ლევან დავითაშვილის განცხადებით, კანონპროექტის მიღება, რომელმაც სურსათზე ფასები უნდა დაარეგულიროს, აქტუალური აღარ არის

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, კანონპროექტის მიღება, რომელმაც სურსათზე ფასები უნდა დაარეგულიროს, აქტუალური აღარ არის.

მინისტრის განმარტებით, ძირითადი საკითხები, რომლებიც კონკურენციასთან დაკავშირებით არსებობს, უშუალოდ მხარეებს შორის არსებული ხელშეკრულებებით დარეგულირებულია.

„დიახ, ქმედებებმა, რომელიც ჩატარდა კონკურენციის სააგენტოს მიერ, ჯერ იყო ანალიზი, სიტუაციის მოკვლევა, გარკვეული პრობლემები, პრობლემური საკითხები გამოიკვეთა სამართლიან ვაჭრობასთან დაკავშირებით, ამის შემდეგ იყო კომუნიკაცია და არა ერთი შეხვედრა სხვადასხვა რგოლთან - დისტრიბუტორები, იმპორტიორები, თუ საცალო გამყიდველები და ბევრი საკითხი გაირკვა ამ შეხვედრების შესაბამისად და პრობლემები და კითხვები, რომლებიც იყო დასმული გაითვალისწინეს სავაჭრო პროცესში მონაწილე მხარეებმა, რამაც იმოქმედა ფასების შემცირებაზე და აქედან გამომდინარე, ჩვენ იმდენად აქტუალურად არ მიგვაჩნია ახალი კანონის მიღება. ამ კანონთან დაკავშირებით იცით, რომ ეს არის ახალი დირექტივა ევროკავშირის და ბევრ ქვეყანაში სხვადასხვა დოზით არის ამოქმედებული, შემოტანილი ეროვნული კანონმდებლობის დონეზე. პირველი შეფასებები უნდა გაკეთდეს და ჩვენც პროცესის მონაწილე ვიქნებით, დავაკვირდებით როგორი იქნება შეფასებები და ჩვენ ყოველთვის ვფრთხილობთ ხოლმე ისეთი რეგულაციების შემოღებაზე, რომელსაც შეიძლება მნიშვნელოვანი ზემოქმედება ჰქონდეს ბიზნესზე. აქედან გამომდინარე, ჩვენ ცოტა გრძელვადიანად ვუყურებთ ამ პროცესს და იმის მიხედვით, თუ როგორი იქნება პრაქტიკული შედეგები, მათ შორის, იმ ქვეყნებში, სადაც ასეთი კანონმდებლობა არსებობს, ჩვენ გარკვეული ფორმით გავითვალისწინებთ ჩვენს პოლიტიკაში.

ჩვენ ანალიზს ვუკეთებთ და ვაკვირდებით პროცესს და შესაბამისად, იმის მიხედვით მოხდება ამ საკანონმდებლო ინიციატივის, საკანონმდებლო გადაწყვეტილების თუ საკანონმდებლო აქტის ინიცირება, რამდენადაც აქტუალური და მიზანშეწონილი იქნება. დღესდღეობით ჩვენ ვხედავთ, რომ ძირითადი საკითხები, რომლებიც კონკურენციასთან დაკავშირებით არსებობს, უშუალოდ მხარეებს შორის არსებული ხელშეკრულებებით არის დარეგულირებული. დღეს ჩვენ დიდი კითხვის ნიშანი კონკურენციის კუთხით არ გაგვაჩნია და შედეგებიც ჩვენ ვნახეთ და ეს აისახა კიდეც სურსათის ფასებზე და ბევრი მიმართულებით პრობლემა მოხსნილია - აქედან გამომდინარე, ჩვენ არ ვჩქარობთ ამ გადაწყვეტილების მიღებას და ჩვენ დაველოდებით იმ შედეგებს, რომელიც იქნება, მათ შორის, იმ ქვეყნებში, სადაც ასეთი გადაწყვეტილებები უკვე არსებობს“, - განაცხადა დავითაშვილმა.

ზაზა ფირალიშვილი - დღეს ჩვენი მოსახლეობის კრიტიკულად დიდმა ნაწილმა იცის, რომ 26 ოქტომბერს ჩვენი შვილებისა და ქვეყნის ბედი წყდება
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მივმართავ ჩვენს პარტნიორებს, დასანქცირდნენ მოძალადეები, მივმართავ პროკურატურას - მოხდეს იდენტიფიცირება და გამოიძიონ ამომრჩეველზე ზეწოლის საქმეები
„აპარტ ჯგუფი“ მილიონობით ინვესტიციითა და საერთაშორისოდ აღიარებული პროექტებით, საქართველოს უძრავი ქონების სექტორში ახალ სტანდარტებს ქმნის - კომპანიის წარმატებული პროექტები და სამომავლო გეგმები
„ამბასადორი ბათუმი აილენდის“ ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის სამშენებლო ნებართვა სსიპ „ტექნიკურმა და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ“ გასცა
როგორ განვახორციელოთ გონივრული ინვესტიცია ქართულ უძრავ ქონებაში - სახლებში, ბინებსა და მიწის ნაკვეთებში
კერხერის მტვერსასრუტები - ინოვაციური გადაწყვეტა სივრცის წმენდისთვის
„ბიქეი ქონსთრაქშენმა“, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, პირველი პროექტი წარმატებით, ვადაზე ადრე დაასრულა
კახა ოქრიაშვილი - მოდით არჩევნებზე 26 ოქტომბერს და ერთად გავთავისუფლდეთ ცრუ ოცნებებისგან
5G მაგთისგან – მაგთიკომი აბონენტებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს
ახალი „ქემრი“ - დახვეწილი სედანი „ტოიოტასგან“ საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია
„ქეითერინგი - აგროჰაბის ახალი მიმართულება“ - სიახლე, რომელსაც ყველა ელოდა