უკრაინის შეიარაღებული ძალები - რუსებმა შესაძლოა ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე პროვოკაცია მოაწყონ

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა განაცხადა, რომ რუსმა ოკუპანტებმა შესაძლოა ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე პროვოკაცია მოამზადონ. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების პრესსამსახურმა Facebook-ზე დაწერა.

„უკრაინის შეიარაღებული ძალები ოფიციალურად იუწყებიან, რომ უახლოეს მომავალში შესაძლოა, პროვოკაცია მომზადდეს ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიაზე, რომელიც რუსი ტერორისტების მიერ 2022 წლის 4 მარტიდან არის ოკუპირებული“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ამასთან, ოპერატიული მონაცემებით, 4 ივლისს, ოკუპანტებმა მესამე და მეოთხე ელექტროსადგურის გარე სახურავზე ასაფეთქებელი მოწყობილობების მსგავსი „უცხო ობიექტები“ განათავსეს.

უკრაინის შეიარაღებული ძალები აცხადებს, რომ ასეთი მოწყობილობების აფეთქებამ უნდა შექმნას სურათი უკრაინის მიერ მათი დაბომბვის შესახებ, რაზეც რუსული მედია და ტელეგრამის არხები უკვე ავრცელებენ დეზინფორმაციას.

„უკრაინის შეიარაღებული ძალები არ არღვევენ საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმებს, აკონტროლებენ სიტუაციას და მზად არიან, იმოქმედონ ნებისმიერ პირობებში. მტრის ნებისმიერი პროვოკაცია არ იმუშავებს“, - ნათქვამია განცხადებაში.

უკრაინული მედიის ცნობებით, რუსებმა დაიწყეს დეზინფორმაციის გავრცელება სოციალურ მედიაში, რომ უკრაინამ შესაძლოა დრონებით შეუტიოს ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს.

ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„ხალიკ ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში