იუსტიციის სახლთან მდებარე საფეხმავლო ხიდიდან სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლებმა ბანერი გადმოფინეს წარწერით - „არა ცენზურას! დამოუკიდებლობა კინოცენტრს!“

იუსტიციის სახლთან მდებარე საფეხმავლო ხიდიდან სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლებმა ბანერი გადმოფინეს წარწერით - „არა ცენზურას! დამოუკიდებლობა კინოცენტრს!“.

კინემატოგრაფების მოთხოვნა უცვლელია, ისინი კულტურის სამინისტროს მიერ კინოცენტრში დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად პრობაციის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის ყოფილი მოადგილის, კობა ხუბუნაიას დანიშვნასა და მის მიერ ცენტრში რეორგანიზაციის გამოცხადებას აპროტესტებენ.

დოკუმენტური კინოს ასოციაციის დამფუძნებლის, მარიამ ჭაჭიას განცხადებით, მთავარი მოთხოვნაა, მინისტრ თეა წულუკიანთან შეხვედრაა, რათა საკუთარი ხედვებისა და მოთხოვნების შესახებ პირადად მას შეატყობინონ.

„ჩვენი მოსვლის მიზეზი არის ის, რომ რეალურად კულტურის მინისტრს, თეა წულუკიანს დავანახოთ, რომ ჩვენ ვარსებობთ. მესამე კვირაა ჩვენ შეხვედრას ვითხოვთ და მისთვის ჩვენ უხილავები ვართ. ჩვენი მთავარი მოთხოვნა არის ის, რომ კინო დამოუკიდებელი იყოს. რეორგანიზაციის პროცესი კინოცენტრში უნდა შეწყდეს და ამასთანავე, კინოცენტრის დირექტორი არჩევნების გზით უნდა დაინიშნოს და არა ერთპიროვნულად კულტურის მინისტრის მიერ.

ძალიან სასაცილო იყო ის ფორმა, როდესაც ჩვენ ორ კვირაზე მეტი შეხვედრას ვითხოვდით და ამ დროს, თეა წულუკიანი შეხვედრაზე პატიჟებს იმ ადამიანებს, რომლებიც აქციაზე არ იყვნენ და შემდგომში მათი სახელით გვითვლის, რომ თუ ჩვენ გვინდა შეხვედრა, მათთან ერთად შეგვიძლია შეხვედრაზე შევიდეთ. ეს არ არის იმ ფორმის საუბარი და შეხვედრა, რაც უნდა იყოს ჩვენს შორის.

თეა წულუკიანი არის ერთადერთი ადამიანი, ვინც განაგებს მთელ კულტურას და მის ხელშია კულტურა. რა თქმა უნდა, მასთან შეხვედრა არის ერთადერთი საშუალება, რომ გავიგოთ, რა ხდება. თუმცა არ ვიცი, რამდენად უნდა მქონდეს, მე პირადად იმის იმედი, რომ შესაძლებელია რამე შეჩერდეს, იმიტომ, რომ გამოცდილებით ვიცით რაც მოხდა მუზეუმებში, მხატვრებთან და თეატრებში - ყველაფერი ნადგურდება“, - განაცხადა რეჟისორმა მარიამ ჭაჭიამ.

ოლექსი რეზნიკოვი - რუსეთი სინამდვილეში ქაღალდის ვეფხვია
ქართული პრესის მიმოხილვა 05.06.2025
კახა გოგოლაშვილი - ხელისუფლების მხრიდან საქმე გვაქვს ავტორიტარიზმის კონსოლიდაციასთან, მცდელობასთან, რომ ქვეყანაში დემოკრატია საბოლოოდ დასრულდეს და მოხდეს საქართველოს აზერბაიჯანიზაცია
„ვისოლის“ გათამაშებაში მეორე წყვილი ავტომობილი BMW X1 თბილისში მოიგეს
Heineken და „ზედაზენი“ - ახალი სტრატეგიული თანამშრომლობა საქართველოს ბაზარზე
Samsung Bespoke AI - ინოვაციური ტექნოლოგიებით აღჭურვილი მაცივარი
STEAM Challenge Georgia - ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ისტორიის გაცოცხლება - „კარფური“ უნიკალურ პროექტს ახორციელებს