სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია „გამჭირვალობა საქართველოს” მიერ გავრცელებულ ინფორმაციას პასუხობს

ორგანიზაცია ფაქტების დამახინჯებით ცდილობს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას თითქოს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილის, დავით კუხალეიშვილის და ზუგდიდის მერის მამუკა წოწერიას კლასელის ზაზა ანთიას კომპანია ტენდერებს უკანონოდ იგებს, - ასე გამოეხმაურა სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია „საერთაშორისო გამჭირვალობა” საქართველოს მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციას.

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციი ინფორმაციით, ყველა ტენდერი კანონის შესაბამისად სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ გამჭირვალედ ტარდება და მასზე ხელმისაწვდომობა ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია.

„საერთაშორისო გამჭირვალობამ“ მეტი დრამატიზებისთვის და მოქალაქეების შეცდომაში შეყვანისთვის გამოაქვეყნა კომპანიის მიერ გამარჯვებული ტენდერების ჯამური ღირებულება 2018 წლიდან დღემდე და ამით ეცადა დასახელებული თანამდებობის პირები ტენდერთან კვეთაში გამოეყვანა. რეალურად კი სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილედ დავით კუხალეიშვილი 2021 წლის 15 ივლისს დაინიშნა, მანამდე ის კერძო სექტორში მუშაობდა, ზუგდიდის მერი მამუკა წოწერია კი ამომრჩეველმა მერად 2021 წლის შემოდგომის ბოლოს აირჩია.

დავით კუხალეიშვილის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილედ დანიშვნამდე და მამუკა წოწერიას მერად არჩევამდე, სამეწარმეო საქმიანობას ზაზა ანთია ახორციელებდა და შესაბამისად, ტენდერებშიც მონაწილეობას იღებდა. მეტიც ზაზა ანთია სამეწარმეო საქმიანობას 2016 წლიდან ახორციელებს.

ზაზა ანთიას კომპანიამ სხვადასხვა ტენდერებში არაერთი დისკვალიფიკაცია მიიღო - თუმცა ეს ინფორმაცია „გამჭირვალობა საქართველოს“ არ გაუსაჯაროებია.

ორგანიზაციას ვურჩევთ მეტი კომპეტენცია იქონიონ და ნუ ცდილობენ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას“, - ნათქვამია განცხადებაში.

ოლექსი რეზნიკოვი - რუსეთი სინამდვილეში ქაღალდის ვეფხვია
ქართული პრესის მიმოხილვა 05.06.2025
კახა გოგოლაშვილი - ხელისუფლების მხრიდან საქმე გვაქვს ავტორიტარიზმის კონსოლიდაციასთან, მცდელობასთან, რომ ქვეყანაში დემოკრატია საბოლოოდ დასრულდეს და მოხდეს საქართველოს აზერბაიჯანიზაცია
„ვისოლის“ გათამაშებაში მეორე წყვილი ავტომობილი BMW X1 თბილისში მოიგეს
Heineken და „ზედაზენი“ - ახალი სტრატეგიული თანამშრომლობა საქართველოს ბაზარზე
Samsung Bespoke AI - ინოვაციური ტექნოლოგიებით აღჭურვილი მაცივარი
STEAM Challenge Georgia - ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ისტორიის გაცოცხლება - „კარფური“ უნიკალურ პროექტს ახორციელებს