ეკონომიკის სამინისტრო - საქართველო საკუთარ ენერგეტიკულ რესურსებს ქვეყნისა და მოსახლეობის საკეთილდღეოდ გამოიყენებს

ეკონომიკისა და მდგარადი განვითარების სამინისტროს ენერგეტიკული პოლიტიკისა და საინვესტიციო პროექტების დეპარტამენტის უფროსი ჯუბო ტურაშვილი "სტორი 1 ჰესის" მშენებლობის პროცესს გაეცნო. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

მათი ცნობით, "სტორი 1 ჰესი" კახეთში, თელავის მუნიციპალიტეტში მდინარე სტორზე მდებარეობს.

სამინისტროს ინფორმაციით, სადგური ექსპლუატაციაში მიმდინარე წლის ბოლოს გაეშვება.

„სტორი 1 ჰესის“ პროექტის წარმატება მთავრობის, ინვესტორისა და ადგილობრივი თემის ეფექტურმა ურთიერთობამ განაპირობა. შედეგად, ყველა მოგებული დარჩა.

უშუალოდ სადგურის მშენებლობის პროცესში 130 ადამიანი დასაქმდა, საიდანაც ბევრი ადგილობრივია, სადგური წლის ბოლომდე ჩაერთვება ერთიან ენერგეტიკულ ქსელში, სახელმწიფოს კი შეემატება კიდევ ერთი ჰიდროსადგური, რომლის დადგმული სიმძლავრე 33.6 მგვტ-ი, სავარაუდო წლიური გამომუშავება 150 მილიონი კვტ/სთ, ხოლო სავარაუდო ჯამური ინვესტიცია კი 45 მილიონი აშშ დოლარია,“ - განაცხადა ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენელმა.

ჯუბო ტურაშვილის განცხადებით, განახლებადი ენერგიის წყაროების ათვისების მხარდაჭერის სქემით კიდევ არაერთი ენერგეტიკული ობიექტი აშენდება, რომლებიც ხელს შეუწყობს ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოების ზრდას.

მისი თქმით, საქართველო საკუთარ ენერგეტიკულ რესურსებს ქვეყნისა და მოსახლეობის საკეთილდღეოდ გამოიყენებს.

„სტორი 1 ჰესის“ ექსპლუატაციაში გასვლის შემდეგ, ინვესტორი კომპანია სოფელ ლეჩურის მოსახლეობისთვის სოციალური შეღავათებს დააწესებს. აქამდე, უკვე გარემონტდა ადგილობრივი სკოლა, რესტავრაცია ჩაუტარდა სოფლის სალოცავს, განახლდა სოფლის გზები და სხვ.

ოლექსი რეზნიკოვი - რუსეთი სინამდვილეში ქაღალდის ვეფხვია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.06.2025
დავით გეფერიძე - აფხაზეთში საერთაშორისო ფრენების განხორციელება ეწინააღმდეგება საერთაშორისო საჰაერო სამართლის ძირითად პრინციპებსა და ნორმებს, თან მგზავრებისთვის საფრთხის შემცველიცაა
თბილისში მასშტაბური საფეხბურთო ფორუმი ჩატარდება