ირაკლი კობახიძე - აბსოლუტურად გამორიცხულია კონსულტაციები სააკაშვილის საკითხთან დაკავშირებით - ჩვენ მზად ვართ უკრაინასთან ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში დავრჩეთ

აბსოლუტურად გამორიცხულია კონსულტაციები სააკაშვილის საკითხთან დაკავშირებით - ჩვენ მზად ვართ უკრაინასთან ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში დავრჩეთ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რითაც უკრაინის რადას დეპუტატის, ოლექსი გონჩარენკოს განცხადებას გამოეხმაურა, სადაც დეპუტატი საქართველოსა და უკრაინას შორის დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტასაც ვარაუდობდა, თუ მმართველი გუნდი სააკაშვილის საკითხთან დაკავშირებით დათმობებზე არ წავიდოდა.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, ამ განცხადებებისა და გადადგმული ნაბიჯების შემდეგ, მიზეზები, რის გამოც საქართველო უკრაინასთან ცალმხრივ ურთიერთობას აირჩევს, არის ომი უკრაინაში და ქვეყნებს შორის საუკუნოვანი მეგობრობა.

„გონჩარენკოს არცერთი სიტყვა არ არის ღირებული, ჯერ გეორგიევსკის ლენტით დარბოდა, მერე ვითომ უკრაინის გულმხურვალე გულშემატკივარი გახდა. არავითარი ფასი არ აქვს არც უკრაინაში და მითუმეტეს, ჩვენთანაც ვერ ექნება გონჩარენკოს რაიმე სიტყვას. რაც შეეხება იმას, თუ როგორ შეიძლება გაგრძელდეს ჩვენი ურთიერთობები, ჩვენ მზად ვართ ყველა შემთხვევაში, დავრჩეთ ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში. არსებობს მარტივი მიზეზები - პატივი უნდა ვცეთ საუკუნოვან მეგობრობას, საქართველოსა და უკრაინას შორის, ქვეყნებსა და ხალხებს შორის და ასევე, უკრაინა დღეს არის ომის მდგომარეობაში, ეს არის ერთადერთი მიზეზი, რატომაც ჩვენ უნდა დავრჩეთ ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში, თუნდაც უკრაინის ხელისუფლებასთან, მიუხედავად ამ შეურაცხმყოფელი ნაბიჯებისა. იმ ნაბიჯის ფონზე, რაც უკვე გადაიდგა, შემდეგი ნაბიჯები აღარაა საინტერესო. რა თქმა უნდა, სააკაშვილის საკითხზე ვერანაირი კონსულტაციები ვერ დაიწყება. აბსოლუტურად გამორიცხულია კონსულტაციები სააკაშვილის საკითხთან დაკავშირებით“, - განაცხადა კობახიძემ.

ოლექსი რეზნიკოვი - რუსეთი სინამდვილეში ქაღალდის ვეფხვია
ქართული პრესის მიმოხილვა 05.06.2025
კახა გოგოლაშვილი - ხელისუფლების მხრიდან საქმე გვაქვს ავტორიტარიზმის კონსოლიდაციასთან, მცდელობასთან, რომ ქვეყანაში დემოკრატია საბოლოოდ დასრულდეს და მოხდეს საქართველოს აზერბაიჯანიზაცია
„ვისოლის“ გათამაშებაში მეორე წყვილი ავტომობილი BMW X1 თბილისში მოიგეს
Heineken და „ზედაზენი“ - ახალი სტრატეგიული თანამშრომლობა საქართველოს ბაზარზე
Samsung Bespoke AI - ინოვაციური ტექნოლოგიებით აღჭურვილი მაცივარი
STEAM Challenge Georgia - ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ისტორიის გაცოცხლება - „კარფური“ უნიკალურ პროექტს ახორციელებს