ერთ-ერთი კომპანიის სამი ხელმძღვანელი პირი დიდი ოდენობით თანხების გაფლანგვისა და დიდი ოდენობით ქონების გადამალვის ფაქტებზე პასუხისგებაში მისცეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოქალაქეთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების გაფლანგვისა და დიდი ოდენობით ქონების გადამალვის ფაქტებზე, ერთ-ერთი კომპანიის სამი ხელმძღვანელი პირი პასუხისგებაში იქნა მიცემული.

ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, რომელთა სამეწარმეო საქმიანობის სფეროს წარმოადგენდა ავტომანქანების ყიდვა-გაყიდვა, მოქალაქეებისგან მიიღეს ჯამში 568 120 ლარი, რომლითაც უნდა შეეძინათ ავტომანქანები და ჩამოეყვანათ საქართველოში. ნაცვლად აღნიშნულისა, ბრალდებულების მიერ მიღებული თანხები გაფლანგული და არამიზნობრივად იქნა გახარჯული. ამავე დროს, მოქალაქეებთან არსებული და მოსალოდნელი ვალდებულებისთვის თავის არიდების მიზნით, ბრალდებულებმა მოჩვენებითი გარიგებით გადამალეს კომპანიის საკუთრებაში არსებული დიდი ოდენობით, დაახლოებით, 740 000 ლარის ღირებულების ქონება, რათა დაზარალებულებს არ ჰქონოდათ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის შესაძლებლობა.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე და 205-ე პრიმა მუხლებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 11 წლამდე ვადით”, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვიტალი ბალა - რუსეთი სულაც არ არის დაუმარცხებელი და ისეთი საშიში, როგორც აქამდე ამერიკელებს და ევროპელების ნაწილს ეგონა
ისრაელის ელჩი - ჩვენი სტრატეგიაა, რომ „ჰამასმა“ ვეღარ გააკონტროლოს ღაზას სექტორი, რადგან ეს იმის გამეორებას გამოიწვევს, რაც უკვე გვინახავს - სამწუხაროდ, გაერო თანამშრომლობს „ჰამასთან“, Amnesty International-ი, Human Rights Watch-ი მუშაობს „ჰამასის“ სასარგებლოდ
ქართული პრესის მიმოხილვა 02.06.2025
კომპანია PSP ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს (EUGBC) წევრი გახდა
სილქნეტი: „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ წლის დასაწყისიდან 48 ბენეფიციარს დახმარება გაუწია
„ვისოლ ჯგუფმა“ ერთ დღეში თბილისში 4 ამერიკული რესტორანი გახსნა
„საქკაბელის“ ციფრული ტრანსფორმაცია: ERP სისტემის დანერგვა BDO Digital-თან ერთად
„ერთად მეტი შეგვიძლია“ – „მაკდონალდს საქართველო“ McHappy Day-ს საქველმოქმედო კამპანიას იწყებს
„დომინოს“ 10 წლის იუბილე – გაარემონტე ერთი ამოსუნთქვით
BESPOKE AI WindFree™ - ჭკვიანი კონდიციონერები ინოვაციური გაგრილებით