ხატია დეკანოიძე - მესამე პრეზიდენტის ამ მდგომარეობაში ყოფნა არის ძალიან მძიმე - მიხეილ სააკაშვილის ტრანსფერი საზღვარგარეთ არის აუცილებელი და საჭირო

მესამე პრეზიდენტის ამ მდგომარეობაში ყოფნა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, საავადმყოფოში, არის ძალიან მძიმე. მისი ტრანსფერი საზღვარგარეთ არის აუცილებელი და საჭირო, - ამის შესახებ პარლამენტში პოლიტიკურ ჯგუფ „ევროოპტიმისტების“ დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

ამასთან, როგორც მან აღნიშნა, სერიოზული დარღვევაა ის, რომ დეპუტატებს მიხეილ სააკაშვილთან შესვლის უფლება შეზღუდული აქვთ. დეკანოიძე აცხადებს, რომ აუცილებელია მასთან შევიდნენ პოლონელი ექიმებიც.

„აუცილებლად უნდა აღვნიშნო პირველ რიგში, მისი ძალიან მძიმე ფიზიკური მდგომარეობა და ის ვიზუალური სურათი, რომელიც გვაქვს მისი ჩართვის შემდეგ სასამართლოზე, ჩემთვის არის ძალიან მძიმე და დარწმუნებული ვარ, ბევრი ადამიანისთვის. პოლიტიკური შეფასებების მიღმა ვიტყვი, რომ მის ჯანმრთელობის მდგომარეობას უნდა ჰქონდეს ადეკვატური შეფასება. იქ უნდა შევიდნენ პოლონელი ექიმები. ეს არის ევროკომისიის ინიციატივა, რომელიც რამდენიმე თვის წინ გაჟღერდა და მიხეილ სააკაშვილის დიაგნოზი, მათ შორის მკურნალობის კურსი, უნდა იყოს გამოკვლეული, თუ რატომ ხდება ასე კატასტროფულად წონაში კლება. მას არ აქვს სამართლიანი სასამართლოს უფლება, რადგან ჩვენ გვაქვს სასამართლო, რომელსაც მართავს სანქცირებული მოსამართლეების კლანი. მისი ვიზუალური გარეგნობა არის ძალიან მძიმე და ეს არის იმის ნიშანი, რომ ამ ხელისუფლებას მარტო პროპაგანდის ჭრილში აინტერესებს მიხეილ სააკაშვილი. ყველამ ნახა, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არ არის ისეთი, როგორსაც ხატავდა „ქართული ოცნება“, - განაცხადა დეკანოიძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - გზის ბოლოს ჩიხია... ევროკავშირის სანქციები იუველირული სიზუსტით უნდა იყოს აწონილი და სნაიპერული სიზუსტით განხორციელებული ხელისუფლების და არა ქართველი ხალხის დასასჯელად
ქართული პრესის მიმოხილვა 21.07.2025
სებსბერი - მოცვის პლანტაციები გურიაში
Wendy’s®-მა თავისუფლების მოედანზე მორიგი ფლაგმანი რესტორანი გახსნა
ლეგენდების საქველმოქმედო მატჩი ლისაბონში SMH Sports-ის მონაწილეობით გაიმართება
ქართული რივიერა უნიკალური მიკროკლიმატითა და სანაპირო ზოლით - ადგილი, რომელიც ერთი ჩასვლით შეგიყვარდებათ
2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს