ლევან დავითაშვილი - კონკურსი გამოვაცხადეთ 350-დან 430 მეგავატამდე სიმძლავრის თბოელექტროსადგურის მშენებლობაზე

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, მთავრობამ ელექტროენერგიის წარმოების სიმძლავრით პირველი აუქციონის შედეგები დაამტკიცა.

როგორც ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის შემდეგ ბრიფინგზე აღნიშნა, ზაფხულის განმავლობაში უფრო დიდი სიმძლავრის აუქციონები იგეგმება, რაც 2 მილიარდ დოლარზე მეტ პოტენციურ ინვესტიციას გულისხმობს.

„მთავრობამ დღეს ელექტროენერგიის წარმოების სიმძლავრით პირველი აუქციონის შედეგები დაამტკიცა. ამის შესახებ საზოგადოებას ინფორმაცია უკვე ჰქონდა, მაგრამ დღეიდან ეს უკვე ოფიციალურად ძალაშია.

იცით, რომ პირველ აუქციონში 27-მა კომპანიამ გაიმარჯვა. აქედან 10 მზის პროექტია, 2 -ქარის, ხოლო დანარჩენი 15 ჰიდროელექტროსადგურია. ჩვენ 300 მეგავატ სიმძლავრეზე წარმოვიდგენდით პირველ აუქციონს, თუმცა ვგეგმავთ, რომ ზაფხულის განმავლობაში დამატებითი სიმძლავრის აუქციონის ჩატარება მოვახერხოთ. ეს იმისთვის, რომ პროექტებს, რომლებიც კერძო დეველოპერების ხელშია, მყარი საფასო გარანტიები ჰქონდეთ, რათა ფინანსების მოძიება და პროექტების განხორციელება შეძლონ.

ეს ენერგეტიკულ სექტორში დაახლოებით 2 მილიარდ დოლარზე მეტ პოტენციურ ინვესტიციას გულისხმობს“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ასევე, მისივე თქმით, დაგეგმილია ახალი თბოელექტროსადგურის მშენებლობა, რომელთან დაკავშირებითაც მალე აუქციონი გამოცხადდება.

როგორც ლევან დავითაშვილმა განაცხადა, ენერგეტიკული პროექტების უმრავლესობა საწყის ეტაპზეა.

„გარდა ამისა, მოსახლეობას ახალი თბოელექტროსადგურის მშენებლობის შესახებ ინფორმაცია მივაწოდეთ. პირობების შესაბამისად, დღეს უკვე კონკურსი გამოვაცხადეთ. ეს აუქციონი 350-დან 430 მეგავატამდე სიმძლავრის თბოელექტროსადგურის მშენებლობაზე იქნება. ვიმედოვნებთ, რომ დაინტერესება იქნება დიდი და უახლოეს ხანებში გამარჯვებულს გამოვავლენთ.

პროექტები განხორციელების სხვადასხვა ეტაპზეა. მათი უმრავლესობა საწყის ეტაპს გადის, თანხების მობილიზება სჭირდებათ, სწორედ ამიტომ მონაწილეობენ აუქციონებში“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნება“ ერთი მხრივ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ახდენს თავდასხმას, ხოლო მეორე მხრივ რეპრესიულ მექანიზმებს აძლიერებს
მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
ნატო ჩხეიძე თეა წულუკიანს და საგამოძიებო კომისიას პასუხობს
ნატალია ქუთათელაძის გზა პირველი ყულაბიდან ფინანსურ სტაბილურობამდე - „ხალიკ ბანკი ყველაზე დიდი ყაზახური ფინანსური ინსტიტუტია საქართველოში - შესაბამისად, როცა საქმე ანაბარს ეხება, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ფინანსები სანდო ხელშია“
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის