ირაკლი კობახიძე - დღეს ხელისუფლება და საზოგადოება არის მყარად, თუ ამ მდგომარეობას შევინარჩუნებთ, ბევრად მაღალი იქნება კანდიდატის სტატუსის მინიჭების შანსი - თუ გლობალური ომის პარტია დაინახავს მცირე მერყეობას და შანსს, რომ არმინიჭების შემთხვევაში, მოხდეს რევოლუცია, შანსები მცირდება

ეს იქნება პოლიტიკური გადაწყვეტილება და ამ ვითარებაში რისკები არის მაღალი. ამ მაღალი რისკების პირობებში, რადიკალურ ოპოზიციას აქვს იმის იმედი, რომ ჩვენთვის დაიბლოკება კანდიდატის სტატუსი პოლიტიკურად, ყოველგვარი 12 პუნქტისგან დამოუკიდებლად, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძის თქმით, ოპოზიციის გეგმები აწყობილია იმაზე, რომ საქართველომ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი, რათა შემდეგ რევოლუციური სცენარის განხორციელება შესაძლებელი გახდეს. მან ასევე აღნიშნა, რომ ბაკურიანის ცნობილ შეკრებაზე, ტრენინგი სწორედ რევოლუციის შესახებ ჩატარდა, ხოლო რადიკალებს რომ იგივე გეგმა აქვთ დეკემბრისთვის, რაც გასული წლის ივნისისთვის ჰქონდათ, ეს ზურაბ ჯაფარიძემ გაამხილა.

„შეგახსენებთ, ბაკურიანში როდესაც გაიმართა ცნობილი შეკრება, ეს იყო მალევე, როცა ჩვენ წარვადგინეთ განაცხადი, მაშინ ტრენინგი ჩაუტარეს რევოლუციაში, ამერიკელი ექსპერტი ჰყავდათ ჩამოყვანილი. გეგმავდნენ რევოლუციას და პირდაპირ საუბარი ჰქონდათ შემდეგზე: როცა - არავითარი „თუ“ - როცა საქართველოს არ მიენიჭება ივნისში კანდიდატის სტატუსი, ჩვენ უნდა მოვიყვანოთ მოქმედებაში რევოლუციური გეგმა. პირდაპირ ამაზე იყო საუბარი ბაკურიანის შეკრებაზე, იგივე გეგმა გაამხილა, მაგალითად, ზურა გირჩი ჯაფარიძემ ახლა უკვე დეკემბერთან მიმართებით.რადიკალური ოპოზიციის მთელი გეგმები არის აწყობილი იმაზე, რომ ჩვენ დეკემბერში არ უნდა მოგვენიჭოს კანდიდატის სტატუსი. არამარტო გეგმები, თავიდან ბოლომდე მუშაობენ ამაზე, რომ საქართველოს არ მიენიჭოს დეკემბერში კანდიდატის სტატუსი, რომ ეს შემდეგ რევოლუციური პროცესებისთვის გამოიყენონ.“ - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის განცხადებით, მთავარია ხელისუფლებამ და საზოგადოებამ სიმყარე აჩვენოს, რაც კანდიდატის სტატუსის მინიჭების შანსს უფრო გაზრდის. როგორც კობახიძემ განმარტა, თუ გლობალური ომის პარტია დაინახავს, რომ საზოგადოება მერყეობს და იმის მცირე შანსი მაინც არსებობს, სტატუსის არმინიჭების შემთხვევაში რევოლუცია მოხდეს, ამ შემთხვევაში, კანდიდატის სტატუსის მინიჭების შანსები მცირდება.

„მთავარია, რაც უფრო მეტ სიმყარეს აჩვენებს ხელისუფლება და პირველ რიგში, საზოგადოება, მით უფრო მეტი შანსი იქნება, რომ ჩვენ მოგვენიჭოს კანდიდატის სტატუსი. დარწმუნებული ვარ, რომ დეკემბერში ასეთი მდგომარეობით მივალთ, როგორიც დღეს არის: დღეს ხელისუფლება არის მყარად, საზოგადოება არის მყარად, სათანადო პოზიციებზე - თუ ამ მდგომარეობას შევინარჩუნებთ, ამ შემთხვევაში, ბევრად უფრო მაღალი იქნება ჩვენთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შანსი. თუ გლობალური ომის პარტია დაინახავს მცირე მერყეობას მაინც და დაინახავს იმის შანსს, რომ არმინიჭების შემთხვევაში, მოხდეს ამ ქვეყანაში რევოლუცია, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში, შანსები მცირდება. ამიტომ, მთავარია, ჩვენ შევინარჩუნოთ სიმყარე და ეს აუცილებლად ასე იქნება. მე დარწმუნებული ვარ, როგორც ხელისუფლება, ისე საზოგადოება მყარად იქნება იმ პოზიციებზე, რომლებიც შედის ქვეყნის ინტერესებში.“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ "იმედის" ეთერში.

