ბექა ლილუაშვილი - სააკაშვილის როლი პოლიტიკაში არის პოლარიზაციის გამაღრმავებელი - ქვეყანაში „ნაც-ქოცური“ კარუსელი უნდა დასრულდეს

მე მგონი, ვერავინ უარყოფს იმას, რომ სააკაშვილის როლი ამ პოლიტიკაში არის პოლარიზაციის გამაღრმავებელი - თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ, ხელისუფლების რომელი წარმომადგენელი გადაწყვეტს, რომ სააკაშვილთან დებატები გამართოს და ამით „ნაციონალური მოძრაობის“ წისქვილზე წყალი დაასხას?, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ დეპუტატმა, ბექა ლილუაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოში პოლარიზაციის ორი წყარო არსებობს - „ნაციონალური მოძრაობა“ და „ქართული ოცნება“, პერსონალიზებულად კი მიხეილ სააკაშვილი და ბიძინა ივანიშვილი.

„როგორ წარმოგიდგენიათ, ხელისუფლების რომელი წარმომადგენელი გადაწყვეტს, რომ სააკაშვილთან დებატები გამართოს და ამით „ნაციონალური მოძრაობის“ წისქვილზე წყალი დაასხას?

ამ ქვეყანაში პოლარიზაციის ორი წყარო არსებობს. ერთ არის „ნაციონალური მოძრაობა“ და მეორე „ქართული ოცნება“. უფრო ზუსტად, ერთი არის ბატონი სააკაშვილი, მეორე არის ბატონი ივანიშვილი. ივანიშვილი სააკაშვილივით ხშირად არ ჩანს, მაგრამ სინამდვილეში ხომ ის არის. ამიტომ რაც არ უნდა ჩვენ ვისაუბროთ 600 000 კაცი არის, 540 000 კაცი არის თუ 700 კაცი არის სააკაშვილის მხარდამჭერი, ის რჩება და დარჩება პოლარიზაციის წყაროდ ამ ქვეყანაში. მე მგონი, ვერავინ უარყოფს იმას, რომ სააკაშვილის როლი ამ პოლიტიკაში არის პოლარიზაციის გამაღრმავებელი“,-განაცხადა ლილუაშვილმა.

მისივე თქმით, „ამ ქვეყანაში „ნაც-ქოცური“ კარუსელი უნდა დასრულდეს“.

„ოპოზიციამ საზოგადოების კონსოლიდაცია თუ მოახერხა, ვერანაირი რეპრესიული მეთოდები ვერ გადაწონის ხალხის ნებას და ეს ამ ქვეყნის ისტორიამ ძალიან ბევრჯერ გამოსცადა“,- აღნიშნა ლილუაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - ოპოზიციურად განწყობილმა ელექტორატმა არ უნდა თქვას უარი არჩევნებში მონაწილეობაზე, რადგან არჩევნებში არ მონაწილეობა პოლიტიკურ ბრძოლაზე უარის თქმას ნიშნავს
სოფიო ხორგუანი - საქართველოს ხალხმა უნდა დავიჯეროთ, რომ ჩვენი სამშობლოსთვის თანამედროვე სახელმწიფოს აშენება შეგვიძლია
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში
„მაკდონალდსის“ 27-ე ახალი რესტორანი გაიხსნა
Homer-მა შენობაში, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, სათავო ოფისი გახსნა და ახალი საცხოვრებელი პროექტი წარადგინა
ყაზახეთი-საქართველოს ბიზნეს ფორუმი 2025 ჩატარდა
ბუნებასთან ჰარმონიაში - საგურამოსთან ახლოს სააგარაკე დასახლება „შინვუდი“ შენდება