცა აღმოჩნდა, რომ საპარლამენტო უმრავლესობის დიდ ნაწილს და მათ შორის პრემიერ-მინისტრს წაკითხული არა აქვს “წითელქუდა“, “ჩექმებიანი კატა“ და შარლ პეროს ის ზღაპრები, რომლებიც 50-იან წლებში გერონტი ქიქოძემ თარგმნა - მაშინ ამ ზღაპრების წინააღმდეგ გალაშქრება კომუნისტებსაც კი არ უკადრია, - ეს განცხადება პარლამენტის ტრიბუნიდან ოპოზიციონერმა დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ გააკეთა.

როგორც დეკანოიძემ აღნიშნა, მმართველი გუნდი ებრძვის ყველას და ყველაფერს - ებრძვის: - ოპოზიციას, მედიას, ადამიანებს, ვინც რაიმე სახით კრიტიკულ მოსაზრებას გამოხატავს და ახლა პროპაგანდისტული ბრძოლის ახალ ეტაპზე გადავიდა - ბრძოლა შარლ პეროს გამოუცხადა.

“პრემიერ მინისტრის მთელი პროპაგანდა და გადმონთხეული ღვარძლი იყო ის, რომ ყველაფრის წინააღმდეგ გაელაშქრა - მათ შორის იმ გამომცემლობების წინააღმდეგ გაელაშქრა, რომელიც წიგნებით თაობებს ამარაგებენ. იყენებთ პროპაგანდისტულ იარაღს, ილაშქრებთ ყველას წინააღმდეგ და ადამიანებს ხალხის სახელით უმხედრდებით, მაგრამ როცა პროპაგანდა, როგორ იარაღი დიდი ხანი გიჭირავს ხელში, შემდეგ პროპაგანდა ბრუნდება, გველის სახეს იღებს და შეიძლება გიკბინოს. ამიტომ, როცა ყველას და ყველაფრის წინააღმდეგ გაილაშქრებთ, ეს თქვენს ძალაუფლებას გამყარების ნაცვლად, აუცილებლად შეარყევს“, - მიმართა უმრავლესობას ხატია დეკანოიძემ.

პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე საარჩევნო კანონმდებლობასა და რეგლამენტში განხორციელებულ ცვლილებებზე, რომლის საფუძველზეც ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და წევრების არჩევის წესი იცვლება, პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების განხილვა მიმდინარეობს.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - გზის ბოლოს ჩიხია... ევროკავშირის სანქციები იუველირული სიზუსტით უნდა იყოს აწონილი და სნაიპერული სიზუსტით განხორციელებული ხელისუფლების და არა ქართველი ხალხის დასასჯელად
ქართული პრესის მიმოხილვა 21.07.2025
სებსბერი - მოცვის პლანტაციები გურიაში
Wendy’s®-მა თავისუფლების მოედანზე მორიგი ფლაგმანი რესტორანი გახსნა
ლეგენდების საქველმოქმედო მატჩი ლისაბონში SMH Sports-ის მონაწილეობით გაიმართება
ქართული რივიერა უნიკალური მიკროკლიმატითა და სანაპირო ზოლით - ადგილი, რომელიც ერთი ჩასვლით შეგიყვარდებათ
2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს