საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერთა ჯგუფმა სტუდენტებისა და ფერმერებისთვის სახელმძღვანელო - „საქართველოს სარწყავი ზონის ნიადაგების ირიგაციული მაჩვენებლების განსაზღვრა“ გამოსცა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებისა და ბიუსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის მეცნიერთა ჯგუფმა სტუდენტებისა და ფერმერებისთვის სახელმძღვანელო - „საქართველოს სარწყავი ზონის ნიადაგების ირიგაციული მაჩვენებლების განსაზღვრა“, გამოსცა. ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს.

მათივე ცნობით, მეცნიერთა ჯგუფმა ოლღა ხარაიშვილის, ნინო მებონიას და ლალი ახვლედიანის შემადგენლობით, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტის ფარგლებში, აღმოსავლეთ საქართველოსა და ქვემო ქართლში გამოიკვლიეს საქართველოს სარწყავი ზონის ნიადაგებების ირიგაციული მაჩვენებლები და კვლევის შედეგები ასახეს ახალ სახელმძღვანელოში, რომელიც ერთნაირად საჭიროა როგორც საგანმანათლებლო პროგრამის სამივე საფეხურის სტუდენტებისთვის, ასევე, ფერმერებისთვის.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის სასოფლო-სამეურნეო მელიორაციის ლაბორატორის ხელმძღვანელის, ასოცირებული პროფესორის, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა კანდიდატის, აკადემიური დოქტორის, ოლღა ხარაიშვილის განცხადებით, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტის ფარგლებში საქართველოს რეგიონებიდან აღებული ნიმუშების ლაბორატორიული კვლევა სასოფლო-სამეურნეო მელიორაციის ლაბორატორიაში ჩატარდა.

„მცენარე, ჩვენი არსობის ერთ-ერთ სასიცოცხლო ფაქტორია და თუ მას არ შევუქმნით ხელსაყრელ გარემო პირობებს, ვერანაირად ვერ მივიღებთ ეკოლოგიურად სუფთა მოსავალს. ამიტომ, პირველ რიგში, მცენარე უნდა ვუზრუნველყოთ. მცენარის უზრუნველყოფა კი აუცილებელია 5 მთავარი ფაქტორის გათვალისწინებით: სინათლე, სითბო, წყალი, ჰაერი და ნაიდაგი. სწორედ, სასოფლო-სამეურნეო მელიორაციის ლაბორატორია, ემსახურება წყლის რეჟიმის რეგულირებას ნიადაგში და ადგენს მცენარისათვის აუცილებელ სასრგებლო ტენის რაოდენობას, რომლის მიხედვითაც განსაზღვრულია რა პერიოდში უნდა მოირწყას მცენარე, რომ ჩვენ მივიღოთ ეკოლოგიურად სუფთა და ხარისხიანი მოსავალი. ლაბორატორიაში ისაზღვრება ნიადაგის ტენის სახეები - მაქსიმალური მოლეკულური ტენი, მაქსიმალური ჰიდროსკოპიული ტენი. ჩვენს ლაბორატორიაში დგინდება ზღვრული წყალტევადობა, ნიადაგის მოცულობითი მასა, ნიადაგის კუთრი წონა, ნიადაგის წყალგამტარობა, ასევე, ნიადაგის ფილტრაციის კოეფიციენტი. სწორედ ეს და სხვა საკითხები, სხვადასხვა კვლევის შედეგები შევიტანეთ სახელმძღვანელოში, რომელიც, ვფიქრობ, ძალიან სასარგებლო იქნება როგორც სტუდენტებისთვის, ასევე, ფერმერებისთვის“, - აცხადებს ოლღა ხარაიშვილი.

სტუ-ის ინფორმაციით, აგრარული მეცნიერებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის მეცნიერთა ჯგუფის ნაშრომის საფუძველზე ანალოგიური კვლევა მაგისტრანტმა ანა ომიაძემ ჩაატარა.

„მაგისტრმა ანა ომიაძემ, იმუშავა მცხეთის მუნიციპალიტეტის ორმოცდარვა სოფელში, დაადგინა ირიგაციული მაჩვენებლები, მცენარეს რა რაოდენობით უნდა მიეწოდოს წყალი და მორწყვის ნორმა, რომელსაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. მელიორაციის ლაბორატორია, ძირითადად, ემსახურება ნიადაგის წყლოვან ფიზიკური თვისებების გაუმჯობესებას. ამ ლაბორატორიაშია შესწავლილი საქართველოს ყველა რეგიონისათვის ნიადაგის მექანიკური შედგენილობა. დღესდღეობით მრავალი სარწყავი სისტემაა აღდგენილი, რისთვის მინდა მადლობა გადავუხადო მთავრობას. კოლოსალური თანხებია გამოყოფილი მელიორაციის პირობების გაუმჯობესებისათვის. იმედია, პროექტი კარგად დასრულდება და აღარ გვექნება მიწაყრილიანი ადგილები. მინდა ასევე აღვნიშნო, რომ ლაბორატორიაში ხორციელდება ნატრიუმის პიროფოსფატით გრანულომეტრიული შემადგენლობის განსაზღვრა. აქ ხდება ევაკოტრანსპირაციის განსსაზღვრა. ესაა პროცესი როდესაც აორთქლება ერთდროულად მიმდინარეობს როგორც ნიადაგის ზედაპირიდან, ისე ფოთლიდან. კვლევებში აქტიურად არიან სტუდენტები ჩართულნი. მათ მოაქვთ თავიანთი სოფლის ნიადაგები, ატარებენ კვლევას და როცა ჩვენგან მიდიან, უკვე იციან როგორი ნიადაგია სოფელში, თითოეულ კულტურაზე აქვთ დადგენილი რწყვის პერიოდები, განსაზვრული მოცულობით მასა ნიადაგზე, ტენტევადობის რაოდენობა და ასე შემდეგ“, - აცხადებს ოლღა ხარაიშვილი.

ვაჟა ბერიძე - ქართული სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია - ჩვენ ისევ დასამტკიცებელი გვაქვს, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ვიმსახურებთ
ნათია ფიფია - დასავლურ საგანმანათლებლო სისტემასთან მიახლოება ხანგრძლივი პროცესია და მოითხოვს, ერთი მხრივ გლობალურ გამოწვევებს ვუპასუხოთ, მეორე მხრივ, მივუახლოვდეთ ქართულ რეალობასთან მორგებულ დასავლურ სტანდარტებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
სებსბერი - მოცვის პლანტაციები გურიაში
Wendy’s®-მა თავისუფლების მოედანზე მორიგი ფლაგმანი რესტორანი გახსნა
ლეგენდების საქველმოქმედო მატჩი ლისაბონში SMH Sports-ის მონაწილეობით გაიმართება
ქართული რივიერა უნიკალური მიკროკლიმატითა და სანაპირო ზოლით - ადგილი, რომელიც ერთი ჩასვლით შეგიყვარდებათ
2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს