თავდაცვის მინისტრის მოადგილე - პარტნიორებთან ერთად აქტიურად ხდება თანამედროვე შეიარაღების შეძენა, მიმდინარე წელს გვექნება უპილოტო საფრენი აპარატები - აქტიურად მიმდინარეობს საბჭოური იარაღის ჩანაცვლება

ჩვენს პარტნიორებთან ერთად აქტიურად ხდება თანამედროვე შეიარაღების შეძენა, იქნება ეს საჰაერო თუ სხვა მიმართულებით, რაც აუცილებელია თავდაცვისათვის - ასე აქტიურად მიმდინარეობს ძველი საბჭოური იარაღის ჩანაცვლება, - ამის შესახებ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ განაცხადა.

გიორგაძის თქმით, თავდაცვის უწყება აქტიურად მიუყვება თავდაცვის ძალების განვითარების 10-წლიან გეგმას, რომელიც პარტნიორებთან ერთად შემუშავდა.

“არ ვიცი, ვინ მოგაწოდათ ინფორმაცია, რომ იარაღს არ ვყიდულობთ - ვეჭვობ არც დაინტერესდით. გაზრდილმა ბიუჯეტმა მოგვცა საშუალება, რომ პროცესი დაგვეჩქარებინა. ჩვენს პარტნიორებთან ერთად აქტიურად ხდება თანამედროვე შეიარაღების შეძენა - იქნება ეს საჰაერო თუ სხვა მიმართულებით, რაც აუცილებელია თავდაცვისთვის. აგრეთვე პოლონელებთან ერთად ერთობლივი საწარმო დელტა-ვებე დაფუძნდა. მიმდინარე წელს გვექნება უპილოტი საფრენი აპარატები - როგორც მზვერავი საშუალებები, ასევე გამანადგურებლები. ასევე აქტიურად მიმდინარეობს ძველი საბჭოური იარაღის ჩანაცვლება, რაც ამ მიმართულებით ერთ-ერთი პროცესია, რასაც ვახორციელებთ“, - განაცხადა გიორგაძემ ოპოზიციის პასუხად.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე “თავდაცვის კოდექსის“ პროექტის მეორე მოსმენით განხილვა მიმდინარეობს.

14.07.2025 / 09:02

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
Galaxy Z სერიის ახალი სმარტფონების წინასწარი გაყიდვები დაიწყო
ბათუმში PSP-ს ახალი კონცეფციის აფთიაქი გაიხსნა
ახალი რეკორდი არქიში - ერთ დღეში  გაყიდული 206 ბინა