11.08.2025 / 08:27

სანდრო თვალჭრელიძე - “ახლავე გეტყვით, რომ მერაბ სეფაშვილის დასახელების შემთხვევაში კალაძეს გამარჯვება გარანტირებული ექნება”

“თბილისი კალაძეს დაუთმეს და დანარჩენი საქართველო კობახიძეს” - რატომ ცვლის “ოცნება” მერების ნახევარს რეგიონებში

მირიან მირიანაშვილი - “ვაშინგტონში გადაწყდა, რომ ჩვენს რეგიონში პოლიტიკური ლანდშაფტი ტოტალურად უნდა შეიცვალოს“

“ნომრების ომი” და 13 წლის წინანდელი პრეცედენტი - “ენმ-ს საარჩევნო ნომრის დაბრუნება მომდევნო არჩევნებზე შეეძლება”

ვახტანგ ძაბირაძე - “თუ “ქართული ოცნება” გაათავისუფლებს პატიმრებს და პოლიტიკურ კურსსაც შეცვლის, შეიძლება დარეგულირდეს პროცესები”

ირაკლი კობახიძე - დღეს ხელისუფლება და საზოგადოება არის მყარად, თუ ამ მდგომარეობას შევინარჩუნებთ, ბევრად  მაღალი იქნება კანდიდატის სტატუსის მინიჭების შანსი - თუ გლობალური ომის პარტია დაინახავს მცირე მერყეობას და შანსს, რომ არმინიჭების შემთხვევაში, მოხდეს რევოლუცია, შანსები მცირდება

ეს იქნება პოლიტიკური გადაწყვეტილება და ამ ვითარებაში რისკები არის მაღალი. ამ მაღალი რისკების პირობებში, რადიკალურ ოპოზიციას აქვს იმის იმედი, რომ ჩვენთვის დაიბლოკება კანდიდატის სტატუსი პოლიტიკურად, ყოველგვარი 12 პუნქტისგან დამოუკიდებლად, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძის თქმით, ოპოზიციის გეგმები აწყობილია იმაზე, რომ საქართველომ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი, რათა შემდეგ რევოლუციური სცენარის განხორციელება შესაძლებელი გახდეს. მან ასევე აღნიშნა, რომ ბაკურიანის ცნობილ შეკრებაზე, ტრენინგი სწორედ რევოლუციის შესახებ ჩატარდა, ხოლო რადიკალებს რომ იგივე გეგმა აქვთ დეკემბრისთვის, რაც გასული წლის ივნისისთვის ჰქონდათ, ეს ზურაბ ჯაფარიძემ გაამხილა.

„შეგახსენებთ, ბაკურიანში როდესაც გაიმართა ცნობილი შეკრება, ეს იყო მალევე, როცა ჩვენ წარვადგინეთ განაცხადი, მაშინ ტრენინგი ჩაუტარეს რევოლუციაში, ამერიკელი ექსპერტი ჰყავდათ ჩამოყვანილი. გეგმავდნენ რევოლუციას და პირდაპირ საუბარი ჰქონდათ შემდეგზე: როცა - არავითარი „თუ“ - როცა საქართველოს არ მიენიჭება ივნისში კანდიდატის სტატუსი, ჩვენ უნდა მოვიყვანოთ მოქმედებაში რევოლუციური გეგმა. პირდაპირ ამაზე იყო საუბარი ბაკურიანის შეკრებაზე, იგივე გეგმა გაამხილა, მაგალითად, ზურა გირჩი ჯაფარიძემ ახლა უკვე დეკემბერთან მიმართებით.რადიკალური ოპოზიციის მთელი გეგმები არის აწყობილი იმაზე, რომ ჩვენ დეკემბერში არ უნდა მოგვენიჭოს კანდიდატის სტატუსი. არამარტო გეგმები, თავიდან ბოლომდე მუშაობენ ამაზე, რომ საქართველოს არ მიენიჭოს დეკემბერში კანდიდატის სტატუსი, რომ ეს შემდეგ რევოლუციური პროცესებისთვის გამოიყენონ.“ - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის განცხადებით, მთავარია ხელისუფლებამ და საზოგადოებამ სიმყარე აჩვენოს, რაც კანდიდატის სტატუსის მინიჭების შანსს უფრო გაზრდის. როგორც კობახიძემ განმარტა, თუ გლობალური ომის პარტია დაინახავს, რომ საზოგადოება მერყეობს და იმის მცირე შანსი მაინც არსებობს, სტატუსის არმინიჭების შემთხვევაში რევოლუცია მოხდეს, ამ შემთხვევაში, კანდიდატის სტატუსის მინიჭების შანსები მცირდება.

„მთავარია, რაც უფრო მეტ სიმყარეს აჩვენებს ხელისუფლება და პირველ რიგში, საზოგადოება, მით უფრო მეტი შანსი იქნება, რომ ჩვენ მოგვენიჭოს კანდიდატის სტატუსი. დარწმუნებული ვარ, რომ დეკემბერში ასეთი მდგომარეობით მივალთ, როგორიც დღეს არის: დღეს ხელისუფლება არის მყარად, საზოგადოება არის მყარად, სათანადო პოზიციებზე - თუ ამ მდგომარეობას შევინარჩუნებთ, ამ შემთხვევაში, ბევრად უფრო მაღალი იქნება ჩვენთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შანსი. თუ გლობალური ომის პარტია დაინახავს მცირე მერყეობას მაინც და დაინახავს იმის შანსს, რომ არმინიჭების შემთხვევაში, მოხდეს ამ ქვეყანაში რევოლუცია, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში, შანსები მცირდება. ამიტომ, მთავარია, ჩვენ შევინარჩუნოთ სიმყარე და ეს აუცილებლად ასე იქნება. მე დარწმუნებული ვარ, როგორც ხელისუფლება, ისე საზოგადოება მყარად იქნება იმ პოზიციებზე, რომლებიც შედის ქვეყნის ინტერესებში.“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ "იმედის" ეთერში.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ემიგრაციაში მყოფი ბავშვებისთვის, ონლაინ-სკოლაში მიღება დაიწყო
PSP საქართველოში სააფთიაქო ბაზრის ლიდერია
შემოქმედებითი თრობა - 20 აგვისტოდან სტარტს „ვაინქასთი“ აიღებს
Samsung-ის უახლესი Galaxy Z Fold7 | Z Flip7 და Galaxy Watch8 სერია