8 ქალაქში დაგეგმილი მასშტაბური შეხვედრები თანამედროვე ქართველ ავტორებთან -„ბიბლუსის“ ლიტერატურული ტურნე იწყება

5 ივლისს, საქართველოში წიგნის მაღაზიათა ყველაზე დიდი ქსელის „ბიბლუსის“ ორგანიზებით, უპრეცედენტო მასშტაბის ლიტერატურული ტურნე იწყება. ღონისძიება, რომელიც 8 დიდ ქალაქს მოიცავს საქართველოს სხვადასხვა რაიონში, 5 ივლისს დაიწყება და 18 ივლისს დასრულდება. შეხვედრების სერია ქალაქ რუსთავში დაიწყება, ბოლო შეხვედრა კი ბათუმშია დაგეგმილი.

ლიტერატურული ტურნეს განრიგი დეტალურად ასე გამოიყურება:

  • 5 ივლისი-რუსთავი;
  • 6 ივლისი-ბაკურიანი;
  • 7 ივლისი-თელავი;
  • 8 ივლისი-გურჯაანი;
  • 10 ივლისი-გორი;
  • 13 ივლისი-ქუთაისი;
  • 14 ივლისი-ზუგდიდი;
  • 17 ივლისი-ბათუმი;
  • 18 ივლისი-ბათუმი.

მნიშვნელოვანია, რომ ტურნეს ფარგლებში დაგეგმილი შეხვედრების დროს ავტორები საკუთარ შემოქმედებაზე ისაუბრებენ, მკითხველს ახალ გამოცემებს წარუდგენენ, მეორე მხრივ კი მკითხველებს შესაძლებლობა ექნებათ დასვან კითხვები მათთვის საინტერესო კითხვები და პასუხები თავად ავტორებისგან მიიღონ, გადაიღონ მათთან სამახსოვრო ფოტოები და ასე მიიღონ ავტოგრაფები.

სპეციალურად პატარა სტუმრებისთვის კი სიურპრიზებსა და საჩუქრებს სათამაშოების მაღაზიათა ქსელი „პეპელა“ ამზადებს. „პეპელას“ წარმომადგენლები და ანიმატორები ყველა შეხვედრას დაესწრებიან და ბავშვებისთვის განსაკუთრებულ შოუს გამართავენ.

როგორც „ბიბლუსში“ განმარტავენ, გასულ წლებში დაგეგმილ ტურნეებს ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა. სწორედ ამიტომ წელს დაიგეგმა უპრეცედენტოდ დიდი მასშტაბის ტურნე, რომელშიც მონაწილეობას ძალიან ბევრი თანამედროვე ქართველი ავტორი მიიღებს.

(R)

ვახტანგ ძაბირაძე - ოპოზიციურად განწყობილმა ელექტორატმა არ უნდა თქვას უარი არჩევნებში მონაწილეობაზე, რადგან არჩევნებში არ მონაწილეობა პოლიტიკურ ბრძოლაზე უარის თქმას ნიშნავს
სოფიო ხორგუანი - საქართველოს ხალხმა უნდა დავიჯეროთ, რომ ჩვენი სამშობლოსთვის თანამედროვე სახელმწიფოს აშენება შეგვიძლია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.06.2025
„მაკდონალდსის“ 27-ე ახალი რესტორანი გაიხსნა
Homer-მა შენობაში, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, სათავო ოფისი გახსნა და ახალი საცხოვრებელი პროექტი წარადგინა
ყაზახეთი-საქართველოს ბიზნეს ფორუმი 2025 ჩატარდა
ბუნებასთან ჰარმონიაში - საგურამოსთან ახლოს სააგარაკე დასახლება „შინვუდი“ შენდება