მიხეილ სააკაშვილი - სრულიად უდანაშაულო ადამიანს რატომ მამყოფებთ ამდენი ხანი ამ უბედურებაში? - შეგიძლიათ ჩემი სხეული გაანადგუროთ, მაგრამ ჩემს სულს და შეხედულებებს ვერაფერს დააკლებთ

სრულიად უდანაშაულო ადამიანს რატომ მამყოფებთ ამდენი ხანი ამ უბედურებაში? - შეგიძლიათ ჩემი სხეული გაანადგუროთ, მაგრამ ჩემს სულს ვერაფერს დააკლებთ, ჩემს შეხედულებებს ვერაფერს დააკლებთ და ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ! - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას დისტანციურად ჩართვისას განაცხადა.

სააკაშვილის თქმით, მას შეიძლება დანაშაული მიუძღოდეს საკუთარი ახლობლებისა და ოჯახის წევრების მიმართ, მაგრამ არავითარი დანაშაული არ მიუძღვის ქვეყნისა და ხალხის წინაშე.

„სრულიად უდანაშაულო ადამიანს რატომ მამყოფებთ ამდენი ხანი ამ უბედურებაში?- თითოეულმა დავუსვათ ჩვენს თავს კითხვა. არაფერი ისეთი არ გამიკეთებია, დანაშაული შეიძლება მიმიძღვის ჩემს ახლობლებთან, ოჯახის წევრებთან, საქართველოსა და ქართველი ხალხის წინაშე დანაშაული არ ჩამიდენია, საქართველოს არ ჰყოლია დამნაშავე პრეზიდენტი. 2003 წელს, „ვარდების რევოლუციის“ დროს, გადავარჩინეთ საქართველოს სახელმწიფოებრიობა, მოვსპეთ კორუფცია, მოვსპეთ კრიმინალი და ახლა კორუფცია, კრიმინალი იძიებს ჩემზე შურს, ეს არის და ეს რაც ხდება. ეს არის, ჩვეულებრივად, პუტინის, კორუფციის კრიმინალის, ოლიგარქატის შურისძიება ჩემზე, ერთ ცალკე აღებულ მიხეილ სააკაშვილზე. შეგიძლიათ ჩემი სხეული გაანადგუროთ, მაგრამ ჩემს სულს ვერაფერს ვერ დააკლებთ, ჩემს შეხედულებებს ვერაფერს ვერ დააკლებთ და ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ! მაგრად დადექით! მაგრად იყავით!” - განაცხადა სააკაშვილმა.

მირიან მირიანაშვილი - 13 ივნისიდან ახლო აღმოსავლეთში დაიქოქა მთელი რეგიონის სრულმასშტაბიანი ტოტალური გადაფორმატირების პროცესი
ქართული პრესის მიმოხილვა 16.06.2025
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში მოსწავლეთა და სტუდენტთა ერთობლივი კონფერენცია: „ახალგაზრდები და მომავლის განათლება - გზავნილი ხელოვნური ინტელექტის (AI) ეპოქიდან“ გაიმართა
სუხიშვილები არქელებისთვის – გრანდიოზული საღამო მხოლოდ არქის მცხოვრებლებისთვის
UGSPN-ის ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია წელს ევროპის საკითხს მიეძღვნა
100%-ით ნატურალური ქართული ლიმონათი მხოლოდ „ბორჯომისგან“ ახლა უკვე შუშის პრემიუმ შეფუთვაში
ზაფხული Schoolbook Camp 2025-თან ერთად, რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ
17 ივნისიდან PSP-აფთიაქებში წნევის უფასო მონიტორინგის დღეები იწყება